ავტორი ნინო მიქიაშვილი | "ობიექტივი"
00:17 14.12.2011
ტელეკომპანია “გურიას“ 100%-იანი მფლობელი რუსეთის მოქალაქე, მარინა ვასილევა გახდა. ეს ამბავი უზენაესი სასამართლოდან მიღებული, 2011 წლის 5 დეკემბრის რიცხვით დათარიღებული გადაწყვეტილებით გახდა ცნობილი, რომელიც ვასილევას მოწინააღმდეგე მხარის, მერაბ და ხათუნა სიორიძეების წარმომადგენლებს 9 დეკემბერს ჩაბარდა. ამ სიახლის ირგვლივ “ობიექტივს“ ადვოკატმა თედო კობახიძემ აცნობა, რომელიც სიორიძის დაცვის საქმეში 2011 წლის 2 დეკემბრიდან ჩაერთო.
კობახიძის განმარტებით, 5 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვეს, რადგან ხათუნა სიორიძეს არ ჰქონდა ჩაბარებული შეტყობინება იმის შესახებ, რომ საქმე იხილებოდა - „5 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომელიც 8 დეკემბერს ჩაგვბარდა, 9 დეკემბერს გავასაჩივრეთ. უზენაესმა სასამართლომ ჩვენი საჩვარი წარმოებაში იმავე დღეს მიიღო“.
პლუს ამას, კობახიძის თქმით, 10 დეკემბერს მათ ჩაბარდათ უზენაესი სასამართლოს მიერ 9 დეკემბრით დათარიღებული განჩინება, იმის შესახებ, რომ მარინა ვასილევას უფლებამონაცვლედ (მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე) საქმეში ჩაება მალხაზ საბაძე.
თედო კობახიძე ამბობს, რომ ტელეკომპანია “გურიას“ გარშემო 1993 წელს დაწყებული დავა აქტიურ ფაზაში 2010 წელს გადავიდა. ადვოკატის განმარტებით ყველაფერი შემდეგნაირად დაიწყო:
მერაბ სიორიძემ, ტელეკომპანია “გურიას“ დამფუძნებელმა, 1991 წელს მარინა ვასილევასთან ხელშეკრულება დადო, ერთობლივი საქმიანობის შესახებ. დავა კი, რომლის შესახებაც ადვოკატის მონათხრობზე დაყრდნობით გიამბობთ, მისივე განმარტებით არის ორ ფიზიკურ პირს შორის არსებული სამოქალაქო დავა, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით ეხება მხოლოდ ფიზიკურ პირებს შორის დავას - თანხის ანაზღაურებას და ამ თანხის სანაცვლოდ ტელეკომპანიის წილის გადაცემას.
“იმის ფონზე, რაც ამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მოხდა, მაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვივარაუდო, რომ უზენაეს სასამართლოში დოკუმენტების გაყალბების უკან იკვეთება ხელისუფლების ინტერესი, რომელიც მოახლოებული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე ცდილობს რეგიონებში არ დაუშვას დამოუკიდებელი ტელეკომპანიების არსებობა, რომელიც შესაძლოა იყოს განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანების საკუთრებაში. ამ ვარაუდის საფუძველს მაძლევს ბოლო დროს ტელეკომპანია “თრიალეთისა“ და “მაესტროს“ გარშემო განვითარებული მოვლენებიც“, - ამბობს თედო კობახიძე.
ადვოკატის განმარტებით, 1991 წელს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მარინა ვასილევამ ტელეკომპანიის განვითარებისთვის 10 მილიონი რუსული რუბლი ჩადო და გახდა ტელეკომპანიის 50%-იანი მეწილე. 2003 წელს, ე.წ. ვარდების რევოლუციამდე რამდენიმე თვით ადრე ვასილევამ პროკურატურას მიმართა - სიორიძემ ჩემს მიერ ჩარიცხული თანხა თაღლითური გზით მიითვისა და ამით ზიანი მომაყენაო. ვასილევამ სასამართლოში სარჩელიც შეიტანა და მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება - მერაბ სიორიძისთვის 308 756 აშშ დოლარის დაკისრება და ხათუნა და მერაბ სიორიძეებს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება მოითხოვა, მაგრამ საქმის განხილვა შეჩერდა სისხლის სამართლის საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე. საქმე იმაშია, რომ ამ დავის პარალელურად, მერაბ სიორიძემ ტელეკომპანიაში არსებული თავისი 100%-იანი წილი მის შვილს, ხათუნა სიორიძეს აჩუქა.
ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ მარინა ვასილევას სარჩელი სრულად დააკმაყოფილა. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სიორიძეებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. 2006 წლის 24 ივლისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, მერაბ სიორიძის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა - ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
ადვოკატი თედო კობახიძე ამბობს, რომ ზემოხსენებულ პერიოდში მერაბ სიორიძე საქართველოში არ იყო და მან არც იცოდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დანიშნული პროცესის შესახებ - “საქმეში დევს სასამართლოდან გაგზავნილი შეტყობინება, პროცესის დანიშვნის შესახებ, რომელსაც ხელს აწერს მ. სიორიძე, მაგრამ რეალურად ეს არ არის მერაბ სიორიძის ხელმოწერა, რადგან მან საქართველო 2006 წლის 2 ივლისს დატოვა და 2008 წლამდე საქართველოში არ ყოფილა“.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გადაწყვეტილების აღსრულება მოხდა - მარინა ვასილევამ ტელეკომპანია “გურიას“ ასპროცენტიანი წილი აუქციონზე შეიძინა.
მოგვიანებით მერაბ სიორიძემ, თავისი წარმომადგენლის მეშვეობით გაასაჩივრა 2006 წელს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რისი მეშვეობითაც ტელეკომპანია “გურია“ აღმოჩნდა ვასილევას ხელში.
2010 წლის 11 თებერვალს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2006 წელს გამოტანილი გადაწყვეტილება გააუქმა და თავის მხრივ, მერაბ სიორიძის სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანა, რის საპასუხოდაც მარინა ვასილევამ უზენაეს სასამართლოს მიმართა. უზენაესმა სასამართლომ საქმე წარმოებაში 2010 წლის 17 მაისს მიიღო და როგორც თედო კობახიძე ამბობს, 18 თვე თაროზე შემოდებული ჰქონდა, “მაშინ, როდესაც სასამართლოს საქმის განსახილველად 6-თვიანი ვადა აქვს და მაქსიმუმ 2010 წლის 18 ნოემბერს საქმის განხილვა უნდა დასრულებულიყო“.
2011 წლის 30 ნოემბერს უზენაესი სასამართლოდან ვასილევას მოწინააღმდეგე მხარეს სატელეფონო შეტყობინებით აცნობეს, რომ მარინა ვასილევას საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღეს და რომ საქმეს მხარეთა დასწრების გარეშე განიხილავდნენ.
1 დეკემბერს სიორიძეების წარმომადგენელმა უზენაეს სასამართლოს წერილობით აცნობა, რომ მოწინააღმდეგე მხარეებს შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკება, რათა დავა მორიგებით დასრულებილიყო. თედო კობახიძე ამბობს, რომ გამომდინარე აქედან, კანონის მიხედვით, უზენაეს სასამართლოს არ ჰქონდა უფლება საქმე მხარეთა დასწრების გარეშე განეხილა, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ასე მოხდა.
“2 დეკემბერს უზენაესი სასამართლოდან სატელეფონო შეტყობინებით ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ 28 ნოემბრის რიცხვით მიიღეს გადაწყვეტილება, რითაც ვასილევას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2010 წლის 11 თებერვალს, მერაბ სიორიძის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დაუბრუნდა“, - ამბობს თედო კობახიძე, რომელმაც „ობიექტივს“ არაერთი განცხადების ასლი წარუდგინა, რომლითაც იგი უზენაესი სასამართლოსგან ითხოვდა საქმის მასალების გაცნობას და ელექტრონული მასალის, ანუ იმ სატელეფონო შეტყობინების აუდიოჩანაწერის მოწოდებას, რომელიც მისივე განმარტებით, კანონის თანახმად საქმეში უნდა ყოფილიყო.
საინტერესო ისაა, რომ 2 დეკემბერს, საინფორმაციო სააგენტო “პირველის“ ჟურნალისტმა უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დარეკა, სადაც მას განუცხადეს, რომ საქმე უზენაესი სასამართლოდან გასული არ იყო. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვატყუებდნენ, როცა გვეუბნებოდნენ, რომ გადაწყვეტილება 28 ნოემბერს გამოიტანეს და საქმე ხელახლა განსახილველად ქუთაისის სააპელაციოში დააბრუნეს...“, - ამბობს თედო კობახიძე.
როგორც ამ მასალის დასაწყისში აღვნიშნეთ, უზენაესი სასამართლოს 5 დეკემბრით დათარიღებული, მარინა ვასილევას სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილება სიორიძეების მხარეს 8 დეკემბერს ჩაბარდა, რომელიც ახლა გასაჩივრებულია.
ტელეკომპანია „გურიაზე“ მასალის მზადების პროცესში ვცადეთ მარინა ვასილევას წარმომადგენელთან, ნანა აფხაიძესთან მობილური ტელეფონით დაკავშირება, მაგრამ უშედეგოდ - ყოველ ჯერზე ბავშვი გვპასუხობდა და ტელეფონს გვითიშავდა. თუ მარინა ვასილევა, ან მისი წარმომადგენელი მოისურვებს ჩვენთან დაკავშირებას, მზად ვართ ინტერვიუ ჩავწეროთ და მათი პოზიცია მკითხველს ამ ფორმით მივაწოდოთ.
ამ კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
გაზიარება [სიმონ ჯანაშია. 17:18 23-06-2010] განათლების ცნობილი მკვლევარი და თეორეტიკოსი ჯონ დიუი თავის ცნობილ წიგნში "დემოკრატია და გან...
-
20:15 28.03.2015 ყოფილი დეპუტატის გურამ (ცაცა) შელიას განცხადება: „მახსოვს ზუგდიდის „ოდიში" თბილისში ეთამაშა „დინამოს", თამაშ...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 15:20 30.10.2011 კინოს სახლში, “საერთო სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის“ ყრილობაზე ახალი პოლიტიკური გაერთიანება –...
-
22:06 07.11.2011 "ჟურნალისტმა უნდა იცოდეს, რომ დიდ პოლიტიკოსს და მომავალ პრეზიდენტს ბეღურებზე არ უნდა ესაუბრო!" – აცხადებს საქართ...
-
საერთაშორისო ორგანიზაცია ”აირექსმა”, რომლის ზოგიერთ პროგრამას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აფინანსებს, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების...
-
15:00 10.12.2019 მე უფრო სწრაფი ადამიანი ვარ. ვფიქრობდი, „ჰოპ, ჰოპ“ და მოვილაპარაკებთ, მაგრამ ასე არ მოხდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზი...
-
ავტორი მირიან ბოქოლიშვილი 11:51 08-10-2010 „გამა სონეტი იგალობეს კახპა ქალებმა, ვიყავი ისეთი სასურველი, გამომყვა თბილი სუნთქვა საწოლიდან, შე...
-
14:00 05.02.2020 „ენდიაის“ კვლევა პოლიტიკური კორუფციის მაგალითია, პოლიტიკური კორუფცია კი დანაშაულია და დასჯადია, – ამის შესახებ „პატრიოტთ...
-
ქუთაისის ტელეკომპანია „რიონის“ 4 თანამშრომელი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაშავდა, წუხელ მომხდარი ავტოავარიის შედეგად. როგორც Media.Ge-ს კორესპ...
-
14:26 21.06.2011 მას შემდეგ რაც მეგრელებმა ლენინის ძეგლი ისტორიულ სანაგვეზე გაისტუმრეს, ზუგდიდის ცენტრში ეკლესიის მსახურთა ძალისხმევით ...
ყველა დროის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
01:10 02.06.2011 სომხურმა ვებგვერდმა მიხეილ სააკაშვილი გამოჩენილ სომეხთა სიაში შეიყვანა. სია, რომელშიც მსოფლიოს მრავალი გამოჩენილი ადამიან...
-
20:39 11.11.2013 10 ნოემბერს, ღამის თერთმეტის ნახევარზე ყოფილი რესპუბლიკოს მოედანზე თბილისელი ახალგაზრდების საპროტესტო აქცია გაიმართა. ...
-
ავტორი ირაკლი სვანიძე 16:20 09.07.2012 ეს ისეთი დამღაა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოიცილებს! გასულ კვირას, სტუდია GNS-ის მიერ მომზადე...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 23:53 23.12.2010 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიო...
-
გაზიარება IT სპეციალისტები დღემდე კამათობენ, თუ როგორ იშიფრება აბრიავიატურა RSS. IT სფეროში გავრცელებული აზრით, RSS (Really Simple Syndicati...
-
19:48 14.07.2012 გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი და მომღერალი გიორგი ფოჩხუა ზღვაში დაიხრჩო. შემთხვევა დაახლოებით, 2 საათის წინ ანაკ...
-
21:38 10.10.2010 თეა თუთბერიძის სკანდალურ ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი "ასავალ დასავალი". საგაზეთო ინტერვიუში თუთბერიძე იმედს ...
ეს საინტერესოა
- დაბმული ბავშვის საიდუმლო [ფოტორეპორტაჟი]
- გაშიშვლებული ქართველი სახეები ნუცა შანშიაშვილის სკანდალურ კლიპში [video]
- შიშველი ველოსიპედისტების აქცია კანადაში [ფოტოგალერეა]
- მშობლებმა ბავშვი სარეცხ მანქანაში "გარეცხეს" [video]
- რვაფეხა ბავშვი
- სირიაში მამაკაცი ცოცხლად დამარხეს [video]
- ნიკოლოზ ლაგვილავა: სიმღერით – რისკიდან შამპანურამდე
- ნუმეროლოგია: ზოგადი მიმოხილვა დაბადების დღის რიცხვის მიხედვით
- შემოქმედება გულის არევით [ფოტო]
- ქართული ფილმები
- პენისის ხელოვნება – ამერიკელი მხატვარი შედევრებს ქმნის
- რომელია თქვენი ქვა, დაბადების თვეების მიხედვით!
- რა კავშირშია ადამიანის ბედისწერა და დაბადების დღის რიცხვი?
- გვიყვარს და ვზასაობთ? [video]
ვიდეო
- 17:34 17-06-2010 – მეცნიერები ოზი ოსბორნის გენეტიკურ კოდს იკვლევენ [video]
- 22:42 06.06.2010 – ოზი ოსბორნის ცვილის ფიგურამ ყვირილი დაიწყო [video]
- 22:42 06.06.2010 – ბედნიერი პრეზიდენტი და დაქცეული აბაშა [video]
- 23:56 01.05.2010 – კვირაცხოვლობის სახელობის ტაძრის მძარცველი დაკავებულია [video]
ტელეკომპანია „გურიას“ 100%-იანი მფლობელი რუსეთის მოქალაქე გახდა
რუბრიკიდან: მედია
რედაქტორის რჩევით
-
15:00 10.12.2019 მე უფრო სწრაფი ადამიანი ვარ. ვფიქრობდი, „ჰოპ, ჰოპ“ და მოვილაპარაკებთ, მაგრამ ასე არ მოხდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზი...
-
ავტორი მირიან ბოქოლიშვილი 11:51 08-10-2010 „გამა სონეტი იგალობეს კახპა ქალებმა, ვიყავი ისეთი სასურველი, გამომყვა თბილი სუნთქვა საწოლიდან, შე...
-
14:00 05.02.2020 „ენდიაის“ კვლევა პოლიტიკური კორუფციის მაგალითია, პოლიტიკური კორუფცია კი დანაშაულია და დასჯადია, – ამის შესახებ „პატრიოტთ...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 15:20 30.10.2011 კინოს სახლში, “საერთო სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის“ ყრილობაზე ახალი პოლიტიკური გაერთიანება –...
-
გაზიარება [სიმონ ჯანაშია. 17:18 23-06-2010] განათლების ცნობილი მკვლევარი და თეორეტიკოსი ჯონ დიუი თავის ცნობილ წიგნში "დემოკრატია და გან...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 18:58 18.04.2020 „ვიყავით დაახლოებით ათასამდე. ამ რაოდენობაში ვთვლი: სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს, ...
-
17:11 13.10.2014 საქმე # N1006805. ფრაგმენტი პროკურორის დასკვნითი სიტყვიდან:“ფაქტია, რომ დავით ახალაია, გიორგი მაზმიშვილი, ლევან ქარდავა,...
-
20:15 28.03.2015 ყოფილი დეპუტატის გურამ (ცაცა) შელიას განცხადება: „მახსოვს ზუგდიდის „ოდიში" თბილისში ეთამაშა „დინამოს", თამაშ...
-
საერთაშორისო ორგანიზაცია ”აირექსმა”, რომლის ზოგიერთ პროგრამას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აფინანსებს, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების...
-
09:25 14.12.2010 პროექტ "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად"-ს ფარგლებში სამეგრელოში ჩამოყვანილი კიდევ ერთი პედაგოგი სკანდალ...