ავტორი სოსო ხოფერია
18:00 06.10.2013
ზუგდიდელი გურამ თირქია ყოფილი ხელისუფლების მიერ წართმეული მიწის ნაკვეთის დაბრუნებას ითხოვს. 2009 წელს თირქიას 19 ჰექტარი მიწის ფართობი იძულებით ჩამოართვეს და პირობითი სასჯელიც შეუფარდეს.
დაზარალებულმა დახმარებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციას ,,ქალები მშვიდობისთვის” ხელმძღვანელს ლალი ანთიას რამდენიმე დღის წინ მიმართა. გურამ თირქიას განმარტებით ზუგდიდის რაიონის სოფელ ანაკლიაში მიწის ნაკვეთი კანონის სრული დაცვით შეიძინა და განკარგავდა, თუმცა 2009 წელს სასამართლოს გადაწყვეტილებით მას დაუმტკიცდა, რომ ნაკვეთი უკანონოდ, თაღლითური გზით ჰქონდა მითვისებული. თირქიას პირობითი სასჯელი და 5 000 ლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრა.
დაზარალებულის განმარტებით, სასამართლო პროცესამდე ცოტა ხნით ადრე, ოჯახის წევრებთან ერთად პროკურატურაში დაიბარეს და საკუთარი მიწის ფართობის ჩუქების გზით სახელმწიფოსთვის გადაცემა მოსთხოვეს, უარის შემდეგ კი სახელმწიფო ქონების უკანონოდ მითვისების ბრალდებით გაასამართლეს. თირქიების ოჯახზე ზეწოლას პროკურორი გია ბერიშვილი ახორციელებდა. მოქალაქეს პროკურატურაში დახმარების მოთხოვნით საჩივარი იმიტომ არ შეაქვს, რომ გია ბერიშვილი დღემდე თანამდებობას ინარჩუნებს.
ორგანიზაცია ,,ქალები მშვიდობისთვის” ხელმძღვანელი ლალი ანთია, მოითხოვს აღნიშნული საკითხით მთავარი პროკურატურა დაინტერესდეს და სამსახური დაუყოყნებლივ დატოვოს გია ბერიშვილმა, ხოლო გურამ თირქიას დაუბრუნდეს წართმეული მიწის ნაკვეთი.
გაუზიარე ეს სტატია შენს მეგობრებს და გაიგე რას ფიქრობენ ისინი ამ საკითხზე