14:06 24.02.2012
კიკვიძის ბაღში პოლიციის თანამშრომლებმა ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი კიკვიძის ბაღიდან იუწყება, ლაშა ჩხარტიშვილი მშენებარე პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ ორმოში იყო ჩასული, არ აძლევდა ტექნიკას და მუშებს სამუშაოს გაგრძელების საშუალებას და ორმოდან არ ამოდიოდა. პოლიციის თანამშრომლებმა ის ორმოდან ამოიყვანეს, საპატრულო პოლიციის მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს.
ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი მცხოვრებლები და გარემოს დამცველი სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები. ისინი აპროტესტებენ ლაშა ჩხარტიშვილის დაკავებისა და კიკვიძის ბაღში პოლიციის შენობის მშენებლობის ფაქტს.
ამ დროისთვის კიკვიძის ბაღში, სადაც პოლიციის შენობისთვის ხეები გაიჩეხა, სამშენებლო სამუშაოები გრძელდება.
"ინტერპრესნიუსი"
