ავტორი ნინო მიქიაშვილი | "ობიექტივი"
19:47 16.01.2012
მესტიის ცენტრში, ახლახანს დამონტაჟებული თამარ მეფის ძეგლის აღების მოთხოვნით, ავლაბარში, მიხეილ სააკაშვილის რეზიდენციასთან დაანონსებულ აქციაზე სულ სამი ადამიანი მივიდა. მათგან ერთი ამ აქციის მოთავე, კლარა შუკვანი იყო. აქციას სააკაშვილის რეზიდენციის კანცელარიიდან გამოსული მეოთხე ადამიანიც შეურთდა - შუახნის მამაკაცი, რომელიც თავისი პრობლემის გამო ზესტაფონიდან ჩამოვიდა, სააკაშვილთან განცხადების შესატანად. ვიდეოკამერა, რომ დაინახა იქაურობას გაეცალა.
კლარა შუკვანმა ხელში მეგაფონი დაიჭირა და კიდევ ერთხელ გაიმეორა დაახლოებით ის, რაც 13 იანვარს ჩემთვის მოცემულ ინტერვიუში თქვა - ძეგლი ღამით, ქურდულად დადგეს; სვანეთში ხალხს სჯერა, რომ ამ სიმახინჯის მესტიაში დადგმის თაობაზე სააკაშვილმა არაფერი იცის, თორემ ამას არ დაუშვებდაო. შუკვანს ხელში ძეგლის გადიდებული ფოტოები ეჭირა და მოითხოვდა მოაშორეთ ეს სიმახინჯე სვანეთსო.
სანამ კლარა შუკვანი მეგაფონით საუბარს დაიწყებდა, მასთან დაცვის თანამშრომელი მივიდა, რაციით ხელში და დაინტერესდა ვინ იყო მეგაფონიანი ქალბატონი და რას ითხოვდა. პასუხის მიღების შემდეგ დაცვის თანამშრომელმა რეზიდენციის შესასვლელთან გადაინაცვლა. აქციის სამი მონაწილიდან ერთი სვანეთში მცხოვრები ინგლისელი იყო, რომელიც სვანებს რამდენიმე წელია ინგლისურ ენას ასწავლის. იგი ქართულად მშვენივრად საუბრობდა; ხელში ფოტოაპარატი ეჭირა და სურათებს იღებდა.
აქციის გასაშუქებლად ხუთი ჟურნალისტი ვიყავით მისული და ერთმანეთს იმას ვეკითხებოდით, ღირდა თუ არა ამ ქვეყანაში ცხოვრება და ამ კონკრეტულ შემთხვევაში აქციის შესახებ მასალის მომზადება. ჩემი მკითხველის წინაშე თავი ვალდებულად ჩავთვალე დამეწერა ის, რაც ვნახე; ანუ ის, რაც ამ აბზაცის ზემოთ წაიკითხეთ. მეტი დასაწერი არც არაფერი იყო.
ახლა რაც შეეხება მკითხველისთვის დაპირებულ ოფიციალურ ინფორმაციას, იმ ძეგლთან დაკავშირებით, რომელიც მესტიის ცენტრში დაიდგა. 13 იანვარს მომზადებულ მასალაში სათაურით - “აღშფოთებული სვანები ორშაბათს სააკაშვილის რეზიდენციასთან იკრიბებიან“, აღნიშნული იყო კულტურის სამინისტროს დაპირების შესახებ, რომ ძეგლთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხს ორშაბათს მივიღებდით. ასეც მოხდა.
უცვლელად გთავაზობთ ჩემს მიერ გაგზავნილ კითხვებზე კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოდან მოსულ პასუხებს:
რა ჰქვია მესტიის ცენტრში დადგმულ ძეგლს და რას იტყვით მის შინაარსზე?
-თამარ მეფე.
ვინ არის ძეგლის ავტორი?
-ძეგლის ავტორი არის ვაჟა მელიქიშვილი, ხოლო ასლის ავტორი პაატა გიგაური, ჯგუფთან ერთად.
რა მასალის გამოყენებით და რომელ წელს შეიქმნა ეს ძეგლი?
-ბრინჯაო, შეიქმნა 2011 წელს.
როდის დაამონტაჟეს ზემოხსენებული ძეგლი მესტიის ცენტრში?
-2011 წლის 28 დეკემბერს.
სად იდგა, სანამ მესტიის ცენტრში დადგამდნენ?
-არსად.
ადასტურებთ თუ არა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ძეგლი ადიგენში იყო ჩატანილი, მაგრამ მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო იქ ვერ დაამონტაჟეს?
-ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.
რა ნიშნით შეირჩა ეს ძეგლი? კონკურსი იყო გამოცხადებული, თუ რაიმე სხვა ღონისძიების შედეგად გადაწყდა მისი მესტიაში დამონტაჟება?
-სამინისტროში წარმოდგენილი იქნა პროექტი, რომლის მოწონების შემდეგაც გადაწყდა მისი დაფინანსება. ძეგლის განთავსებაზე გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, რისთვისაც შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმდა ავტორთა ჯგუფთან.
ამ კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
20:49 25.06.2011 გვიყვარს და ვზასაობთ? ყველანი ვიკრიბებით და ვაპროტესტებთ პარკებში კოცნის თვითნებურად აკრძალვას...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 16:47 17.05.2012 თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ო...
-
22:26 02.08.2011 ჟურნალ "ღია ბოქლომის" რედაქცია სოლიდარობას უცხადებს კახეთის საინფორმაციო ცენტრს და მოითხოვს დაისაჯონ ჟურნალისტი...
-
თვლით თუ არა, რომ ელისო ჯანაშია არის თაღლითი, მატყუარა, და ჟურნალისტიკის სირცხვილი? კი 57% არა 33% თავს ვიკავებ 10% 157 votes total
-
15:26 05.08.2011 რადიო "ეხო მასკვის" ვებგვერდზე მიმდინარეობს გამოკითხვა - ეთანხმებით თუ არა რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევი...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 20:28 23.09.2011 ევროპის საბჭოს ოფისში “თავისუფალმა დემოკრატებმა“ 1 000–ზე მეტი ადამიანის ხელმოწერა წარადგინეს – ხელ...
-
14:00 01.12.2011 მედია-კავშირი "ობიექტივი" ტელეკომპანია "მაესტროში" განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალურ გან...
-
ავტორი მანანა ნოზაძე 13:06 05.10.2012 ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ხვამლის მთის საიდუმლოების ამოხსნასა და ამ მისტერიულ მთ...
-
გასულ კვირას "რუსთავი-2"-ში მიშას საქებარი მორიგი პროპაგანდისტული სიუჟეტი გავიდა. ამჯერად იგი ეძღვნებოდა ქსენია სოკოლოვას რუსულ &q...
-
19:00 20.06.2011 თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მისაღები გამოცდების შემოქმედებითი ტური ამ წუთებში ზუგდიდის შალვა დადიანის სახელ...
ყველა დროის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
01:10 02.06.2011 სომხურმა ვებგვერდმა მიხეილ სააკაშვილი გამოჩენილ სომეხთა სიაში შეიყვანა. სია, რომელშიც მსოფლიოს მრავალი გამოჩენილი ადამიან...
-
20:39 11.11.2013 10 ნოემბერს, ღამის თერთმეტის ნახევარზე ყოფილი რესპუბლიკოს მოედანზე თბილისელი ახალგაზრდების საპროტესტო აქცია გაიმართა. ...
-
ავტორი ირაკლი სვანიძე 16:20 09.07.2012 ეს ისეთი დამღაა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოიცილებს! გასულ კვირას, სტუდია GNS-ის მიერ მომზადე...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 23:53 23.12.2010 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიო...
-
გაზიარება IT სპეციალისტები დღემდე კამათობენ, თუ როგორ იშიფრება აბრიავიატურა RSS. IT სფეროში გავრცელებული აზრით, RSS (Really Simple Syndicati...
-
19:48 14.07.2012 გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი და მომღერალი გიორგი ფოჩხუა ზღვაში დაიხრჩო. შემთხვევა დაახლოებით, 2 საათის წინ ანაკ...
-
21:38 10.10.2010 თეა თუთბერიძის სკანდალურ ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი "ასავალ დასავალი". საგაზეთო ინტერვიუში თუთბერიძე იმედს ...
ეს საინტერესოა
- დაბმული ბავშვის საიდუმლო [ფოტორეპორტაჟი]
- გაშიშვლებული ქართველი სახეები ნუცა შანშიაშვილის სკანდალურ კლიპში [video]
- შიშველი ველოსიპედისტების აქცია კანადაში [ფოტოგალერეა]
- მშობლებმა ბავშვი სარეცხ მანქანაში "გარეცხეს" [video]
- რვაფეხა ბავშვი
- სირიაში მამაკაცი ცოცხლად დამარხეს [video]
- ნიკოლოზ ლაგვილავა: სიმღერით – რისკიდან შამპანურამდე
- ნუმეროლოგია: ზოგადი მიმოხილვა დაბადების დღის რიცხვის მიხედვით
- შემოქმედება გულის არევით [ფოტო]
- ქართული ფილმები
- პენისის ხელოვნება – ამერიკელი მხატვარი შედევრებს ქმნის
- რომელია თქვენი ქვა, დაბადების თვეების მიხედვით!
- რა კავშირშია ადამიანის ბედისწერა და დაბადების დღის რიცხვი?
- გვიყვარს და ვზასაობთ? [video]
ვიდეო
- 17:34 17-06-2010 – მეცნიერები ოზი ოსბორნის გენეტიკურ კოდს იკვლევენ [video]
- 22:42 06.06.2010 – ოზი ოსბორნის ცვილის ფიგურამ ყვირილი დაიწყო [video]
- 22:42 06.06.2010 – ბედნიერი პრეზიდენტი და დაქცეული აბაშა [video]
- 23:56 01.05.2010 – კვირაცხოვლობის სახელობის ტაძრის მძარცველი დაკავებულია [video]
სააკაშვილის რეზიდენციასთან ერთი აღშფოთებული სვანი მივიდა
| თამარ მეფის "ძეგლი" მესტიაში |
რუბრიკიდან: ეს სააკაშვილის საქართველოა
რედაქტორის რჩევით
-
14:00 05.02.2020 „ენდიაის“ კვლევა პოლიტიკური კორუფციის მაგალითია, პოლიტიკური კორუფცია კი დანაშაულია და დასჯადია, – ამის შესახებ „პატრიოტთ...
-
15:00 10.12.2019 მე უფრო სწრაფი ადამიანი ვარ. ვფიქრობდი, „ჰოპ, ჰოპ“ და მოვილაპარაკებთ, მაგრამ ასე არ მოხდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზი...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 18:58 18.04.2020 „ვიყავით დაახლოებით ათასამდე. ამ რაოდენობაში ვთვლი: სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს, ...
-
როცა რეზონანსული სახელმწიფო ტელევიზიები რიგ შემთხვევებში დუმილს ამჯობინებდნენ, ერთ-ერთმა ოპოზიციურმა არხმა, რა თქმა უნდა, თბილისის მასშტაბებ...
-
20:49 25.06.2011 გვიყვარს და ვზასაობთ? ყველანი ვიკრიბებით და ვაპროტესტებთ პარკებში კოცნის თვითნებურად აკრძალვას...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 23:53 23.12.2010 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიო...
-
23:55 21.02.2019 მძღოლებს ავტომანქანის უფასოდ პარკირება დღეში 4-ჯერ, 15-15 წუთით შეეძლებათ. პარკირებაზე გადასახადის ...
-
20:15 28.03.2015 ყოფილი დეპუტატის გურამ (ცაცა) შელიას განცხადება: „მახსოვს ზუგდიდის „ოდიში" თბილისში ეთამაშა „დინამოს", თამაშ...
-
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2 ოქტომბერს ზუგდიდის თეატრს უმასპინძლებს დასაწყისი: 12:00 სთ, კვირა, 2 ოქტომბერი. ადგილი: კოტე მა...
-
იმიტირებული ქრონიკის შემდეგ გარდაიცვალა ქალბატონი, რომლის შვილიც ქართულ ჯარში მსახურობდა. ამის შესახებ "იმედთან" დეპუტატმა დიმიტრი...