16:31 21.00.2013
for.ge-ს მთავარი რედაქტორი გია იაკობაშვილი, ვასილ მაღლაფერიძის თაოსნობით, საზოგადოების წევრების მიერ, მეცხრე არხის შეძენასთან დაკავშირებით გამოთქმულ ინიციატივას facebook-ში ეხმაურება.
"ეს, გაუმარჯოს ვასილ მაღლაფერიძეს, რომელმაც წაშალა საკუთარი პოსტი და უამრავ უსაქმურს უთხრა, დაიშალეთ, ფიში-ფიში ქენით და დაიძინეთო!!!
ვასილ, ჰა, რამე რო იყოს, პრეზიდენტობის კანდიდატებს არ მიმართავდი იგივე წინადადებით?
იფიქრე მაგაზე" - წერს იაკობაშვილი.
უფრო ადრე კი ცნობილი პუბლიცისტი ტელეკომპანიის შეძენის მსურველთა აქტიურობას, ანეგდოტურ სიტუაციას უწოდებდა:
"ჰო,ჰო, ჰოოოო... იქ ამბავია ატეხილი!!! ერთმა კაცმა შეკითხვა დასვა (ყველაფერი ხომ შეკითხვით იწყება?) - არხის განვითარების გეგმა თუ გაქვთო, და თავს მთელი ურდოები დაესხნენ - კითხვის დასმა როგორ გაბედეო. ახლა, ეგენი შექმნიან სააქციო საზოგადოებას და აქციონერებს ჩააბარებენ ანგარიშს?
მაგარი ანეკდოტური სიტუაციაა.
ამ საქმიდან ერთადერთი ის გამოვა, რომ რამდენიმე მედია-ექსპერტი ქულებს ჩაიწერს აქტიურობისთვის.
აი, როგორც ფოტოგრაფების საქმეზე - ვანო მერაბიშვილს რომ შეხვდნენ და გაფხორილები რომ დადიოდნენ, თვით ვანო ვნახეთ და დემოკრატიის პრობლემებზე ველაპარაკეთო."