სვანეთის საგანძურის დამეწყრილ და ნესტიან შენობაში გადატანის გადაწყვეტილება მიიღეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი
00:06 23.11.2011
ხელისუფლებამ მესტიაში, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში, ე.წ. სპეციალურ კონტეინერებში მოთავსებული სიწმინდეების უსაფრთხო და საიმედო ადგილას გადატანის ნაცვლად, გადაწყვიტა სიწმინდეებისა და სხვა ექსპონატების დაბინავება დანესტიანებულ, ნაპრალებიან შენობაში, რომლის უკანა მხრიდან მეწყერია მიმდგარი. ეს არის მესტიის მუსიკალური სკოლის შენობა, რომელიც აეროპორტის გზაზე მდებარეობს.

მასდალის ბოლოს, მიბმული ფაილის სახით, კიდევ ერთხელ გთავაზობთ მუსიკალური სკოლის შენობის ფოტოებს, სადაც ზემოთქმული კარგად ჩანს. ფოტოები რამდენიმე დღი წინაა გადაღებული.


21 ნოემბერს, კულტურის მინისტრის პირველ მოადგილეს, დავით ცხადაძეს შევხვდით, საგანძურის გადასარჩენად შექმნილი საზოგადოებრივი ჯგუფის წევრები: სოსო მანჯავიძე, შოთა გლურჯიძე, დავით ლილუაშვილი, თეა წულუკიანი და მე, ნინო მიქიაშვილი.

შეხვედრის დროს შევიტყვეთ, რომ კულტურის სამინისტრომ ეროვნული საგანძურის და სხვა ექსპონატების მუსიკალურ სკოლაში გადატანის გადაწყვეტილება პატრიარქის ინიციატივით შექმნილ სპეციალურ კომისიასთან შეთანხმების გარეშე, დამოუკიდებლად მიიღო.

დავით ცხადაძემ გვითხრა ისიც, რომ შენობის შიგნიდან გალესვას არ აპირებენ და რომ ამჟამად აღნიშნული შენობის კედლებზე ე.წ. გიფსოკარდონის გაკვრა მიმდინარეობს - “ერთი საათის წინ მესტიიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ 24-ისთვის შენობა მზად იქნება“.
შეხვედრის დროს დასმულ კითხვაზე - როდისთვის იგეგმება სიწმინდეების და სხვა ექსპონატების გადატანა? ცხადაძემ ასეთი პასუხი გასცა: “რა ვიცი, წელსვე უნდა მოხდეს, სასწრაფოდ“.

კულტურის მინისტრის პირველ მოადგილეს არ აქვს პასუხი იმაზე, თუ რატომ მიიღეს ცალმხრივი გადაწყვეტილება, ეროვნული საგანძურისა და სხვა ექსპონატების მუსიკალურ სკოლაში გადატანის შესახებ. მან ამგვარი კითხვის დასმა “არანორმალურად“ მიიჩნია.

ეროვნულმა მუზეუმმა 21 ნოემბერს თავის ვებგვერდზე სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა - “საქართველოს ეროვნული მუზეუმის განცხადება სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმის კოლექციებთან დაკავშირებით“.

ამ განცხადებაში არის აღნიშნული ის, რაც დავით ცხადაძემ შეხვედრის დროს განაცხადა - კულტურის სამინისტრომ ეროვნული საგანძურისა და სხვა ნივთების მუსიკალური სკოლის შენობაში გადატანის გადაწყვეტილება მიიღო. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ, რომლის წაკითხვის შემდეგ შეგიძლიათ გაეცნოთ მესტიისა და ზემო სვანეთის მთავარეპისკოპოსის, მეუფე ილარიონის პოზიციას, ზემოხსენებულ შენობასთან დაკავშირებით, რომელიც მან 21 ნოემბერს, “ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, სატელეფონო ჩართვისას გამოხატა.

ეროვნული მუზეუმის განცხადება:

“საქართველოს ეროვნული მუზეუმი აცნობიერებს რა მთელ პასუხისმგებლობას ეროვნული საგანძურის დაცვა-შენახვაზე და აგრეთვე ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე, სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმის კოლექციების გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აკეთებს შემდეგ განცხადებას:

მესტიის მუზეუმის შენობის სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოების დაწყების გამო, საჭირო გახდა კოლექციების დროებით საცავში გადატანა. ვინაიდან ზემო სვანეთის მოსახლეობის დაჟინებული მოთხოვნა იყო საგანძური მუზეუმის ეზოდან არ გასულიყო, კოლექციებისთვის დროებითი საცავი მოეწყო მესტიის მუზეუმის ეზოში დადგმულ სპეციალურ კონტეინერებში.

საგანძურის საცავისთვის განკუთვნილი კონტეინერი აღჭურვილია კლიმატ კონტროლით და სტელაჟებით. სპეციალისტების მიერ ხორციელდება კლიმატის მონიტორინგი.

დროებით საცავს და ეზოს პერიმეტრს სათანადო ბრძანებების საფუძველზე 24 საათის განმავლობაში გაძლიერებულად იცავს და სასაშვო რეჟიმს ახორციელებს საქართველოს შსს სსიპ-დპდ ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველო.

კოლექციები, თითოეული ექსპონატის მდგომარეობის გათვალისწინებით, კვალიფიციური რესტავრატორების მიერაა შეფუთული. შეფუთვისას გამოყენებულია სათანადო მასალა. ყოველი შეფუთვა წარმოადგენს მიკროკლიმატურ კაფსულას, რომელსაც მინიმუმამდე დაყავს ნივთებზე კლიმატის ცვალებადობით (ფლუქტუაციით) გამოწვეული აგრესია. ამასთანავე, საამორტიზაციო შეფუთვა არბილებს შესაძლო ვიბრაციის ზემოქმედებას და იცავს ექსპონატებს მექანიკური დაზიანებისაგან. შეფუთვა გათვალისწინებულია ნივთების გრძელვადიანი დაცვა-შენახვისთვის.

მუზეუმის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების მსვლელობისას გამოიკვეთა, რომ შენობის ძირითადი ნაწილი რეაბილიტაციას არ ექვემდებარება. აქედან გამომდინარე გადაწყდა ამორტიზირებული შენობის დანგრევა, რამაც სამუშაოების დასრულების ვადა გადასწია.

შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა მუზეუმის ტერიტორიაზე განთავსებულ დროებით საცავში დაცული ექსპონატების გადატანა კაპიტალურ ნაგებობაში.

მესტიის და ზემო სვანეთის ეპარქიისა და ადგილობრივი გამგეობის მიერ დროებითი საცავისთვის შემოთავაზებულ იქნა 8 შენობა. მათი ტექნიკური მახასიათებლების ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა ორი ფართი: წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია და მუსიკალური და სამხატვრო სკოლა.

საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ იხელმძღვანელა რა საქართველოს კანონმდებლობით დამტკიცებული კოლექციების და ფონდების ერთიანობისა და განუყოფლობის პრინციპით არჩევანი გააკეთა მუსიკალურ და სამხატვრო სკოლის შენობაზე. სადაც შესაძლებელია კოლექციის სრულად დაბინავება და მუზეუმის თანამშრომლების მიერ სამუზეუმო საქმიანობის განხორციელება. შენობა აკმაყოფილებს მოთხოვნებს ფართობის, უსაფრთხოების დაცვის და სტაბილური კლიმატის უზრუნველყოფის თვალსაზრისით და ყველაზე მარტივად ადაპტირებადია.

მთავრობის გადაწყვეტილებით შენობის კეთილმოწყობა და ადაპტაცია (კლიმატკონტროლისა და სიგნალიზაციის მოწყობა, გისოსების დამონტაჟება და სხვა) დაევალა ადგილობრივ გამგეობას და ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები.

სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმის კოლექციები უმოკლეს ვადაში სრულად გადავა აღნიშნულ შენობაში უსაფრთხოებისა და სამუზეუმო წესების სრული დაცვით.

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წუხს, რომ მოხდა არსებული სიტუაციის პოლიტიზირება, ცაკლეული პირების მიერ უსაფუძვლო ჭორების აგორება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

საქართველოს ეროვნული მუზეუმი მომავალშიც გააგრძელებს საპატრიარქოს კომისიასთან თანამშრომლობას და კომისიის წევრებთან ერთად წარმართავს კოლექციების გადატანის პროცესს“.

მეუფე ილარიონი: “იქ ხატების განთავსება არ შეიძლება“

მუსიკალური სკოლის შენობა მესტიისა და ზემო სვანეთის მთავარპისკოპოსმა, მეუფე ილარიონმა რამდენიმე დღის წინ დაათვალიერა. “ობიექტივის“ კითხვაზე - რა მდგომარეობაშია აღნიშნული შენობა და შეიძლება თუ არა იქ საგანძურისა და სხვა ნივთების გადატანა და დაბინავება? მეუფე ილარიონის პასუხი ასეთია:

“ეს არის ძალზედ მოუწესრიგებელი შენობა, რომლის გვერდზე ორი ნანგრევია. ეზო ღობით შემოფარგლული არ არის. ამ ეტაპზე შენობის შიგნით რემონტი მიმდინარეობს თუ არა, ეს არ ვიცი, მაგრამ ახლადგარემონტებულ შენობაში როგორ შეიძლება სიწმინდეების განთავსება?! ამ შენობის ფოტომასალა (შიგნიდანაც და გარედანაც) საპატრიარქოში წარვადგინე. ძალიან არასახარბიელო მდგომარეობაა. ჩემი აზრით, იქ ხატების განთავსება არ შეიძლება. შენობის უკანა მხარეს მეწყერია ჩამოსული. შიგნით სინესტე იყო.

კომისიაში, რომელიც შედგა, სამი მხარე იყო წარმოდგენილი. ჩვენ მაშინ შევთავაზეთ წმინდა ნიკოლოზის და ილარიონ ქართველის სახელობის ტაძრები, იმ დრომდე, სანამ ახალი მუზეუმი აშენდებოდა და შესაბამისი გარემო შეიქმნებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შეთავაზება არ მიიღეს. არ ვიცი რატომ, მაგრამ ისინი შიშობენ, რომ ეს ხატები ეკლესიაში განთავსდეს, რაც ლოგიკურად ეჭვს იწვევს, თუ რატომ ხდება ასე.

ხატების კონტეინერებში ეკლესიის გარეშე გადაიტანეს; ეკლესიის წარმომადგენლებთან ერთად მათი ინვენტარიზაცია უნდა მომხდარიყო. ეს არ გაკეთდა. გამომდინარე აქედან, ჩნდება ეჭვი - საზოგადოებისა და ეკლესიისგან ფარულად რატომ ხდება ამ სიწმინდეების გადატანა?! ყველაფერი ვიღონეთ იმისთვის, რომ ეს გაეგოთ, მაგრამ არ ესმით“.

მერაბ ბუჩუკური: სიწმინდეების მუსიკალური სკოლის შენობაში გადატანა ჩვენ არ უნდა დავუშვათ“

21 ნოემბერს “ობიექტივის“ სტუდიაში სტუმრად იმყოფებოდა მხატვარ-რესტავრატორი მერაბ ბუჩუკური, რომელიც ამავდროულად, პატრიარქის ინიციატივით შემქნილი სპეციალური კომისიის წევრია. მისი თქმით, სვანეთში დაცული ფერწერული ხატების დაახლოებით 95% უშუალოდ მის მიერ არის რესტავრირებული და გამომდინარე აქედან, მათი მდგომარეობა იცის.

იმ შენობის შესაახებ, რომელშიც ხელისუფლებმ ეროვნული საგანძური გადატანა და დაბინავება გადაწყვიტა, მერაბ ბუჩუკურმა განაცხადა:

“ეს არის ორსართულიანი, საკმაოდ ძველი შენობა. აშენებულია ჩვეულებრივ საცხოვრებელ სახლად. შენობის უკანა მხარეს მთის ნაშალია მოწოლილი - პირველ სართულს თითქმის ასცდა. გამორიცხული არ არის მეწყერიც დაიძრას. არის საშინელი სინესტე. იმის გამო რომ სინესტე იყო, ამ შენობის კედლები პირდაპირ ხით მოაპირკეთეს, რადგან იქ არსებული სინესტე არანაირ შელესილობას არ გაიჩერებდა. იატაკი ძალიან ძველი და ნახევრად დამპალია. შენობის გადახურვა არის ხის. მცირე მიწისძვრა, ან რყევა, რომ იყოს, ეს შენობა შეიძლება დაინგრეს.

სვანეთში დაცული ფერწერული ხატების 95%-ის (შეიძლება 98%-ის, მაგრამ ნუ დავითვლით) რესტავრაცია პირადად ჩემს მიერ არის ჩატარებული. ამიტომ, ამ ხატების გადატანა ისეთ სივრცეში, სადაც არის ნესტი, დაჭიანებული კედლები, იატაკი და ჭერი, არის საფრთხის შემცველი და მე უკვე ვისაუბრე იმაზე, რომ ამ შენობის დანგრევის საშიშროება არსებობს. სიწმინდეების მუსიკალური სკოლის შენობაში გადატანა ჩვენ არ უნდა დავუშვათ“.

მასალაზე მუშაობას ვასრულებდი, როცა შევიტყვე, რომ ზემოხსენებული ორსართულიანი შენობის პირველ სართულს ამზადებენ ეროვნული საგანძურის დასაბინავებლად.



"ობიექტივი"


რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...