16:00 27.02.2012
სიღნაღის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლემ მე-3 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა. ამის შესახებ "კახეთის საინფორმაციო ცენტრი" იუწყება. როგორც ცენტრს თვითმხილველებმა აცნობეს, ბავშვებს შელაპარაკება მაღაზიაში მოუვიდათ, მაღაზიიდან გასვლის შემდეგ კი 11 წლის მოზარდმა მასზე ერთი წლით უმცროსს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
