02:06 10.12.2011
ლალი მოროშკინამ ტელეკომპანია ”კავკასიის” პირდაპირ ეთერში, დავით აქუბარდიას გადაცემაში განაცხადა, რომ ტელეკომპანია ”იმედში” ნანუკა ჟორჟოლიანის საახალწლო გადაცემის ჩაწერის დროს ”პრაიმ ტაიმის” რედაქტორ თაკო ფხაკაძესთან კონფლიქტი მოუვიდა.მან ბოდიში მოუხადა "კავკასიის" მაყურებლებს და საზოგადოებას, მიმართა სამართალდამცავებს და განაცხადა, რომ სცემა თაკო ფხაკაძე. მისივე თქმით, ხელზე სისხლის კვალიც კი აქვს.
მოროშკინამ გამოთქვა ვარაუდი, რომ ეს ამბავი სასამართლოში სერიოზული გარჩევით დამთავრდება.
თაკო ფხაკაძესთან და ნანუკა ჟორჟოლიანთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება. დაუდასტურებელი ინფორმაციით, თაკო ფხაკაძის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მას სერიოზული დაზიანებები აქვს.
