ავტორი ნინო მიქიაშვილი | "ობიექტივი"
17:06 30.12.2011
მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა N18 სამკურნალო დაწესებულებაში პატიმრების ცემა-წამებით “მკურნალობა“ გრძელდება - კახაბერ ბარათაშვილისა და ნიკოლოზ მირზაშვილის წამების გახმაურებული საქმეების შემდეგ, დაუსჯელობით გათამამებული N18 სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლები: გიორგი ავსაჯანიშვილი, ზურაბ ბულბულაშვილი და ალექსანდრე თოლორდავა ახლა მსჯავრდებულ გიორგი ოქროპირიძეს მისდგნენ.
ოქროპირიძის წამების შესახებ შევიტყვეთ სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციიდან, რომელშიც აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველმა მთავარ პროკურორს წინადადებით მიმართა, რათა დაიწყოს წინასწარი გამოძიება, მსჯავრდებულ ოქროპირიძის მიმართ N18 სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე.
გიორგი ოქროპირიძის უფლებების დამცველი ადვოკატის, დავით ჯანდიერის დახმარებით პატიმრის დედამ ცირა გოდერძიშვილმა მოგვაწოდა სახალხო დამცველის რწმუნებულისთვის მიცემული 9-გვერდიანი ახსნა-განმარტება (24 და 26 დეკემბერით დათარიღებული), რომელშიც გიორგი ოქროპირიძე დეტალურად ჰყვება წამების იმ მეთოდებზე, რომელიც მასთან მიმართებაში ზემოხსენებულმა პირებმა გამოიყენეს.
გთავაზობთ ამონარიდებს პატიმრის მიერ მიცემული ახსნა-განმარტებებიდან, რომელშიც ჩანს როგორ სცემდნენ, აწამებდნენ და აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას გიორგი ოქროპირიძეს, რომელიც სასჯელს 2009 წლის ზაფხულიდან იხდის:
“26 დეკემბერს ჩემი განთავსების ადგილზე (თერაპიული განყოფილების N5 საკანი) მომინახულა ამავე დაწესებულების სოციალური სამსახურის უფროსმა, ზურაბ ბულბულაშვილმა, რომელმაც გადმომცა პირადი ჰიგიენის ნივთები (ტუალეტის ქაღალდი, სარეცხი საპონი). ამავე დროს მან მითხრა, რატომ არ მოაწერე ხელი თავის დროზე საკითხს, სადაც ეწერა, რომ თითქოს მე დავარღვიე სარეჟიმო მოთხოვნები. აღნიშნულზე განვაცხადე, რომ ვითხოვდი პასტას, ფურცელს, ადვოკატთან შეხვედრას და რაიმე განსაკუთრებული და უკანონო მოთხოვნა მე არ მქონია. ასევე ვუთხარი - რატომ მღუპავთ? რაზეც პასუხად მივიღე - “შენ დაღუპვა აწი ნახე“ და დაამატა, რომ ყველაფერი ისე იქნებოდა სასამართლოშიც, როგორც ადმინისტრაციის წარმომადგენლები განუცხადებდნენ მოსამართლეს და კიდევ უფრო დამძიმდებოდა ჩემი მდგომარეობა. ზურაბ ბულბულაშვილი კიდევ ერთხელ დამემუქრა სანქციების დამატებით. ამის შემდეგ იგი წავიდა.
მიუხედავად ჩემი არაერთი თხოვნისა, ამ დრომდე გარდა ტუალეტის ქაღალდისა და სარეცხი საპნისა, არ მაქვს პირადი ჰიგიენის ნივთები, რის გამოც სრულფასოვნად ვერ ვახერხებ საკვებისთვის განკუთვნილი ჭურჭლის გარეცხვას. გატეხილია კოვზი, თუმცა არ მაძლევენ ახალ კოვზს. მთელი დღე-ღამის განმავლობაში ჩემს საკანში ანთებულია ელექტრონათურა. ასევე არ მიკეთებენ გადახევევას ჭრილობებზე და არც მედპერსონალი მოსულა ჩემთან ორი დღეა“;
გიორგი ოქროპირიძემ 24 დეკემბერს სახალხო დამცველის რწმუნებულს ასეთი შინაარსის ახსნა-განმარტება მისცა:
“ჩემს სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით და ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ამა წლის აპრილში ევროსასამართლოს მივმართე. აქვე გაცნობებთ, რომ დაკავების დღეს ვიყავი დაჭრილი ფილტვის, ღვიძლის და დიაფრაგმის არეში, რის გამოც ღუდუაშაურის სახელობის საავადმყოფოში ჩამიტარდა ქირურგიული ოპერაცია, რის შემდეგაც დავვადდი ვირუსული ცე ჰეპატიტით. ა.წ. ოქტომბერში ევროსასამართლოდან ჩემს განცხადებასთან დაკავშირებით გამოიგზავნა მითითება, რათა ჩამტარებოდა მკურნალობა. ამის გამო ამა წლის 1 დეკემბერს თბილისის N1 დაწესებულებიდან გადმომიყვანეს N18 სამკურნალო დაწესებულებაში.
შეყვანისთანავე ჩაგვამწკრივეს კედელთან, რის შემდეგაც დაწესებულების რეჟიმის სამსახურის უფროსმა, ალექსანდრე თოლორდავამ დამიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მოყენება, რაც გამოიხატებოდა გინებაში, როგორც ჩემი მისამართით, ასევე სტრასბურგის ევროსასამართლოს მისამართითაც. მიწოდებდნენ ინტრიგანს, ვინაიდან საჩივარი მაქვს შეტანილი ევროსასამართლოში.
ამავდროულად, შეურაცხყოფის მოყენება დამიწყო დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გიორგი ავსაჯანიშვილმა, რომელიც მაგინებდა. მან ასევე მკითხა თუ რა სასჯელი მქონდა და რისთვის ვიყავი გადმოყვანილი სამკურნალო დაწესებულებაში, რაზეც მე გავეცი ამომწურავი პასუხი, რის შემდეგაც მან მითხრა, რომ “დროებით გაქვს 13 წელი და დროებით გაქვს ცე ჰეპატიტიო“ და დამემუქრა სანქციის დამატებით, ხერხემლის დაზიანებით და კიდევ სხვა დაავადებების შეყრით. ასევე დაამატა, რომ ისე მცემდა, რომ სხეულზე არ შემეტყობოდა დაზიანებები და ექსპერტიზა ვერაფერს დაადასტურებდა. აღნიშნულზე მე ვკითხე თუ რით დავიმსახურე შეურაცხყოფა, რაზეც მიპასუხეს, რომ სტრასბურგითო.
ამის შემდეგ გამიყვანეს დაწესებულების ზედა სართულზე ასასვლელებთან, სადაც ჩამიტარეს ჩხრეკა, სადაც კვლავ ასე უმიზეზოდა განაგრძეს ჩემი სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარა, რასაც დაემატა ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც გამოიხატა სილების გარტყმაში, თავისა და სახის არეში. ამის შემდეგ ჩამომართვეს სპორტული სვიტერი, ბლოკნოტი და წამიყვანეს მიმღებში, სადაც გავიარე აუცილებელი სამედიცინო პროცედურები, რის შემდეგაც მორიგე კონტროლიორმა ამიყვანა დაწესებულების მე-3-ე სართულზე, ქირურგიულ განყოფილებაში. მომათავსეს N18 საკანში, სადაც ჩემს გარდა იმყოფებოდა კიდევ ორი მსჯავრდებული, რომლებიც დაავადებულნი არიან მძიმე ფორმის დაავადებებით, როგორიც არის ღვიძლის ცეროზი, ტუბერკულოზი და შიდსი.
8 დეკემბრის შემდეგ (ზუსტი რიცხვი არ მახსოვს) ერთ დღეს, დაახლოებით შუადღის პერიოდში გიორგი ავსაჯანიშვილმა გამოაღო ჩემი საცხოვრებელი საკნის “კორმუშკა“ და დამიძახა, რათა გავსულიყავი საკნიდან. გამოვედი საკნიდან და შევედი ჩემი საკნის მოპირდაპირე მხარეს და ოდნავ მარჯვნივ მდებარე საორდინატორო ოთახში, სადაც მითხრა - “არ გეგონოს სტრასბურგით რამე გაგივა“. მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც გამოიხატა გინებაში, ხოლო შემდეგ კვლავ გამარტყეს სილები, თავისა და სახის არეში. ავსაჯანიშვილს თან ახლდა ალექსანდრე თოლორდავა, რომელიც ასევე იღებდა მონაწილეობას ჩემს შეურაცხყოფაში...
ამის შემდეგ, ყვირილით და გინებით შემიყვანეს ჩემს საკანში. მორიგე ოფიცრებმაც დამიწყეს აგდებული ლაპარაკი და იყვნენ გამოწვევაზე... ამავდროულად აგდებით და არაეთიკურად მეპყრობოდა ერთ-ერთი ექთანი, სახელად ნანა, რომელიც მიყვირის გამუდმებით და ასევე მაყენებს შეურაცხყოფას, განსხვავებით სხვა მედპერსონალისგან, რომლებიც საკმაოდ კარგად და თავაზიანად მეპყრობიან.
ამა წლის 14 დეკემბერს გამიყვანეს სასეირნოდ და დასარეკად, მაგრამ ტელეფონით ვისარგებლე დაახლოებით 2 წუთი, რის შემდეგაც ტელეფონი გაითიშა და ვერ ვისარგებლე გათვალისწინებული 15 წუთით. ამის გამო ვთხოვე მორიგეს, რომ მოეცათ უფლება დამერეკა სხვა აპარატიდან, რა დროსაც მოვიდა დაწესებულების ორი თანამშრომელი, ერთ-ერთი იყო თოლორდავა, რომელმაც აგდებით მითხრა - “დაგარეკინოს სტრასბურგმაო“.
2011 წლის 22 დეკემბერს დილას კვლავ იღება ჩემი საკნის “კორმუშკა“ და მეძახის ზემოაღნიშნული ექთანი ნანა, რომელმაც მითხრა, რომ უნდა დამელია წამალი, რაზეც მე ვუთხარი, რომ ჯერ საუზმე არ იყო დარიგებული და ამ პრეპარატის მიღება საჭირო იყო საკვების მიღების შემდეგ (პროფესორ ქესაშვილის დანიშნულებით), რაზეც ექთანი ლანძღვით გაბრუნდა და მითხრა, რომ საერთოდ აღარ მომიტანდა წამალს...
საკანში გინებით შემოვარდა ალექსი თოლორდავა, რომელმაც გაშლილი ხელი დამარტყა კეფის არეში და ძალის გამოყენებით გამიყვანა საკნიდან და შემიყვანა საორდინატოროში, სადაც კვლავ რამდენჯერმე გამარტყა და მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამის საპასუხოდ მე მოვითხოვე საწერი კალამი, ფურცელი, ადვოკატთან და სახალხო დამცველის რწმუნებულთან შეხვედრა, რამაც იგი უფრო გააშმაგა და უფრო გამწარებულმა დამიწყო ლანძღვა-გინება. ამის შემდეგ თოლორდავამ მისცა მითითება მორიგეს, რომ შევეგდეთ მარტო ისეთ საკანში, სადაც ლოგინის მეტი არ იქნებოდა არაფერი.
იმავე დღეს საღამოს საათებში საკანში შემოვიდა ზურაბ ბულბულაშვილი, რომელმაც განმიცხადა, რომ დავარღვიე სარეჟიმო მოთხოვნები. თუმცა, რა დავარღვიე, არ განმიმარტა, რის გამოც ერთი თვე მეკრძალებოდა დაწესებულების მაღაზიით სარგებლობა. ამასთანავე მან მოითხოვა ხელის მოწერით დამედასტურებინა ყოველივე ეს, რაზეც უარი განვუცხადე და მოვითხოვე ადვოკატთან და სახალხო დამცველის რწმუნებულთან შეხვედრა, რის საპასუხოდაც იგი დამემუქრა და წავიდა. ამავე დღეს ცემის შედეგად ვაღებინე სისხლი.
ამოვიდა სოციალური სამსახურის უფროსი ზურაბ ბულბულაშვილი, რომელმაც მითხრა, რომ დავარღვიე სარეჟიმო მოთხოვნები, რაც ითვალისწინებდა ორ თვემდე ადმინისტრაციულ სანქციებს, რაზეც მე კვლავ ვკითხე, თუ რა დარღვევაში მედებოდა ბრალი. მან მიპასუხა, რომ სასამართლო გამოიტანდა ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც გაამართლებდა დაწესებულების ადმინისტრაციის პოზიციას და შემიფარდებდნენ ადმინისტრაციულ სახდელს. მან ასევე დაამატა რომ “ახლა გიშველის სტრასბურგიო“ და წავიდა, ხოლო წასვლამდე კვლავ დამემუქრა, რადგან მე კვლავ უარი ვუთხარი საქმეზე ხელის მოწერაზე, რომ თითქოს მე დავარღვიე სარეჟიმო მოთხოვნები.
ამის შემდეგ მალევე ამოვიდნენ დაწესებულების თანამშრომლები, რომლებმაც გადამიყვანეს დაწესებულების მეორე სართულზე, თერაპიულ განყოფილებაში, N5 საკანში, სადაც დგას ერთი საწოლი, ოთახი აღჭურვილია ვიდეოკამერით და სადაც გამუდმებით ანთებულია ელექტრონათურა, რომელსაც არც ღამე აქრობენ. ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო ვიყავი უკიდურესად განერვიულებული, ვითხოვდი ადვოკატთან შეხვედრას, პასტას და ფურცელს, რაც არ დამიკმაყიფილეს და პროტესტის ნიშნად (რაც გამოწვეული იყო ჩემს მიმართ განხორციელებული ზეწოლებით) ყელის და მარცხენა ზედა კიდურის არეში მივიყენე თვითდაზიანებები.
დაახლოებით ერთი საათი არ მოიყვანეს ექიმი, ხოლო როდესაც მოიყვანეს, ისევ უკან გააბრუნეს - “ამას არ უნდა ექიმი, ცოტა დაიცალოს სისხლისგანო“. დავკარგე საკმაო რაოდენობით სისხლი. ამავდროულად კვლავ მემუქრებოდნენ დაწესებულების თანამშრომლები. ცოტა ხანში დამაწყებინა კანკალი. მკვეთრად გაუარესდა ჩემი მდგომარეობა, რის შემდეგაც ამიყვანეს მე-4-ე სართულზე, ქირურგიულ შესახვევში და მარცხენა ზედა კიდურის ჭრილობაზე დამადეს 4 ნაკერი.
24 დეკემბერს დილით შემოვიდნენ საკნის გასაჩხრეკად. საკანი იყო სისხლში მოსვრილი. ამ დროს გიორგი ავსაჯანიშვილმა და თოლორდავამ მითხრეს, რომ თუნდაც სისხლით დამეწყებოდა ღებინება, ვერ მივიღებდი ადვოკატთან შეხვედრის უფლებას. ამის შემდეგ კვლავ დამემუქრნენ მოკვლით, დაინვალიდებით და მითხრეს, რომ ყოველივე ამას დააბრალებდნენ სუიციდის მცდელობას.
დაახლოებით 14.30 წუთისთვის წამიყვანეს სასამართლოზე, სადაც ბრალდების მხარედ გამოდიოდა ავსაჯანიშვილი, რომელმაც ვერანაირი დასაბუთება ვერ მოახდინა მის მიერვე მოყვანილი ფაქტების. ასევე ვერ უპასუხა ჩემი ადვოკატის დავით დადიანის მიერ დასმულ შეკითხვებს. ამის შემდეგ, აღნიშნულ ახსნა-განმარტებაში მოყვანილი ყველა ფაქტი განვუცხადე მოსამართლეს და ვითხოვე დახმარება, რადგან ჩემს ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ემუქრებოდა საფრთხე და ვითხოვე სხვა დაწესებულებაში გადაყვანა. მიუხედავად ყველაფერი აღნიშნულისა, სასამართლომ დამაკისრა ადმინისტრაციული სახდელი ერთი თვის ვადით, რასაც მე არ ვეთანხმები და მსურს გავასაჩივრო.
სასამართლოდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნებისას, გზაში თან მახლდა გიორგი ავსაჯანიშვილი, რომელმაც მითხრა, რომ საქმეში მიწერია თვითმკვლელობის მცდელობა და დამემუქრა, რომ “გიპოვნიან მკვდარსო“. აღნიშნულზე მინდა განვაცხადო, რომ სუიციდის მცდელობა არ მქონია არასდროს, არც ახლა და არც მომავალში არ ვაპირებ თავის მოკვლას. ჩემი ერთადერთი მოთხოვნაა გადამიყვანონ სხვა დაწესებულებაში, რადგან N18 დაწესებულებაში ჩემს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე, ამავე დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან“.
ამ კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
ავტორი მირიან ბოქოლიშვილი 11:51 08-10-2010 „გამა სონეტი იგალობეს კახპა ქალებმა, ვიყავი ისეთი სასურველი, გამომყვა თბილი სუნთქვა საწოლიდან, შე...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 19:26 06.09.2013 წიწამურთან ილიას იავარქმნილი ძეგლის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია მიმდინარე წლის ნოემბრიდან დაიწყება....
-
ხალხის აზრი გაზიარება [15:26 01-12-2010] მომხრე დავით დარჩიაშვილი, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, პოლიტიკურ მეცნი...
-
ავტორი ირაკლი სვანიძე 16:20 09.07.2012 ეს ისეთი დამღაა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოიცილებს! გასულ კვირას, სტუდია GNS-ის მიერ მომზადე...
-
2009 წლის 4 დეკემბერს, სასტუმრო ”რედისონში”, ია ანთაძის ინიციატივით, ასზე მეტი ჟურნალისტი შეიკრიბა და ხელი მოეწერა ჟურნალისტური ეთიკის ქარტი...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 20:06 15.02.2012 ილგარ მამედ-ზადემ გასული წლის 15 სექტემბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით რვა ადამიანის წინააღმდეგ ჩ...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 23:53 23.12.2010 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიო...
-
ავტორი ნანა ფაჟავა 17:06 25.04.2012 სერგო ჩაჩიბაია დღეს ღიად ალაპარაკდა წინა სასამართლო სხდომაზე კუდი-ის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ...
-
რუბრიკიდან კომე ძ ია 23:00 03.08.2011 გუშინ, ბათუმში ჩადენილი საქციელისათვის ენრიკე იგლესიასი კანონის სრული სიმკაცრით დაჯარიმდება. შეგახსენ...
-
22:36 24.08.2011 22 აგვისტოს ჩეხეთში რამაზ ჩხიკვაძის მეუღლე ნატაშა კობახიძე გულის შეტევით გარდაიცვალა. იგი 24 აგვისტოს რამაზ ჩხიკვაძესთან ...
ყველა დროის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
01:10 02.06.2011 სომხურმა ვებგვერდმა მიხეილ სააკაშვილი გამოჩენილ სომეხთა სიაში შეიყვანა. სია, რომელშიც მსოფლიოს მრავალი გამოჩენილი ადამიან...
-
20:39 11.11.2013 10 ნოემბერს, ღამის თერთმეტის ნახევარზე ყოფილი რესპუბლიკოს მოედანზე თბილისელი ახალგაზრდების საპროტესტო აქცია გაიმართა. ...
-
ავტორი ირაკლი სვანიძე 16:20 09.07.2012 ეს ისეთი დამღაა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოიცილებს! გასულ კვირას, სტუდია GNS-ის მიერ მომზადე...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 23:53 23.12.2010 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიო...
-
გაზიარება IT სპეციალისტები დღემდე კამათობენ, თუ როგორ იშიფრება აბრიავიატურა RSS. IT სფეროში გავრცელებული აზრით, RSS (Really Simple Syndicati...
-
19:48 14.07.2012 გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი და მომღერალი გიორგი ფოჩხუა ზღვაში დაიხრჩო. შემთხვევა დაახლოებით, 2 საათის წინ ანაკ...
-
21:38 10.10.2010 თეა თუთბერიძის სკანდალურ ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი "ასავალ დასავალი". საგაზეთო ინტერვიუში თუთბერიძე იმედს ...
ეს საინტერესოა
- დაბმული ბავშვის საიდუმლო [ფოტორეპორტაჟი]
- გაშიშვლებული ქართველი სახეები ნუცა შანშიაშვილის სკანდალურ კლიპში [video]
- შიშველი ველოსიპედისტების აქცია კანადაში [ფოტოგალერეა]
- მშობლებმა ბავშვი სარეცხ მანქანაში "გარეცხეს" [video]
- რვაფეხა ბავშვი
- სირიაში მამაკაცი ცოცხლად დამარხეს [video]
- ნიკოლოზ ლაგვილავა: სიმღერით – რისკიდან შამპანურამდე
- ნუმეროლოგია: ზოგადი მიმოხილვა დაბადების დღის რიცხვის მიხედვით
- შემოქმედება გულის არევით [ფოტო]
- ქართული ფილმები
- პენისის ხელოვნება – ამერიკელი მხატვარი შედევრებს ქმნის
- რომელია თქვენი ქვა, დაბადების თვეების მიხედვით!
- რა კავშირშია ადამიანის ბედისწერა და დაბადების დღის რიცხვი?
- გვიყვარს და ვზასაობთ? [video]
ვიდეო
- 17:34 17-06-2010 – მეცნიერები ოზი ოსბორნის გენეტიკურ კოდს იკვლევენ [video]
- 22:42 06.06.2010 – ოზი ოსბორნის ცვილის ფიგურამ ყვირილი დაიწყო [video]
- 22:42 06.06.2010 – ბედნიერი პრეზიდენტი და დაქცეული აბაშა [video]
- 23:56 01.05.2010 – კვირაცხოვლობის სახელობის ტაძრის მძარცველი დაკავებულია [video]
ციხის სამკურნალო დაწესებულებაში ცემა-წამებით გიორგი ოქროპირიძესაც “უმკურნალეს“
რუბრიკიდან: ადამიანის უფლებები, პოლიტიკა
რედაქტორის რჩევით
-
გაზიარება [ ლიკა კერატიშვილი. 19 :14 25-06-2010] ინტერნეტში, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ვებგვერდზე, რომელსაც "საქართველოს სამეფო სახლი&...
-
ავტორი მირიან ბოქოლიშვილი 11:51 08-10-2010 „გამა სონეტი იგალობეს კახპა ქალებმა, ვიყავი ისეთი სასურველი, გამომყვა თბილი სუნთქვა საწოლიდან, შე...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 19:26 06.09.2013 წიწამურთან ილიას იავარქმნილი ძეგლის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია მიმდინარე წლის ნოემბრიდან დაიწყება....
-
რუბრიკიდან კომე ძ ია 23:00 03.08.2011 გუშინ, ბათუმში ჩადენილი საქციელისათვის ენრიკე იგლესიასი კანონის სრული სიმკაცრით დაჯარიმდება. შეგახსენ...
-
14:15 01.03.2019 საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში ალექსი ბარბაქაძემ თანამდებობა დატოვა. მედ...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 17:23 19.12.2013 თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა, 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ბ...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 15:20 30.10.2011 კინოს სახლში, “საერთო სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის“ ყრილობაზე ახალი პოლიტიკური გაერთიანება –...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 23:53 23.12.2010 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიო...
-
ხალხის აზრი გაზიარება [15:26 01-12-2010] მომხრე დავით დარჩიაშვილი, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, პოლიტიკურ მეცნი...
-
19 მაისს აბაშის რაიონის სოფელ განათლებისკარში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა პოლიტიკური გაერთიანება “ახალი მემარჯვენეები”-ს ლ...