ავტორი ნინო მიქიაშვილი
17:06 30.11.2011
ჟურნალისტ ნანა ფაჟავას ზუგდიდის ცენტრალურ საავადმყოფოში, 14 წლის შვილის ექიმამდე მიყვანის საშუალება არ მისცეს; რბილად რომ ვთქვათ, უცენზურო სიტყვებით გამოლანძღეს და მისკენ საცემრადაც გაიწიეს. ამის შესახებ “ობიექტივს“ თავად ნანა ფაჟავამ უამბო.
შეგახსენებთ, რომ ნანა ფაჟავა, როგორც სიმართლისთვის მებრძოლი ჟურნალისტი “ობიექტივმა“ 21 ოქტომბერს, ნანა ლეჟავასთან და ელისო ჩაფიძესთან ერთად ნაზი შამანაურის სახელობის ოქროს მედლით დააჯილდოვა. იგი სამეგრელოში არსებულ ვითარებას დანარჩენ საქართველოს ინტერნეტგამოცემა “პრესაგე.ტვ“-სა და ტელეკომპანია “მაესტროს“ მეშვეობით აცნობს.
18 ნოემბერს, ზუგდიდის ცენტრალურ საავადმყოფოში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით, მან იმავე დღეს მიმართა პოლიციას. “ობიექტივი“ არაერთხელ ეცადა ზუგდიდის ცენტრალური საავადმყოფოს ხელმძღვანელთან, როლანდ ახალაიასთან ტელეფონით დაკავშირებას, მაგრამ ყოველ ჯერზე ავტომატი ასეთი ტექსტით გვპასუხობდა: “აბონენტი არ პასუხობს, დარეკეთ მოგვიანებით“.
ნანა ფაჟავას 14 წლის შვილმა შესჩივლა, “ფიზკულტურის გაკვეთილზე ხერხემალმა შემაწუხაო“. დედა-შვილი მანქანაში ჩასხდნენ და ზუგდიდის ცენტრალური საავადმყოფოსკენ გაემართნენ. სპეციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა, რომლებიც საავადმყოფოს ეზოს შესასვლელთან იდგნენ, მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ ნანა ფაჟავას შვილი ექიმთან მიჰყავდა, მანქანა ეზოში უპრობლემოდ შეუშვეს.
ნანა ფაჟავა: “მანქანიდან გადმოვედით და ცენტრალური შესასვლელისკენ გავემართეთ, სადაც რეგისტრაცია და პაციენტების მიღება ხდება. დაცვის ერთ-ერთი თანამშრომელი დაგვედევნა - “იქ მანქანის დაყენება არ შეიძლება, გაიყვანეთო“. მე ვუთხარი უკვე შემომიშვით და ახლა რატომ უნდა გავიყვანო, მაშინ საერთოდ ნუ შემოგვიშვებდით?! გარეთა სადგომზე ადგილი არ არის. სულ 10 წუთით შევყოვნდები-მეთქი. მას აღარაფერი უპასუხნია.
შენობაში შევედი. სალაროსთან ფულს ვიხდიდი და ამ დროს ისევ ის დაცვის თანამშრომელი შემოვიდა - “გაიყვანეთ მანქანა, აქ გაჩერება არ შეიძლებაო“. შევახსენე, ხომ გთხოვეთ 10 წუთით შევყოვნდები-მეთქი და ამაზე მომიგო - “არ გესმის, რომ მანქანა უნდა გაიყვანოო?!“ რა გახდა, ხომ გითხარით-მეთქი, კიდევ გავუმეორე და “რა გახდა კი არა, ნუ ატლიკინებ ენასო“, - მითხრა. როგორ მაკადრებ ამას, მე აქ ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის გამო, რეპორტაჟის მოსამზადებლად, ან ინფორმაციის მისაღებად არ მოვსულვარ, ბავშვი სკოლიდან მყავს გამოყვანილი და უკან დროზე უნდა მივიყვანო-მეთქი. ამაზე ხმას აუწია და მეც იგივე გავაკეთე. ხალხის შემრცხვა, იქ ძალიან ბევრი ადამიანი იდგა. ყველა უკმაყოფილოა თქვენით, რა უბედურებაა, აქ ციხეა თუ საავადმყოფო-მეთქი.
ეს საუბარი როგორღაც დამთავრდა. შემდეგ შევედი იქ, სადაც რენტგენს იღებენ და სხვა განყოფილებებია. იქ შემხვდა ცნობილი ქირურგი როლანდ ახალაია, რომელიც ამავდროულად საავადმყოფოს მთავარი ექიმი და ზუგდიდის საკრებულოს წევრია. რა ხდება ბატონო როლანდ, შეიძლება ასეთი მოპყრობა და აგრესიის გამოხატვა, ეს ხომ საავადმყოფოა-მეთქი?! - ვკითხე. ამაზე მან მომიგო: “შენ აქ სულ პრობლემას ქმნი და რატომ ქმნი, ეს არ მესმისო“. რა პრობლემა შევქმენი-მეთქი, - კითხვა შევუბრუნე და “შენ ნუ სარგებლობ აქ შენი პრივილეგიებითო“.
თავიდან ვერ გავიგე რისი თქმა უნდოდა და ჩავეკითხე - რა დავაშავე, რაიმე კანონსაწინააღმდეგო ჩავიდინე-მეთქი და “შენ ხომ სულ მირეკავდიო“, - მითხრა. გირეკავდით, რადგან საავადმყოფოს ხელმძღვანელი ხართ და ამხელა საავადმყოფოში ასეთი გაძლიერებული დაცვის პარალელურად მედიასთან ურთიერთობის სამსახურიც უნდა გქონდეთ და რომ არ არ არსებობს ასეთი სამსახური, ამიტომ გირეკავდით, რომ ვინმეს ჟურნალისტის კითხვებზე პასუხი გაეცა-მეთქი“.
ნანა ფაჟავა ამბობს, რომ ცდილობდა როლანდ ახალაიასგან გაეგო მისი განრისხების მიზეზი - “პაციენტის უფლება დაარღვიეო“, - ერთიდაგიგვე იმეორებდა, კაცი ისტერიკაში იყო, მაგრამ თავიდან არაფერს არ აკონკრეტებდა. ერთი მაგალითი მაინც დამისახელეთ-მეთქი და როგორც იქნა ბოლოს მითხრა - “აქ შიშველ კაცს, რომ იღებთ, საავადმყოფოშიო...“ ჩვენს კითხვაზე რას გულისმობდა როლანდ ახალაია? ნანა ფაჟავამ მოგვიგო:
“ცოტა ხნის წინ, ზედა ეწერის პოლიციის უფროსს, ლაშა ექონიას 9 წლითა და ერთი თვით თავისუფლების აღკვეთა იმისთვის მიუსაჯეს, რომ ცოლთან ეჭვიანობის ნიადაგზე 26 წლის ბიჭი ისე სცემა, რომ სიკვდილის პირამდე მიიყვანა. ეს იყო ჯგუფური წამება. ეს ბიჭი ტყეში დატოვეს. ჰოდა, ეს ნაცემი ბიჭი საავადმყოფოში იყო მოთავსებული. ზუსტად მაგ პერიოდში საავადმყოფოში იწვა პოლიციელი კოხტა კოდუა, რომელიც ნიკა დაგარგულიას გაუპატიურებით დაემუქრა, რის პასუხადაც ამ ბავშვმა კოდუას ისე ჩაარტყა, რომ საავადმყოფოში აღმოჩნდა. ამ პერიოდში ჩემი ბიძაშვილი ოპერაციას იკეთებდა, მაგრამ საავადმყოფოს ტერიტორიაზე არ შემიშევს. შესაძლოა დაცვამ იფიქრა, რომ მე შეიძლებოდა მეცადა კოდუას, ან იმ ნაცემი ბიჭის გადაღება. იმ 26 წლის ბიჭის ოჯახის წევრებმა მათივე გადაღებული ფოტოები მომაწოდეს, რომელიც მკითხველმა და მაყურებელმა “პრესაგე.ტვ“-სა და “მაესტროს“ მეშვეობით ნახა. მეგონა ამას გულისხმობდა როლანდ ახალაია.
ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ, სტუდია “ჯიენესიდან“ ანა გოჩაშვილი ჩამოვიდა. რა თქმა უნდა, მასალისა და ინფორმაციის მოპოვებაში მას დავეხმარე. რადგან მე არ შემიშვეს საავადმყოფოში, დავგეგმე ის, თუ როგორ შეიძლებოდა 26 წლის ნაცემი ბიჭი გადაეღოთ, რომელსაც სხეულზე მძიმე დაზიანებები ჰქონდა. ოპერატორს დიდი კამერა გარეთ დავატოვებინე, ჩემი პატარა კამერა ვათხოვე, რომელიც 26 წლის ბიჭის დედამ ჩანთაში ჩაიდო. ანა გოჩაშვილს და ოპერატორს ვუთხარი შეჰყოლოდნენ მას საავადმყოფოში, რადგან იქ მათ არავინ იცნობდა და შესაბამისად, არც გააჩერებდნენ. ასეც მოხდა - საავადმყოფოში შევიდნენ და ეს ადამიანი, რასაკვირველია, მისი თანხობით ჩაწერეს. ასე რომ პაციენიტის უფლებები არავის დაურღვევია.
როლანდ ახალიამ მითხრა - “ამის გამო მე აქ კედელზე მიმაყენესო“. მას ვთხოვდი ჩემთვის მოესმინა, მაგრამ ერთიდაიგივეს იმეორებდა, რაზეც ბოლოს ვუთხარი - ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ თქვენ მე მგონია ექიმი უკვე აღარ ხართ! თქვენ ხართ საკრებულოს წევრი და სჯობს პოლიტიკური განცხადებები იქ გააკეთოთ. მე ახლა აქ არ ვარ მოსული, როგორც ჟურნალისტი და აქ ყოფნის არანაირი სურვილი არ მაქვს, მაგრამ სამწუხაროდ, ზუგდიდში ნორმალური კლინიკები, რაც იყო გააუქმეს და შემოგიერთეს და ამიტომ იძულებული გავხდი აქ მოვსულიყავი-მეთქი.
იქვე დაცვის ერთ-ერთი თანამშრომელი, გვარად ყორშია იდგა და აგრესიის გამოვლენა და ჩემი შეურაცხყოფა მან გააგრძელა. ვეღარ მოვითმინე, გავმწარდი და შენს ძმას რაც ეწია, შენი ბოლოც იგივე იქნება-მეთქი, მივუგე. ეს არის თემურ ყორშიას ძმა, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპაციის დღეებში იძებნებოდა, როგორც სამშობლოს მოღალატე და რუსეთის ერთ-ერთ ქუჩაში ვიღაცამ ესროლა და მოკლა.
ძმის ხსენებაზე ძალიან გაღიზიანდა. “ჩემს ძმას როგორ მიხსენებ შე გათახსირებულოო“, - მითხრა და ჩემსკენ საცემრად გამოიწია, მაგრამ ვიღაცამ არ მისცა ამის გაკეთების საშუალება. შემდეგ ბავშვმაც უთხრა, ახლა გაჩერდითო და ყორშია წაიყვანეს. იქიდან ადმინისტრაციულ კორპუსში გადავედი, თანხის უკან დაბრუნება მოვითხოვე და იქაც ყორშია დამხვდა, მანუჩარ ჩანგელიანთან ერთად“.
ნანა ფაჟავა ამბობს, რომ ამ ინცინდენტის შემდეგ პოლიციას განცხადებით მიმართა და ახსნა-განმარტებაშიც დაწერა, როგორ მიაყენეს შეურაცხყოფა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით და როგორ არ მისცეს ბავშვის ექიმთან მიყვანის საშუალება - “მომხდართან დაკავშირებით პოლიციის მხრიდან რეაგირებას ვითხოვ. უკვე ვესაუბრე ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელს. სამინისტროს გენინსპექციას წერილობით აუცილებლად მივმართავ, რადგან საავადმყოფოში პოლიციური რეჟიმია, რითაც მოსახლეობაც შეწუხებულია“.
"ობიექტივი"
ამ კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
სამეგრელოში არსებული განუკითხაობის ფონზე ზუგდიდში სატანური სექტის თეოსოფიის მომხრეები გააქტიურდნენ. მდიდრულად ჩაცმული და რუსულ ენაზე მოსაუბრ...
-
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ, რექტორის მოვალეობის შემსრულებლად პროფესიით ისტორიკოსი, სა...
-
ავტორი შოთა ხინჩაგაშვილი 15:26 26.07.2011 ნიუ იორკში მწყერი ხეზე შეჯდა – პირველმა გეი წყვილმა დაამტკიცა, რომ შეუძლიათ სთრეითებივით მოიქცნენ...
-
09:25 14.12.2010 პროექტ "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად"-ს ფარგლებში სამეგრელოში ჩამოყვანილი კიდევ ერთი პედაგოგი სკანდალ...
-
ავტორი ნანა ფაჟავა “მე უნდა შევიდე ნინოშვილის 13-ში” - ეს ფრაზა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ზუგდიდში, აფხაზეთიდან დევნილებთ...
-
19:24 22.05.2012 "ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონ...
-
22:26 27.08.2011 საპატრულო პოლიციის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსმა, ალექსანდრე ბელქანიამ tspress.ge-ს პატრულის იმ თანამშრომლ...
-
palitratv.ge 23:43 04.09.2013 გაფრთხილებთ, კადრები მძიმე სანახავია! ჯონი ბაკარაძე 18 წლის წინ, 22 წლის ასაკში გარდაიცვალა. მამის გადა...
-
გია ნოდიას რეპუტაცია, რომელსაც აქამდე თითქმის არასდროს შეხებია „მსახვრალი ხელი“, ეჭვის ქვეშ დადგა დღეს დილიდან, მას შემდეგ, რაც განათლებისა ...
-
რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, ტეროტირიული მთლიანობის პრობლემის გადაწყვეტა და ევროპულ ინსტიტუტებში ინტეგრაცია იქნება ის პრიორიტეტები, რ...
ყველა დროის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
01:10 02.06.2011 სომხურმა ვებგვერდმა მიხეილ სააკაშვილი გამოჩენილ სომეხთა სიაში შეიყვანა. სია, რომელშიც მსოფლიოს მრავალი გამოჩენილი ადამიან...
-
20:39 11.11.2013 10 ნოემბერს, ღამის თერთმეტის ნახევარზე ყოფილი რესპუბლიკოს მოედანზე თბილისელი ახალგაზრდების საპროტესტო აქცია გაიმართა. ...
-
ავტორი ირაკლი სვანიძე 16:20 09.07.2012 ეს ისეთი დამღაა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოიცილებს! გასულ კვირას, სტუდია GNS-ის მიერ მომზადე...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 23:53 23.12.2010 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიო...
-
გაზიარება IT სპეციალისტები დღემდე კამათობენ, თუ როგორ იშიფრება აბრიავიატურა RSS. IT სფეროში გავრცელებული აზრით, RSS (Really Simple Syndicati...
-
19:48 14.07.2012 გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი და მომღერალი გიორგი ფოჩხუა ზღვაში დაიხრჩო. შემთხვევა დაახლოებით, 2 საათის წინ ანაკ...
-
21:38 10.10.2010 თეა თუთბერიძის სკანდალურ ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი "ასავალ დასავალი". საგაზეთო ინტერვიუში თუთბერიძე იმედს ...
ეს საინტერესოა
- დაბმული ბავშვის საიდუმლო [ფოტორეპორტაჟი]
- გაშიშვლებული ქართველი სახეები ნუცა შანშიაშვილის სკანდალურ კლიპში [video]
- შიშველი ველოსიპედისტების აქცია კანადაში [ფოტოგალერეა]
- მშობლებმა ბავშვი სარეცხ მანქანაში "გარეცხეს" [video]
- რვაფეხა ბავშვი
- სირიაში მამაკაცი ცოცხლად დამარხეს [video]
- ნიკოლოზ ლაგვილავა: სიმღერით – რისკიდან შამპანურამდე
- ნუმეროლოგია: ზოგადი მიმოხილვა დაბადების დღის რიცხვის მიხედვით
- შემოქმედება გულის არევით [ფოტო]
- ქართული ფილმები
- პენისის ხელოვნება – ამერიკელი მხატვარი შედევრებს ქმნის
- რომელია თქვენი ქვა, დაბადების თვეების მიხედვით!
- რა კავშირშია ადამიანის ბედისწერა და დაბადების დღის რიცხვი?
- გვიყვარს და ვზასაობთ? [video]
ვიდეო
- 17:34 17-06-2010 – მეცნიერები ოზი ოსბორნის გენეტიკურ კოდს იკვლევენ [video]
- 22:42 06.06.2010 – ოზი ოსბორნის ცვილის ფიგურამ ყვირილი დაიწყო [video]
- 22:42 06.06.2010 – ბედნიერი პრეზიდენტი და დაქცეული აბაშა [video]
- 23:56 01.05.2010 – კვირაცხოვლობის სახელობის ტაძრის მძარცველი დაკავებულია [video]
ჟურნალისტ ნანა ფაჟავას ზუგდიდის საავადმყოფოში შვილის ექიმთან მიყვანის საშუალება არ მისცეს
რუბრიკიდან: ადამიანის უფლებები
რედაქტორის რჩევით
-
გაზიარება [ილია ჩაჩიბაია] 2009 წლის 22 სექტემბერს რეგიონალური ტელეკომპანია "თრიალეთის" საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია უშანგი იგ...
-
სამეგრელოში არსებული განუკითხაობის ფონზე ზუგდიდში სატანური სექტის თეოსოფიის მომხრეები გააქტიურდნენ. მდიდრულად ჩაცმული და რუსულ ენაზე მოსაუბრ...
-
ავტორი მანანა ნოზაძე 20:00 30.04.2012 გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა დ...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 19:34 06.09.2013 პროკურატურის გამოძიების მასალებით, ჯარისკაც როინ (რომა) შავაძის მკვლელობის საქმეში ფიგურირებენ: შ...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 16:00 01.09.2011 ერეკლე საღლიანი: “მოარული ხმები დადის, რომ ახალი შენობის დასრულებამდე ექსპონატების ზუგდიდში გად...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 20:31 16.08.2013 კულტურულ მემკვიდრეობაზე პასუხისმგებელი პირები საქართველოს ხელისუფლებიდან, არც უცხოელი მეცნიერების...
-
09:25 14.12.2010 პროექტ "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად"-ს ფარგლებში სამეგრელოში ჩამოყვანილი კიდევ ერთი პედაგოგი სკანდალ...
-
ხალხის აზრი გაზიარება [15:26 01-12-2010] მომხრე დავით დარჩიაშვილი, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, პოლიტიკურ მეცნი...
-
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ, რექტორის მოვალეობის შემსრულებლად პროფესიით ისტორიკოსი, სა...
-
20:16 01.06.2012 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედებ...