ავტორი ბიძინა სავანელი *
18:35 18.12.2011
ბატონო ბიძინა, პოლიტიკურ არენაზე ისევ გამოჩნდა შევარდნაძის გუნდი, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში დაკომპლექტებულია შევარდნაძისგან დავალებული ანდა მისი “წასვლის” შემდეგ სახსარ შემცირებული ან სააკაშვილის მართველობის დროს მასზე განაწყენებული ბურჯანაძის სტილის უხილავი თუ ხილული პერსონებისგან.(ბურჯანაძე ხომ 4 წელი სააკაშვილის და მისი გუნდის მიერ ჩადენილი ქმედებათა თანამონაწილე იყო). ზოგიერთი მათგანი ფილარმონიის დარბაზში გამოჩნდა. ჯერ-ჯერობით ჩრდილში არიან გაცილებით ბობოლა “შევარდნაძისტები”, მათ შორის რუსეთში, რომელნიც შევარდნაძისაგან სიგნალს ელიან.
უკანასკნელი 55 წლიანი “ქართლის ჭირის” მთავარი მიზეზი კორუფცია და ძარცვა-ყაჩაღობაა. ხომ ცხადი ფაქტია, რომ დროის ამ მონაკვეთში ხელისუფლებაში მოსვლის პარაზიტული ელემენტების უმთავრესი მიზანი ხელისუფლების ბოროტად გამოყენების გზით უზომო გამდიდრება იყო და დარჩა. დროის მთელ ამ მონაკვეთში ყველას ყველაფერი შერჩა. და ესენიც ამის გაგრძელებას სცდილობენ.
ყოფილი და ამჟამინდელი ბევრი “შევარდნაძისტი” ამტკიცებს, რომ თავად შევარდნაძე მოძალადე და კორუმპირებული არ ყოფილა.
შეიარაღებული გადატრიალების გზით ხელისუფლებაში მოსულმა ყოფილი კომუნისტების ჯგუფმა ყაჩაღობით და კორუფციით ქვეყნის მართვა აღადგინა, და დე-ფაქტოდ მოხდა ის, რომ საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტს ჩაენაცვლა “მოქალაქეთა კავშირის” ცენტრალურ კომიტეტი სულით და ხორცით კომუნისტი-კოსმოპოლიტი შევარდნაძის თავმჯდომარეობით.
იურიდიული ფაკულტეტის უკვე პირველი კურსის სტუდენტმა იცის, რომ თანამდებობის პირი, თუ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით თავისი განზრახი უმოქმედობით მისადმი დაქვემდებარებული თანამდებობის პირებს კორუფციასა და ძარცვა-ყაჩაღობას ხელს უწყობს, ასეთი პირი დანაშაულის თანამონაწილეა და ის მათთან ერთად სისხლის სამართლის წესით იმავე მუხლებით უნდა დაისაჯოს. ბატონო ბიძინა, გაიხსენეთ შევარდნაძის უკანასკნელი მართველობის დროს პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით გამეფებული სიბნელე.
უფრო მეტი, ეს ის შევარდნაძე არ არის, რომლის სახელთან არის დაკავშირებულია გაეროს პრინციპების და პრაქტიკის საწინააღმდეგოდ აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში მოსაზღვრე ქვეყნის - რუსეთისთვის „სამშვიდობო“ მისიის მინიჭება ანუ რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ოკუპაციის ხელშეწყობა და ბევრი სხვა “სიკეთე”?
ამის შემდეგ, შევარდნაძის თავმჯდომარეობით “მოქალაქეთა კავშირის” ცენტრალურ კომიტეტს ჩაენაცვლა ფორმალურად “ნაციონალურ მოძრაობად” წოდებული, არსებითად კი “ინტერნაციონალური”, უფრო ზუსტად კი ანტინაციონალური ანუ ანტიეროვნული ცენტრალური კომიტეტი სააკაშვილის თავმჯდომარეობით, იმ განსხვავებით, რომ ეს “კომიტეტი” დაკომპლექტდა გაცილებით კოსმოპოლიტი ნეოკომკავშირლებით და ქართული ენის მგმობელი ნორჩი “დავით დროიძეებით”, რომლებაც მამათა და შვილთა შორის ხიდი ჩატეხეს. ამათი შემხედვარე მახსენდება მარქსისტულ-ლენინური დევიზი: “პროლეტარს სამშობლო არ აქვს” ანდა 20-ანი წლების კომკავშირლების მოქმედების პრინციპი: “მოვკლავ დედას, მოვკლავ მამას, თუ პარტია მეტყვის ამას”. ამათი შემხედვარე, მათ მიმართ გამოვიყენებდი დიდი მგოსნის ერთ კუპლეტს “ღამურადან”: “კრულია მისი სახელი, ვინც დაჰგმობს დედა-ენასა, თვის ტომს ღალატობს და მითი, თვით ფიქრობს მაღლა ფრენასა”.
გარდა ამისა, სააკაშვილმა გააღრმავა ქართველი ერის ეკონომიკური ძარცვა-გაღატაკება, და ყველაფერ ამას, ახალგაზრდობის ზნეობრივი გადაგვარება დაამატა, ხოლო შემდეგ დე-იურედ „დააგვირგვინა“ შევარდნაძის მიერ დაწყებული საქართველოს პოლიტიკური დაშლა, როდესაც ეროვნული ხელისუფლების მიერ გაუქმებული სამხრეთ-ოსეთის ავტონომიური ოლქი აღადგინა, აფხაზეთს ზემო სვანეთი, ხოლო სამხრეთ ოსეთს ახალგორის რაიონი მიუერთა, წამოიწყო ომი რუსეთთან, რითაც ხელი შეუწყო აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რუსეთის მიერ დე-იურე აღიარებას და საქართველოს დაქუცმაცებას.
საქართველოს დაქუცმაცების მხარდამჭერ გიორგი მუხრან-ბატონს (მუხრანსკის), აი რა პასუხი გასცა აკაკი წერეთელმა: “ფარისეველო, გაუტანელო! სხვასთან თავმხვრელო, შინ ორმოს მთხრელო, ნაგავის მყრელო, შენ ჭრელო გველო! რამ შეგაძულა, სთქვი, საქართველო?!”
და აი, პოლიტიკურ არენაზე გამოჩნდით თქვენ: საქარველოსთვის უანგარო, საშუალო თაობის, მრავალწლიანი ქველმოქმედი, რომელსაც ორი წინამორბედი პოლიტიკური ელიტის უმრავლესი წარმომადგენლებისგან განსხვავებით ქვეყნიდან ქონება კი არ გაგქონდათ, არამედ შემოგქონდათ და შემოგაქვთ.
ნუ ჩაყრით ამდენ ამაგს წყალში!
ბატონო ბიძინა, სამწუხაროდ ბევრი, მათ შორის კულტურის მოღვაწე და ინტელექტუალი, რომელიც შევარდნაძის დროს საკმაოდ “ნავარდობდა”, სააკაშვილის დროს სახსარი შეეკვეცა, და თქვენთან მიკედლებას ლამობს. ამ რჯულის ადამიანები აი როგორ ჰყავს გამათრახებული დიდ მგოსანს: “აბა, მიბრძანეთ, რა მეთაურია და რა თავადია ხალხისა ის ინტელიგენტი, რომელსაც იმდენად უყვარს სამშობლო, რამდენადაც ის მხოლოდ სასარგებლოა მისი პირადი კეთილდღეობისათვის და, თუ ვეღარას გამორჩა, წიხლსა ჰკრავს და ჩალა-ბზეზე გასცვლის! აბა ის ინტელიგენტია, რომელსაც გონება ჯიბეში უძევს და გრძნობა კუჭში?”
ქართველმა ერმა თქვენში დაინახა იმ მესამე ძალის მეთაური, რომელსაც ძალუძს საქართველოს გადარჩენა. გთხოვთ, ერს იმედს ნუ გაუწბილებთ.
ვიხსნათ საქართველო ანუ დავიხსნათ ციყვი წრიული გალიიდან!
| * ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის პროფესორი |
ამ კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
00:18 29.11.2013 2012-13 წლებში თურქეთში სერიალი Benim İçin Üzülme ("გული არ დაგწყდეს ჩემ გამო") გადიოდა, რომელშიც მთავარ როლებს...
-
dfgh
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 00:15 19.03.2014 ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში, ჟურნალისტ თეა სიჭინავას გადაცემაში სტუმრობისას საქართველოს ყოფილმა ...
-
გაერთიანებული ოპოზიციის იმ წევრებმა, რომლებიც უკვე მე–4 თვეა ზუგდიდში, „საკნების აქციაში“ ღებულობენ მონაწილეობას დღეს, 12 საათზე, პრესკონფერ...
-
[ ვიდეორეპორტაჟი ] ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი შ.პ.ს “განთიადის” ზედამხედველს თანამდებობიდან გათავისუფლებით იმის გამო დ...
-
ზუგდიდიელი ჟურნალისტები ილია ჩაჩიბაია და ნანა ფაჟავა, ტელეკომპანია "მაესტროს" პირდაპირ ეთერში გადაცემა "საკანში#5"–ში მი...
-
ბიშკეკში ანტი სამთავრობო დემონსტრანტებმა პარლამენტის შენობა დაიკავეს და ცეცხლი გაუხსნეს გენერალურ პროკურატურას. ყირგიზეთის მთავრობამ საგანგე...
-
ავტორი მედია-კავშირი „ობიექტივი“ 01:37 11.02.2012 მოგეხსენებათ, რომ მედია-კავშირი „ობიექტივი“ 24-საათიან რეჟიმში მაუწყებლობს. შესაბამისად, ...
-
ავტორი ტრიბუნა.ge 15:26 10.09.2011 Wikileaks-ის მიერ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ დოკუმენტში საქართველოს განათლების მინისტრის დიმიტრი შაშკინისა და...
ყველა დროის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
01:10 02.06.2011 სომხურმა ვებგვერდმა მიხეილ სააკაშვილი გამოჩენილ სომეხთა სიაში შეიყვანა. სია, რომელშიც მსოფლიოს მრავალი გამოჩენილი ადამიან...
-
20:39 11.11.2013 10 ნოემბერს, ღამის თერთმეტის ნახევარზე ყოფილი რესპუბლიკოს მოედანზე თბილისელი ახალგაზრდების საპროტესტო აქცია გაიმართა. ...
-
ავტორი ირაკლი სვანიძე 16:20 09.07.2012 ეს ისეთი დამღაა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოიცილებს! გასულ კვირას, სტუდია GNS-ის მიერ მომზადე...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 23:53 23.12.2010 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიო...
-
გაზიარება IT სპეციალისტები დღემდე კამათობენ, თუ როგორ იშიფრება აბრიავიატურა RSS. IT სფეროში გავრცელებული აზრით, RSS (Really Simple Syndicati...
-
19:48 14.07.2012 გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი და მომღერალი გიორგი ფოჩხუა ზღვაში დაიხრჩო. შემთხვევა დაახლოებით, 2 საათის წინ ანაკ...
-
21:38 10.10.2010 თეა თუთბერიძის სკანდალურ ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი "ასავალ დასავალი". საგაზეთო ინტერვიუში თუთბერიძე იმედს ...
ეს საინტერესოა
- დაბმული ბავშვის საიდუმლო [ფოტორეპორტაჟი]
- გაშიშვლებული ქართველი სახეები ნუცა შანშიაშვილის სკანდალურ კლიპში [video]
- შიშველი ველოსიპედისტების აქცია კანადაში [ფოტოგალერეა]
- მშობლებმა ბავშვი სარეცხ მანქანაში "გარეცხეს" [video]
- რვაფეხა ბავშვი
- სირიაში მამაკაცი ცოცხლად დამარხეს [video]
- ნიკოლოზ ლაგვილავა: სიმღერით – რისკიდან შამპანურამდე
- ნუმეროლოგია: ზოგადი მიმოხილვა დაბადების დღის რიცხვის მიხედვით
- შემოქმედება გულის არევით [ფოტო]
- ქართული ფილმები
- პენისის ხელოვნება – ამერიკელი მხატვარი შედევრებს ქმნის
- რომელია თქვენი ქვა, დაბადების თვეების მიხედვით!
- რა კავშირშია ადამიანის ბედისწერა და დაბადების დღის რიცხვი?
- გვიყვარს და ვზასაობთ? [video]
ვიდეო
- 17:34 17-06-2010 – მეცნიერები ოზი ოსბორნის გენეტიკურ კოდს იკვლევენ [video]
- 22:42 06.06.2010 – ოზი ოსბორნის ცვილის ფიგურამ ყვირილი დაიწყო [video]
- 22:42 06.06.2010 – ბედნიერი პრეზიდენტი და დაქცეული აბაშა [video]
- 23:56 01.05.2010 – კვირაცხოვლობის სახელობის ტაძრის მძარცველი დაკავებულია [video]
როგორ დავიხსნათ ციყვი წრიული გალიიდან - ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს
რუბრიკიდან: პოლიტიკა
რედაქტორის რჩევით
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 16:00 01.09.2011 ერეკლე საღლიანი: “მოარული ხმები დადის, რომ ახალი შენობის დასრულებამდე ექსპონატების ზუგდიდში გად...
-
ავტორი ნინო სუარიშვილი 17:29 23.08.2013 ამ წუთებში სამეგრელო ზემო-სვანეთის მთავარ პროკურატურასთან გვარამიების ოჯახთან ერთად 50-ზე მეტი ...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 20:31 16.08.2013 კულტურულ მემკვიდრეობაზე პასუხისმგებელი პირები საქართველოს ხელისუფლებიდან, არც უცხოელი მეცნიერების...
-
9 დეკემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიას სასამართლო პროცესი გაიმართა. შეგახსენებთ, რომ აკადემიკოსი ვახანი...
-
ავტორი დიმიტრი მონიავა 00:17 04.07.2011 გასულ კვირას ეს ფრაზა თბილისში სინათლის სიჩქარით გავრცელდა. დასუფთავების ძველი, ფიქსირებული მოსაკრ...
-
დღეს, ზუგდიდს ოპოზიციის ერთ–ერთი ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე ესტუმრა, პრესკონფერენციაზე, რომელიც ქალაქის ცენტრში გაიმართა გაჩეჩილაძემ საზოგადოებ...
-
17 წლის თეონა ხოზრევანიძე დღეს ურეკში ზღვაში დაიხრჩო... გაზიარება [23:32 30-07-2010] როგორც სააგენტო "ინტერპრესნიუსი" იუწყება უბე...
-
00:18 29.11.2013 2012-13 წლებში თურქეთში სერიალი Benim İçin Üzülme ("გული არ დაგწყდეს ჩემ გამო") გადიოდა, რომელშიც მთავარ როლებს...
-
20:16 01.06.2012 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედებ...
-
მოამზადა დავით შალიკაშვილმა 18:18 24.06.2012 ცნობილი ქართველი მომღერალი ნინო ქათამაძე დიდი პოპულარობით სარგებლობს რუსეთში. ახლახან საიტმა ”ლ...