ავტორი ნინო მიქიაშვილი
16:438 23.10.2013
თბილისის სააპელაციო სასამართლოში ერთი საათი გაგრძელდა გიორგი ბარათელის საქმის განხილვა, რომელსაც მოსამართლე მაია ივანიძე უძღვებოდა. პროკურატურამ ბარათელს საპროცესო შეთანხმებაზე უარი უთხრა. ამის შემდეგ ბარათელის დაცვაზე სახაზინო ადვოკატმა უარი განაცხადა - აქ აღარაფერი მესაქმებაო. შეგახსენებთ, რომ ბარათელს ბრალად დასდეს უკანონო ნივთის, ეგრეთ წოდებული შტირის შენახვა-გამოყენება და 2 წელი დაუმატეს.
ბარათელს თავი გადაპარსული აქვს, შავჩარჩოიანი სათვალე უკეთია და გრძელ წვერს ატარებს. წინა პროცესებისგან განსხვავებით, პირადად ჩემთვის არ უკითხავს ახალი ხომ არაფერიაო და არც რუსუდან შარაძე მოუკითხია. დარბაზში შემოვიდა, ძალიან ცივად მომესალმა და თავის სახაზინო ადვოკატს თამარ გაჩეჩილაძეს საუბარი დაუწყო.
ადვოკატი წამოდგა და თქვა - საპროცესო შეთანხმებაზე პროკურატურას წერილობით მივმართეთ, მაგრამ პასუხი არ მიგვიღიაო. ამაზე პროკურორმა თამაზ ჯალიაშვილმა განაცხადა, ვალდებული არ ვიყავით პასუხი წერილობით მოგვეხსენებინა. პირველ ინსტანციაში საპროცესო შეთანხმება სახელმწიფო სახსრების დაზოგვის მიზნით მოვითხოვეთ, ახლა საპროცესო შეთანხმებაზე უარს ვამბობთო. თუ ასეა, მე აქ აღარაფერი მესაქმება, ბარათელის დაცვაზე უარს ვამბობო, - ამგვარი შინაარსის შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს სახაზინო ადვოკატმა. ეს შუამდგომლობა მოსამართლემ დააკმაყოფილა. ადვოკატმა დარბაზი დატოვა.
დაცვის გარეშე დარჩენილ ბარათელს მოსამართლემ შესავალი სიტყვა მისცა. მან იმის მოყოლა დაიწყო, რომ საქმეში არ დევს მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ ბარათელმა “შტირი“ შეინახა და გამოიყენა. ბოლოს თქვა - არ ველოდებოდი პროკურატურა საპროცესოზე თუ უარს მეტყოდა. გთხოვთ, სასჯელი შემიმსუბუქეთო. მოსამართლემ მიუგო, ვერ გავიგე შენი პოზიცია, 15 წუთს გამოვაცხადებ, რომ შესავალი სიტყვა და საბოლოო პოზიცია გასაგებად ჩამოაყალიბო და მოგვახსენოო.
შესვენების შემდეგ ბარათელმა თავისი საბოლოო მოთხოვნა, განმარტებითურთ, ასე ჩამოაყალიბა - ძალიან გაკვირვებული ვარ პროკურატურის პოზიციით, რომელმაც საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე უარი მითხრა. მე სასჯელის შემსუბუქებას ვითხოვ, რადგან ჯოჯოხეთი გამოვიარე - ორი წელი მეექვსეში ვიყავი, მერე “კრიტში“ გადამიყვანეს, სადაც დაახლოებით ოთხი წელი ვიჯექი. აქედან სამი წელი “სმენკებში“, ტარაკნებში გავატარე. ამ ტანჯვაში ნაჯახს ვეძებდი, ლურმანს კი არა?! ვაღიარებ რომ “შტირი“ ჩემი იყო, მე დავამზადე. თუ შეგიძლიათ სასჯელი დამიკელითო.
გიორგი ბარათელს უკანონო ნივთის შენახვა-გამოყენებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 წელი დაუმატა. ეს გადაწყვეტილება ბარათელმა თავისი უფლებების დამცველ ადვოკატ მამუკა ნოზაძესთან ერთად გაასაჩივრა. სააპელაციო საჩივარში ბარათელი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და გამართლებას ითხოვდა. ბარათელი ამტკიცებდა (საჩივარში წერდა, პროცესებზე, ვიდეოკამერების წინ განცხადებებს აკეთებდა), რომ “შტირი“ მას არ ჰქონია და რომ ეს ამბავი იმ ზეწოლის გაგრძელება გახლდათ, რომელიც აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობის შემდეგ პერმანენტულად გრძელდებოდა.
პროკურორ თამაზ ჯალიაშვილისთვის ბარათელის ბოლო პოზიცია უფრო დამაჯერებელი აღმოჩნდა - აქამდე ბარათელი გამამართლებელ განაჩენს ითხოვდა. დღეს მისი პოზიცია უფრო დამაჯერებელია. გვიან, მაგრამ მაინც, ბარათელმა თვითკრიტიკული დამოკიდებულება გამოავლინა. იმედია ამას სასამართლო გაითვალისწინებსო.
პროცესის დაწყებიდან დაახლოებით ერთი საათი იყო გასული, როცა მოსამართლე მაია ივანიძემ ბარათელს მიმართა - ვიცი გიორგი, გეწყინება, მაგრამ პროცესი უნდა გადავდო, ორი საათისთვის სხვა სხდომა მაქვს ჩანიშნულიო. ბარათელის საქმის განხილვა 30 ოქტომბერს განახლდება და სავარაუდოდ ამავე დღეს გახდება ცნობილი უკანონო ნივთის შენახვა-გამოყენებისთვის ბარათელს 2 წელს დაუტოვებენ, თუ სასჯელს შეუმსუბუქებენ.