05:50 12.12.2011
დღევანდელ ნომერში "საქინფორმის" მთავარი რედაქტორის არნო ხიდირბეგიშვილის სენსაციურ ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი "ასავალ-დასავალი". გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:"თუკი "ჟამი დაჰკრავს" - ცნობილი გახდება, რომ აშშ ირან-ისრაელს შორის გაჩაღებულ კონფლიქტში ჩარევისთვის ემზადება და უახლოესი საფრენი სივრციდან არჩევანი საქართველოზე შეაჩერა - რუსეთი სასწრაფოდ შემოიყვანს აქ ჯარებს ორი მიმართულებიდან - აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან.
გარშემო მიმოიხედეთ – თქვენ დაინახავთ, რომ თავისუფლებაზე, სიკეთესა და სიყვარულზე ყველაზე მეტ სიტყვებს სწორედ ისინი წარმოთქვამენ, ვისაც სრულიად სხვა მიზნები აქვს. დიახ, ისინი ლამაზად გვიმღერიან სხვის სიმღერებს, ლექსებს გვიკითხავენ და მეგობრობას გვეფიცებიან, მაგრამ გაივლის ხანი და ვიგებთ, რომ მათ არასოდეს ვყვარებივართ და... გვღალატობდნენ! იმიტომ, რომ ამ გარეგნულად კეთილი ურჩხულებისთვის, რომლებიც დადებით იმიჯს იქმნიან, უცხოა გულწრფელობა და ელემენტარული წესიერება, რომ აღარაფერი ვთქვათ სიყვარულზე, რომლის გულისთვისაც იესო ჯვარს ეცვა: მათი მთავარი მიზანი – ჩვენი მოტყუებაა, რათა მერე დაგვამცირონ და მონებივით დაგვიმორჩილონ". - ამბობს ხიდირბეგიშვილი.
