ავტორი პაატა ლაგვილავა
17:06 02.03.2012
სენაკის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის, რევაზ ხულორდავას სასამართლო პროცესზე, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი თეა წულუკიანი მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა.
წულუკიანმა მოსამართლე დავით კეკენაძეს, სასამართლო პროცესზე სიტყვებით: - „თქვენ გეშინიათ“ - მიმართა, სახელმწიფო ბრალმდებელ ვლადიმერ ქორთუას კი “ახალაიას (სამხარეო პროკურორი როლანდ ახალაია-ავტ.) ფეხის ტილო“უწოდა.
ამ განცხადების შემდეგ, წულუკიანი სასამართლო დარბაზიდან გააძევეს.
პროტესტის ნიშნად დარბაზი მასთან ერთად „თავისუფალი დემოკრატების“ სხვა წევრებმა და სენაკელმა ოპოზიციონერებმა დატოვეს.
წულუკიანის რეპლიკები მოსამართლის გადაწყვეტილებას მოჰყვა, როცა მან დაცვის შუამდგომლობა პროკურორ ქორთუას აცილების თაობაზე არ დააკმაყოფილა.
ადვოკატი, გიორგი სამუშია პროკურორის აცილებას იმ მოტივით ითხოვდა, რომ მან წინა სასამართლოზე მოწმე რობერტ შალამბერიძეს პოლიტიკური მრწამსის შესახებ დაუსვა კითხვა, რისი უფლებაც, სამუშიას თქმით, პროკურორს არ ქონდა.
სასამართლომ, დღეს დაცვის მხარის მოწმეები, ბრალდებულის მეუღლე, დედა, დისშვილი და მეზობელი დაკითხა. მოწმეები ამბობენ, რომ სენაკელი დავით მგალობლიშვილის დაჭრის დროს, რევაზ ხულორდავა დედისეულ სახლში, რობერტ შალამბერიძესთან ერთად იმყოფებოდა. გამოძიება განსასჯელს სწორედ, მგალობლიშვილის მკვლელობის მცდელობას ედავება.
ხულორდავას მეუღლის დაკითხვიდან გაირკვა, რომ ის არა დედის, არამედ საკუთარ სახლში, სოფელ მენჯში დააკავეს. გამოძიების მასალების მიხედვით კი, ხულორდავა დედის სახლში, სენაკში, ელიავას ქუჩაზე დააკავეს.
ახლადაღმოჩენილი გარემოებიდან გამომდინარე, ადვოკატმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და საქმის გამომძიებლის, ირაკლი შამათავას, ასევე პოლიციელების რამაზ გვილიას და გიორგი ნანავს დაკითხვა მოითხოვა. სამუშიას განცხადებით, პოლიციელებმა დანაშაული ჩაიდინეს და ფაქტობრივი გარემოებები დაამახინჯეს, მაგრამ მოსამართლემ არც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რაც იმით დაასაბუთა, რომ ამ გარემოებას საქმესთან პირდაპირი შეხება არ ქონდა. დღევანდელის მსგავსად არცერთი შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილა სასამართლომ ხულორდავას დაცვის მხარეს, წინა სასამართლო პროცესებზე.
დღევანდელ პროცესამდე ხულორდავას პროცესს რომან ხორავა უძღვებოდა, რომლის აცილებასაც დაცვის მხარე წინა სხდომებზე უშედეგოდ ითხოვდა.
დღეს, საქმე ახალმა მოსამართლემ დავით კეკენაძემ ჩაიბარა. მოსამართლეს ამაზე განმარტება არ გაუკეთებია.
თეა წულუკიანი საქმეში დავით კეკენაძის ჩართვას უარყოფითად აფასებს:
-„ის არის შევარნაძის რეჟიმის გადმონაშთი, რომელმაც არ იცის რა არის სიმართლე და სამართალი,“ - ამბობს წულუკიანი და ხულორდავას პოლიტიკურ დევნილად მიიჩნევს.
სენაკის საკრებულოს ოპოზიციონერ წევრს, რევაზ ხულორდავას ბრალდების მხარე, სენაკის მკვიდრ დავით მგალობლიშვილის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს. დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ ხულორდავას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიტიკური ნიშნით ხორციელდება.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ხულორდავას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ხულორდავას საქმეზე ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში შემდეგი მოსმენა 14 და 15 მარტს გაიმართება. სასამართლო დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვას გააგრძელებს.
tspress.ge
ამ კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
19:24 22.05.2012 "ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონ...
-
ავტორი მირიან ბოქოლიშვილი 11:51 08-10-2010 „გამა სონეტი იგალობეს კახპა ქალებმა, ვიყავი ისეთი სასურველი, გამომყვა თბილი სუნთქვა საწოლიდან, შე...
-
“თავს ვგრძნობ ინდიანა ჯონსად, რომელიც რაღაც ახალს აღმოაჩენს”, - მიხეილ სააკაშვილის ამ სიტყვებმა მთელ რიგ საკითხებში სიცხადე შეიტანა. თორემ ზ...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 19:00 24.11.2013 საყდრისის უძველეს ოქროს მაღაროსთან მიმართებაში განვითარებული მოვლენების გამო პრემიერ-მინისტრმა კულ...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 22:34 27.09.2011 პარლამენტის სხდომათა დარბაზში, უმრავლესობის ერთი დეპუტატის, აკაკი ბობოხიძის მხრიდან მეორის, უმცირეს...
-
15:15 13.01.2012 ჯერ კიდევ ძველად ადამიანებს სჯეროდათ ქვების სასწაულოქმედებისა და მათი მაგიური ძალის, ამიტომ მათ არა მარტო სამკაულების სახი...
-
20:00 23.01.2015 საზოგადოება „თბილისელის" თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი facebook-ის პირად გვერდზე აზიარებს ვიდეოს, სადაც ამერიკელი ...
-
02:06 10.12.2011 ლალი მოროშკინამ ტელეკომპანია ”კავკასიის” პირდაპირ ეთერში, დავით აქუბარდიას გადაცემაში განაცხადა, რომ ტელეკომპანია ”იმედში”...
-
ავტორი ნანა ფაჟავა, ხობი 15:00 27.04.2012 ხობის პოლიციის მიერ ოპოზიციის აქტივისტების მიმართ ზეწოლის მოხდენის განსაკუთრებული მეთოდების შესახ...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 20:00 24.10.2011 ოზია - ქრისტეს შობამდე მეშვიდე საუკუნის იუდეველთა მეფე იყო. ისტორიულ წყაროებში ოზია მიწა-წყლის მი...
ყველა დროის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
01:10 02.06.2011 სომხურმა ვებგვერდმა მიხეილ სააკაშვილი გამოჩენილ სომეხთა სიაში შეიყვანა. სია, რომელშიც მსოფლიოს მრავალი გამოჩენილი ადამიან...
-
20:39 11.11.2013 10 ნოემბერს, ღამის თერთმეტის ნახევარზე ყოფილი რესპუბლიკოს მოედანზე თბილისელი ახალგაზრდების საპროტესტო აქცია გაიმართა. ...
-
ავტორი ირაკლი სვანიძე 16:20 09.07.2012 ეს ისეთი დამღაა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოიცილებს! გასულ კვირას, სტუდია GNS-ის მიერ მომზადე...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 23:53 23.12.2010 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიო...
-
გაზიარება IT სპეციალისტები დღემდე კამათობენ, თუ როგორ იშიფრება აბრიავიატურა RSS. IT სფეროში გავრცელებული აზრით, RSS (Really Simple Syndicati...
-
19:48 14.07.2012 გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი და მომღერალი გიორგი ფოჩხუა ზღვაში დაიხრჩო. შემთხვევა დაახლოებით, 2 საათის წინ ანაკ...
-
21:38 10.10.2010 თეა თუთბერიძის სკანდალურ ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი "ასავალ დასავალი". საგაზეთო ინტერვიუში თუთბერიძე იმედს ...
ეს საინტერესოა
- დაბმული ბავშვის საიდუმლო [ფოტორეპორტაჟი]
- გაშიშვლებული ქართველი სახეები ნუცა შანშიაშვილის სკანდალურ კლიპში [video]
- შიშველი ველოსიპედისტების აქცია კანადაში [ფოტოგალერეა]
- მშობლებმა ბავშვი სარეცხ მანქანაში "გარეცხეს" [video]
- რვაფეხა ბავშვი
- სირიაში მამაკაცი ცოცხლად დამარხეს [video]
- ნიკოლოზ ლაგვილავა: სიმღერით – რისკიდან შამპანურამდე
- ნუმეროლოგია: ზოგადი მიმოხილვა დაბადების დღის რიცხვის მიხედვით
- შემოქმედება გულის არევით [ფოტო]
- ქართული ფილმები
- პენისის ხელოვნება – ამერიკელი მხატვარი შედევრებს ქმნის
- რომელია თქვენი ქვა, დაბადების თვეების მიხედვით!
- რა კავშირშია ადამიანის ბედისწერა და დაბადების დღის რიცხვი?
- გვიყვარს და ვზასაობთ? [video]
ვიდეო
- 17:34 17-06-2010 – მეცნიერები ოზი ოსბორნის გენეტიკურ კოდს იკვლევენ [video]
- 22:42 06.06.2010 – ოზი ოსბორნის ცვილის ფიგურამ ყვირილი დაიწყო [video]
- 22:42 06.06.2010 – ბედნიერი პრეზიდენტი და დაქცეული აბაშა [video]
- 23:56 01.05.2010 – კვირაცხოვლობის სახელობის ტაძრის მძარცველი დაკავებულია [video]
„დაშინებული“ მოსამართლე და „ახალაიას ფეხის ტილო“ პროკურორი[Video]
რედაქტორის რჩევით
-
ავტორი მირიან ბოქოლიშვილი 11:51 08-10-2010 „გამა სონეტი იგალობეს კახპა ქალებმა, ვიყავი ისეთი სასურველი, გამომყვა თბილი სუნთქვა საწოლიდან, შე...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 19:26 06.09.2013 წიწამურთან ილიას იავარქმნილი ძეგლის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია მიმდინარე წლის ნოემბრიდან დაიწყება....
-
19:24 22.05.2012 "ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონ...
-
გაზიარება [ილია ჩაჩიბაია] 2009 წლის 22 სექტემბერს რეგიონალური ტელეკომპანია "თრიალეთის" საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია უშანგი იგ...
-
14:15 01.03.2019 საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში ალექსი ბარბაქაძემ თანამდებობა დატოვა. მედ...
-
ავტორი შოთა ხინჩაგაშვილი 15:26 26.07.2011 ნიუ იორკში მწყერი ხეზე შეჯდა – პირველმა გეი წყვილმა დაამტკიცა, რომ შეუძლიათ სთრეითებივით მოიქცნენ...
-
ავტორი ირაკლი სვანიძე 16:20 09.07.2012 ეს ისეთი დამღაა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოიცილებს! გასულ კვირას, სტუდია GNS-ის მიერ მომზადე...
-
palitratv.ge 23:43 04.09.2013 გაფრთხილებთ, კადრები მძიმე სანახავია! ჯონი ბაკარაძე 18 წლის წინ, 22 წლის ასაკში გარდაიცვალა. მამის გადა...
-
“თავს ვგრძნობ ინდიანა ჯონსად, რომელიც რაღაც ახალს აღმოაჩენს”, - მიხეილ სააკაშვილის ამ სიტყვებმა მთელ რიგ საკითხებში სიცხადე შეიტანა. თორემ ზ...
-
ავტორი გიორგი მანასიანმა 17:06 13.01.2012 1, 7, 13, 19, 24 რიცხვში დაბადებული ადამიანები უზრუნველყოფილები არიან და სიმდიდრეში ცხოვრობენ. ეს...