ავტორი ნინო მიქიაშვილი
20:31 16.08.2013
კულტურულ მემკვიდრეობაზე პასუხისმგებელი პირები საქართველოს ხელისუფლებიდან, არც უცხოელი მეცნიერების წერილობით თხოვნებს ითვალისწინებენ და არც ქართველებს უსმენენ, რომელთა შორის არიან, როგორც მეცნიერები, ისე საზოგადოებრივად აქტიური სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ გურამ ოდიშარიასთან შეხვედრა, ს უძველესი ოქროს მაღაროს გადასარჩენად შექმნილმა საინიციატივო ჯგუფმა ამ წუთამდე ვერ შეძლო.
“როგორც ჩანს, ბატონ ოდიშარიას უფრო მნიშვნელოვანი საქმეები აქვს, ვიდრე საყდრისის გადარჩენაა, მაგალითად ბურჭულაძის, დეისაძისა და ბუღაძის ნაწარმოებების რეკლამირება გერმანიაში და ამისათვის ახალი საბიუჯეტო სახსრების მოძიება (შეგახსენებთ, რომ ამ მიზნებისთვის უკვე დაიხარჯა 180.000 ლარი). შეეძლო ამის შესახებ ღიად ეთქვა და არ მოეწყო ეს კლოუნადა, თავის მოკატუნებით, თითქოს ავად გახდა. ეტყობა სათქმელიც არაფერი აქვს. არადა მოუწევს, გარწმუნებთ“, - ასეთი ჩანაწერი ზემოხსენებული საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა სოსო მანჯავიძემ (რომელიც ამავდროულად “საქართველოს პატრიოტთა ალეანსის“ გენერალური მდივანია) დღეს სოციალური ქსელით გაავრცელა.
რვა დღის წინ მინისტრმა გამოსცა მორიგი ბრძანება N03/130, სახელწოდებით “საყდრისის-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“, რომლის მიხედვითაც 1 ოქტომბრამდე უნდა გაუქმდეს საყდრისის არქეოლოგიური დაცვის ზონა. ჩემი აზრით, ეს ნიშნავს იმას, რომ უძველეს ოქროს მაღაროს ფიზიკური განადგურების საფრთხე უახლოვდება.
ძეგლის გადასარჩენად საპროტესტო აქცია კულტურის სამინისტროსთან 13 აგვისტოს გაიმართა, რომელშიც ასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. იმ დღეს სამინისტროს წარმომადგენელი აქციის ორგანიზატორებთან თავად მივიდა და მეორე დღეს მინისტრთან შეხვედრის შესახებ ელაპარაკა. როგორც აღვნიშნე, ეს შეხვედრა ჯერჯერობით არ გამართულა.
საყდრისის უძველეს ოქროს მაღაროზე ეს არის ჩემს მიერ მომზადებული, რიგით მეოთხე სტატია, რომელიც ეყრდნობა ჩემს ხელთ არსებულ დოკუმენტებს. ამ სტატიიდან შეიტყობთ: რას წერენ და რას სთხოვენ საყდრისზე გერმანელი მეცნიერები საქართველოს კულტურის მინისტრს, მის პირველ მოადგილეს, ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორს; როგორ აისახა უცხოელების წერილობითი თხოვნები კულტურის მინისტრის 8 აგვისტოთი დათარიღებულ ბრძანებაში; რა კავშირი აქვს ახლო წარსულში სახელმწიფო მინისტრს დიასპორის საკითხებში პაპუნა დავითაიას საყდრისის უძველეს ოქროს მაღაროსთან; ამ სტატიაში წაიკითხავთ სახელოვანი ქართველი მეცნიერის ალექსანდრე თვალჭრელიძის პოზიციას საყდრისის ოქროს მაღაროსთან მიმართებაში, რომელიც ფრიად საინტერესოდ წარმოაჩენს “სტრატეგიულ სახელმწიფო ინტერესებს“.
დოკუმენტებს ქრონოლოგიურად წარმოგიდგენთ.
11 მარტი - მარინე მიზანდარს და გურამ ოდიშარიას წერილი გამოუგზავნეს ბოხუმის სამთო მუზეუმის დირექტორმა პროფესორმა შტეფან ბრუგენჰოფმა და პროფესორმა თომას შტოლნერმა:
“საყდრისის სამთო წარმოების ძეგლი, დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოში უძველესი მაღაროა და ასევე, ის წარმოადგენს ყველაზე უკეთესად შენახულ ძეგლს. ჩვენ ძალიან ვღელავთ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით და კომპანია “მადნეულის“ მიერ, ძეგლის მიმართ განხორციელებული ქმედებებით, რადგანაც ვშიშობთ, რომ ცნობილი კულტურული და ტექნიკური მონუმენტი ინდუსტრიული ოქროს დამუშავების გამო საფრთხეში არ ჩავარდეს. ეს იქნება უდიდესი დანაკარგი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისთვის. კულტურული მონუმენტის ეკონომიკური ინტერესებისათვის შეწირვა იქნებოდა წინდაუხედავი ნაბიჯი - არსებული ოქროს რესურსი ერთხელ დამუშავდება, მაშინ, როცა ტურისტული და კულტურული მოზიდვა გაგრძელდება წლების მანძილზე და უზრუნველყოფს მთელი რეგიონის კეთილდღეობას“, - აღნიშნულია წერილში;
25 მარტი - საჯარო რეესტრში არასამეწარმეო იურიდიულ პირად ოფიციალურად დარეგისტრირდა კლუბი “ტაძარი“, რომლის გამგეობის თავმჯდომარეა ვინმე გიორგი გაგოშვილი. ამ კლუბს ჰყავს გამგეობის ორი წევრი - ვინმე ნიკოლოზ ჯიბუტი და მირზა დავითაია (ახლო წარსულში სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში, მანამდე კულტურის მინისტრის მოადგილე);
17 აპრილი - კლუბის “ტაძარი“ გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი გაგოშვილმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორს მერაბ ბოჭოიძეს წერილით მიმართა, რომელშიც შეატყობინა, რომ კომპანია MRG-სა და მათ კლუბს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა:
“რომელიც გულისხმობს კულტურული მემკვიდრეობის დარგში თანამშრომლობას, მათ შორის არქეოლოგიურ საკითხებშიც. როგორც მოგეხსენებათ, კომპანია შპს RMG GOLD-ს მადნეულის მოპოვებისათვის აღებული აქვს მრავალწლიანი ლიცენზია ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე (საყდრისი-აბულმუგი). სამთო მოპოვებითი სამუშაოების დაწყებამდე კომპანია გეგმავს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს ტერიტორიების არქეოლოგიური კვლევა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, განიხილოთ არქეოლოგიური სამუშაოების პროექტი და გასცეთ არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვა კლუბის “ტაძარი“ სახელზე. არქეოლოგიურ სამუშაოებს წარმართავს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი ვახტანგ ლიჩელი“.
შეგახსენებთ, რომ ვახტანგ ლიჩელი იმ 11-კაციანი კომისიის წევრია, რომელიც კულტურის მინისტრის ბრძანება N03/82-ით შეიქმნა 28 მაისს. ამ კომისიის მიერ ერთი თვის თავზე დადებულ დასკვნაზე დაყრდნობით გურამ ოდიშარიამ საყდრისის უძველეს ოქროს მაღაროს უძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოუხსნა და მოძრავად გადააკეთა;
22 მაისი - პროფესორ სვენდ ჰანსენმა გურამ ოდიშარიას ბერლინიდან წერილობით სთხოვა წარსულის უნიკალური ძეგლის გადარჩენაში დახმარება:
“პატივცემულო, ბატონო მინისტრო ოდიშარია, ნება მიბოძეთ გამოვხატო ჩემი გულისტკივილი საყდრისის რეგიონში მდებარე არქეოლოგიური ძეგლის გამო. ოქროს საბადოებისა და მასთან დაკავშირებული ნამოსახლარის აღმოჩენა, რომელიც თარიღდება ძვ.წ.აღ. 4-3 ათასწლეულით, არის სენსაცია. ეს არის უძველესთაგანი ოქროს საბადო მსოფლიოში. მისი შესწავლა წარმოადგენს აუცილებლობას არა მარტო საქართველოს კულტურისთვის, არამედ მნიშვნელოვან როლს თამაშობს მესოპოტამიის კულტურებისა და მათი ნედლეულით უზრუნველყოფის კვლევისთვის. საყდრისის ოქროს საბადო წარმოადგენს ერთ-ერთ შთამბეჭდავ არქეოლოგიურ ძეგლს, მთელ ევრაზიის კონტინენტზე. მისი უნიკალური სამეცნიერო პოტენციალიდან გამომდინარე ძალზედ მნიშვნელოვანია მისი შესწავლა და სამომავლოდ შენარჩუნება... ძალიან გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ არქეოლოგიურ გამოკვლევებს საყდრისში და მთლიანად მაშავერას რეგიონში. დაგვეხმარეთ შევინარჩნოთ წარსულის უნიკალური ძეგლები“;
30 მაისი - თომას შტოლნერმა კულტურის მინისტრის პირველ მოადგილეს მარინე მიზანდარს წერილი გამოუგზავნა:
“მე გწერთ კიდევ ერთხელ, კულტურული მემკვიდრეობის დავასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საყდრისის უძველეს ოქროს მაღაროს. როგორც ჩემმა კოლეგამ, დოქ. ღამბაშიძემ, შეგვატყობინა, თქვენ დიდ დახმარებას იჩენთ ძეგლის შენარჩუნებაში და გაქვთ სურვილი იპოვოთ კომპრომისები სამთო კომპანიასთან ურთიერთობაში, რომელიც ფლობს ნებართვას, ამ ტერიტორიაზე არსებული მაღაროების დამუშავებისა. როგორც არ უნდა იყოს, მე მსურს, კიდევ ერთხელ აღვნიშნო საყდრისის უდიდესი კულტურული და მემკვიდრეობითი მნიშვნელობა. ჩვენი სამეცნიერო პროექტი ცოტა ხნის წინ დაფინანსდა გერმანიის კვევითი ფონდისა (DFG) და საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების სააგენტოს (ANR) მიერ; საყდრისის ოქროს წარმოების რაიონი ჩასმულია საერთაშორისო პროექტში, რომელიც ეხება ადრეულ სამთო საქმიანობას კავკასიაში. ეს ნიშნავს იმას, რომ ქართველი, ფრანგი, ბრიტანელი და გერმანელი მკვლევარების საერთაშორისო ჯგუფი ასევე იმუშავებს საყდრისზე; ასეთი სახის პროექტები კონტროლდება და ფინანსდება საერთაშორისო ავტორიტეტული არბიტრების მიერ და ამგვარად, გამუდმებით ხდება მათი მეცნიერული გადამოწმება/გაკონტროლება...
სამეცნიერო თვალთახედვით გასათვალისწინებელია ისიც, რომ უნდა შენარჩუნდეს ხელუხლებელი არქეოლოგიური ფენები მომავალი მკვლევარებისთვის, რომლებიც უკეთესი მეთოდებით მოახდენენ ძეგლის შესწავლას. დღესდღეობით კვლევის ერთადერთი პერსპექტივაა გაითხაროს ძეგლის მხოლოდ მესამედი, ხოლო დანარჩენი დაკონსერვდეს მომავალი თაობებისთვის. მთლიანი ძეგლის შესწავლას მოუნდებოდა 10 წელი, დამხმარე მეცნიერებების გათვალისწინებით. თუმცა, მე მთელი გულით გირჩევდით, რომ თავიდან აგეცილებინათ კომერციული ექსპლუატაციის პროცესი, საერთოდ, ან მიგეცათ მეცნიერთათვის საკმარისი დრო, რომ შეესწავლათ და აღერიცხათ ასეთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო ძეგლი. განადგურება მაინც გამოიწვევს საერთაშორისო დისკუსიებს, განსაკუთრებით, იმის გამო, რომ საყდრისის წარმოადგენს სამეცნიერო დონის ერთ-ერთ ჯაჭვს, რომელიც ესაზღვრება დმანისის ჰომონიდების ძეგლს“;
21 ივნისი - ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორს მერაბ ბოჭოიძეს დოქტორმა ჰაუპტმანმა წერილი გამოუგზავნა, რომელშიც აღნიშნულია:
“ჩვენ გამოვიყენეთ მრავალფეროვანი მაღალტექნოლოგიური ანალიტიკური მეთოდები, რათა დაგვემტკიცებინა ოქროს არსებობა საყდრისში. ეს კვლევები არ ყოფილა ხელმიუწვდომელი ინსტრუმენტალური შესაძლებლობებისათვის, რომელიც მოიპოვება ბოხუმის გერმანიის სამთო მუზეუმის კვლევით ლაბორატორიაში. მადნის ძარღვებიდან აღებული ნიმუშევი შესწვლილ იქნა, ასევე, ფრანკფურტის/მაინის ი. ვ. გოეთეს უნივერსიტეტში, გამოცდილი გეოლოგების მიერ და ოქროს მოპოვების გამოცდილი სპეცილისტების მიერ დორტმუნდის ბუნების ისტორიის მუზეუმში... ჩემის აზრით, საყდრისის პრეისტორიული ხანის ოქროს მაღარო წარმოადგენს ცნობილ და უნიკალურ ტექნიკურ მონუმენტს მთელს მსოფლიოში. ის უნდა იყოს დაცული, არა მარტო მომავალი კვლევებისათვის, არამედ ჩვენი შთამომავლებისათვისაც. ღრმად ვიმედოვნებ, რომ კულტურული და მემკვიდრეობითი პოლიტიკა აჯობებს ეკონომიკურ ინტერესებს“;
27 ივნისი - გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე თვალჭრელიძემ სამგვერდიანი წერილით მიმართა კულტურის მინისტრის ბრძანებით შექმნილ 11-კაციან კომისიას, რომლის ერთ-ერთი წევრი იყო თავად ალექსანდრე თვალჭრელიძე. სახელოვანი ქართველი მეცნიერი, საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს ავ-კარგიანობაზე მსჯელობისას ფრიად საინტერესოდ წარმოაჩენს სტრატეგიულ სახელმწიფო ინტერესებს:
“ერთის მხრივ სასწორი თეფშზე ძევს ძეგლი, როგორც ტურისტული ობიექტი, რომელიც სავარაუდოდ არ იქნება მაღალშემოსავლიანი, ხოლო სასწორის მეორე თეფშზე არის ბოლნისის რაიონის ბიუჯეტი, რომლის 85% შეადგენს კომპანია RMG-ის მიერ გადახდილი წიაღით სარგებლობის გადასახადს. გარდა ამისა, სამთო საწარმომ 2012-2013 წლებში უვკე განახორციელა 270 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტირება, რაც მიმდინარე წლის ბოლომდე კიდევ დაახლოებით 30 მილიონი ლარით გაიზრდება. ამ პერიოდში დამატებით დასაქმდა 300 ადამიანი, ხოლო სულ დასაქმებულია 3 000-მდე თანამშრომელი და მომსახურე პერსონალი. 2012 წლის ბიუჯეტში შეტანილია დაახლოებით 50 მილიონი ლარი, ხოლო 2013 წლის 4 თვეში (აპრილის ჩათვლით) დაახლოებით 16 მილიონი ლარი. საყდრისის საბადოს დამუშავებიდან ბიუჯეტში გადასახადების სახით შესული თანხა მხოლოდ პირველი 7-8 წლის განმავლობაში 170 მილიონ ლარს გადააჭარბებს, ხოლო საშუალო თვიური ხელფასი 1000 ლარს გაუტოლდება.
აქედან გამომდინარე, სრულიად ცალსახაა, რომ საწარმოს ფუნქციონირების ხელოვნური შეზღუდვა ან მისი ხელშეშლა, აღარ ვლაპარაკობთ საწარმოს გაჩერებაზე, პირდაპირ ეწინააღმდეგება სტრატეგიულ სახელმწიფო ინტერესებს“;
8 აგვისტო - კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ 2013 წლის 8 აგვისტოს გამოსცა ბრძანება N03/130, სახელწოდებით “საყდრისის-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“. გურამ ოდიშარია მერაბ ბოჭოიძეს ავალებს, რომ ბრძანების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს ხუთ დღეში შექმნას კომისია, რომელიც დააკვირდება საყდრისში მომუშავე ქართულ-გერმანული ექსპედიციის მუშაობას. ამავე ბრძანებაში მითითებულია, რომ ექსპედიციის მუშაობას, რომ კომისია დააკვირდება, იმის ხელმძღვანელი მერაბ ბოჭოიძემ უნდა შეარჩიოს კომპანია RMG-ის მიერ წარმოდგენილი კანდიდატურებისგან.
ამავე დოკუმენტში გურამ ოდიშარიამ სამინისტროს ორ თანამშრომელს - თემურ ჩიხრაძეს და ბესიკ მაცაბერიძეს დაავალა მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენებით გააუქმონ საყდრისის არქეოლოგიური ზონა. სანამ არქეოლოგიური დაცვის ზონა გაუქმდება, მანამდე გურამ ოდიშარიამ ამავე ბრძანებით კომპანია RMG-ს თანხმობა მისცა საყდრისის არქეოლოგიურ ზონაში აწარმოონ საინჟინრო გეოლოგიური სამუშაოები.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, 17 აგვისტოს თბილისიდან საყდრისში ჩავლენ ახალგაზრდები და უძველესი ოქროს მაღაროს განადგურების მცდელობას ადგილზე გააპროტესტებენ. რა ნაბიჯებს გადადგამს საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი და რა შედეგი მოჰყვა პროკურატურაში შეტანილ კოლექტიურ საჩივარსა და მთავრობის სახელზე შეტანილ განცხადებას, რომელსაც ხელს მეცნიერები აწერენ, ამას მომდევნო სტატიაში შეგატყობინებთ.