ავტორი თეონა ისაშვილი
17:06 08.02.2012
ქართველი ოლიმპიური ჩემპიონ ირაკლი ცირეკიძეს დოპინგის გამოყენების გამო ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 3 თვიანი დისკვალიფიკაცია მიანიჭა, რომელიც 19 თებერვლიდან 19 აპრილამდეა განსაზღვრული.როგორც ირკვევა, ქართველ სპორტსმენს დოპინგი 2011 წლის დეკემბერში ტოკიოში გამართული გრანდ სლემის ტურნირის შემდეგ აღმოუჩინეს. საბოლოო გადაწყვეტილება კი, შემოწმებიდან 2 თვეში გახდა ცნობილი.
დისკვალიფიკაციის გარდა, ცირეკიძეს ტოკიოს გრანდ სლემზე მოგებული ბრინჯაოს მედალი და ოლიმპიური თამაშებისთვის საჭირო 120 სარეიტინგო ქულაც ჩამოერთვა.
