14:41 27.01.2012
წინააღმდეგობის მოძრაობა და მედია–კავშირი „ობიექტივი“ 2012 წლის 28 იანვარს 13:00 საათზე აწყობს საზოგადოებასთან შეხვედრას, სახელწოდებით –„გავიცნოთ ერთმანეთი“. „შეხვედრა ითვალისწინებს იმ ადამიანების მობილიზაციას, ვისაც გული შესტკივა საპატიმროებში არსებულ კანონდარღვევებზე. კერძოდ: მსჯავრდებულთა ცემაზე, წამებასა და მათ მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე. ერთად დავგეგმოთ ღონისძიებები საპატიმროებში არსებულ კანონდარღვევებთან დაკავშირებით. აუცილებელია საზოგადოების აქტივობა რათა კანონის ფარგლებში ზეწოლა მოვახდინოთ ხელისუფლებაზე“ – აცხადებენ ორგანიზატორები.
მონაწილეები იმავე დღეს, 15:00 საათზე შეუერთდებიან წინააღმდეგობის მოძრაობის მიერ დაგეგმილ აქციას რუსთაველის ძეგლთან და პროტესტით შეხვდებიან სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან 6 წლისთავს.
მისამართი: ძმები კაკაბაძეების ქ. N 2; კინოს სახლი, მე 2–ე სართული. (მეტრო რუსთაველთან).
