ავტორი ნინო მიქიაშვილი
22:21 20.00.2013
საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფის სამი წევრი: “საქართველოს პატრიოტთა ალეანსის“ გენერალური მდივანი სოსო მანჯავიძე, “სახალხო პარტიის“ გენერალური მდივანი ზაზა მგალობლიშვილი და მე, ნინო მიქიაშვილი 19 აგვისტოს შევხვდით და ვესაუბრეთ: კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ გურამ ოდიშარიას, მინისტრის პირველ მოადგილე მარინე მიზანდარს და მათთან ერთად სამინისტროს ხუთ თანამშრომელს.

ს მნიშვნელობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას და არავინ დაობს იმაზე, რომ იქ ჩვენი წინაპრები ოქროს მოიპოვებდნენ; სანამ არქეოლოგიური დაცვის ზონა გაუქმებული არ არის, ძეგლს ფიზიკური განადგურების საფრთხე არ ემუქრება - გამორიცხული არ არის გადაიხედოს მინისტრის მიერ 8 აგვისტოს გამოცემული ბრძანება N03/130, სახელწოდებით “საყდრისის-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“. ეს ბრძანება გულისხმობს 1 ოქტომბრამდე, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენებით საყდრისის არქეოლოგიური ზონის გაუქმებას;
კულტურის მინისტრი უახლოეს პერიოდში შეხვდება: გერმანელ არქეოლოგებს, შემდეგ ოქროს მომპოვებელი კომპანია RMG GOLD-ს წარმომადგენლებს; საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს გადარჩენის საკითხით დაინტერესებულ, საზოგადოებრივად აქტიურ პირებს, მათ შორის ქართველ მეცნიერებს; საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს ირგვლივ სამინისტრო გეგმავს ინფორმაცია ფართო საზოგადოებას მიაწოდოს და შემდეგ, ამავე თემაზე მრგვალი მაგიდა გამართოს;
კულტურის მინისტრი კატეგორიულად უარყოფს ოქროს მომპოვებელი კომპანიის ინტერესების გათვალისწინებით, მასთან განხორციელებულ სატელეფონო ზარებსა და მითითებებს, მთავრობის გარკვეული წევრებისგან;
თუ მოხდება მიწის ბორცვის მოჭრა და სხვა ადგილზე იმ მიზნით გადატანა, რომ მუზეუმი გაკეთდეს, რასაც სახელმწიფოს სთავაზობს ოქროს მომპოვებელი კომპანია RMG GOLD, სამეცნიერო სამუშაოები ვეღარ გაგრძელდება (არადა, გერმანელი და ქართველი მეცნიერებისთვის სწორედ შემდგომი კვლევების გაგრძელებაა უმნიშვნელოვანესი!);
გამორიცხული არ არის მოხდეს საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფის მიერ შეთავაზებული წინადადებების გათვალისწინება, რომელთა შორის ერთ-ერთი წინადადება ასეთი გახლავთ - კულტურის სამინისტრომ, შესაბამისი პროფილის სამინისტროსთან და ზოგადად მთავრობასთან მოთათბირების შემდეგ, ოქროს მომპოვებელ კომპანია RMG GOLD-ს საყდრისის ნაცვლად შესთავაზოს იმავე ფართობის სხვა ადგილი, საიდანაც ოქროს მოპოვებას შეძლებენ. ამით, არც სახელმწიფო დაზარალდება, არც უძველესი ოქროს მაღარო განადგურდება და არც ზემოხსენებული ოქროს მომპოვებელი კომპანია დარჩება უკმაყოფილო;
გამორიცხული არ არის, რომ საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს ირგლივ შეიქმნას კიდევ ერთი კომისია, რომელიც დადებს საბოლოო დასკვნას ძეგლის ირგვლივ და რომელშიც სპეციალისტებთან ერთად საზოგადოების წარმომადგენლებიც იმუშავებენ; არც ისაა გამორიცხული, რომ უახლოეს პერიოდში, სპეციალურად საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს გადასარჩენად ევროპიდან მეცნიერები ჩამოვიდნენ.
მომავალი კვირის დასაწყისში კულტურის მინისტრი კვლავ შეგვხვდება იმ ადამიანებს, რომლებიც მასთან 19 აგვისტოს ვიყავით მისული, როგორც საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები.
