ავტორი ნინო მიქიაშვილი
22:52 15.11.2011
მესტიაში ამჟამად 18 გრადუსი ყინვა და დაახლოებით 30 სანტიმეტრი სიმაღლის თოვლია. მესტიაში დაცული ეროვნული საგანძური ისევ კონტეინერებშია ჩაკეტილი. საბედნიეროდ, უკვე აღარავინ დაობს იმაზე, რომ ამ ზამთარში საგანძურის კონტეინერებში დატოვება შესაძლებელია. ახლა დავა და კამათი იმაზე მიდის, რომელ ნაგებობაში გადავა ჩვენი სიწმინდეები.
კულტურის მინისტრი ნიკა რურუა საგანძურის თემას რომიდან გამოეხმაურა. “ობიექტივმა“ მისი განცხადება პირველი არხის 20-საათიან მოამბეში მოისმინა. რურუა ამბობს, რომ საზოგადოების ვნებათაღელვა საფუძველს მოკლებულია (http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=gpb&seekTime=15-11-2011%2020:12 ):
“ეს ნივთები, რომელიც დროებით კონტეინერებშია მოთავსებული, უცხოეთიდან, ხაზს ვუსვამ, უცხოეთიდან სპეციალურად ჩამოტანილ კონტეინერებშია შენახული; ექსპონატები, დროებით განთავსდა მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე. ახლა რადგან გაირკვა, რომ შენობა კეთდება ახალი, ეს დროებით განლაგებული კონტეინერები გადავა სხვა შენობაში, სანამ მუზეუმი დამთავრდება. ყველანაირი ვნებათაღელვა იმაზე, რომ ვითომ შეიძლება სვანეთის საგანძური დაზიანდეს, არის უბრალოდ, ტყუილი“.
კულტურის მინისტრს თავისი თვალით არ უნახავს ის მასალა, რისგანაც ე.წ. კონტეინერებია შეკრული. ადვილად შესაძლებელია, რომ მას ინფორმაცია არასწორად მიაწოდეს. შეგახსენებთ, რომ “ობიექტივმა“ ოქტომბრის დასაწყისში, მესტიიდან ჩამოიტანა ის მასალა, რისგანაც “ უცხოეთიდან სპეციალურად ჩამოტანილი კონტეინერებია“ შეკრული. ეს არის ლითონის თხელ ფირფიტებს შორის მოქცეული ე.წ. ზღვის ქაფი, რომელსაც ჩინურად აწერია: “გვანდუნის პროვინცია, ჭუნგშანის ქარხანა“. სვანეთში ყოფნისას, იქაური მუზეუმის კონსერვატორმა გვითხრა, რომ კონტეინერები იტალიიდანაა გამოწერილი. ახლა ნიკა რურუა ხაზგასმით ამბობს, რომ კონტეინერები უცხოეთიდანაა ჩამოტანილი, თუმცა, ქვეყანას არ ასახელებს.
კულტურის მინისტრის რომში გაკეთებული განცხადებიდან ჩანს, რომ მისთვის ახლა გაირკვა ახალი მუზუემის აშენების საკითხი, მაშინ, როცა მუზეუმის შენობას სახურავი მაისში გადახადეს და ივნისის ბოლოდან დაიწყეს მისი ნგრევა, რასაც მასშტაბურ რეკონსტრუქციას უწოდებენ.
“ყველანაირი ვნებათაღელვა იმაზე, რომ ვითომ შეიძლება სვანეთის საგანძური დაზიანდეს, არის უბრალოდ, ტყუილი“ - როგორც ჩანს კულტურის მინისტრს ამ შემთხვევაშიც არასწორად აქვს ინფორმაცია მიწოდებული, ან რეალური სიტუაცია იცის, მაგრამ თავს იტყუებს. ჩვენი აზრით, მისი განცხადებიდან გამომდინარე სხვაგვარი დასკვნის გაკეთება რთულია.
კულტურის სამინისტროს ვებგვერდზე დღეს ვნახეთ 14 ნოემბრით დათარიღებული განცხადება, საგანძურთან დაკავშირებით, რომელსაც თან ახლავს ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული კომისიის შუალედური დასკვნა.
“სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმის სრულ რეაბილიტაციასთან და მისი საგანძურის დროებით დაცვა-შენახვასთან დაკავშირებული ვნებათაღელვა რეალურ საფუძველს მოკლებულია.
სრული პასუხისმგებლობით ვაცნობიერებთ მესტიის მუზეუმში დაცული მატერიალური კულტურის ძეგლთა მნიშვნელობას. სწორედ მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გადაწყდა ისტორიული ექსპონატების, სამუზეუმო სტანდარტების სრული დაცვით, სპეციალურ კონტეინერებში მოთავსება.
ამინდის მკვეთრი გაუარესების გამო დღეისათვის მიმდინარეობს მესტიაში არსებული შესაბამისი კაპიტალური შენობის მომზადება.
შერჩეული შენობის მოწყობა უახლოეს დღეებში დასრულდება. ამ დროებითი საცავიდან ექსპონატები განახლებულ მუზეუმში სავარაუდოდ მომავალ - 2012 წელს გადავა. იხილეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ს 2011 წლის 25 ოქტომბრის N112 მომართვის საფუძველზე შექმნილი კომისიის შუალედური დასკვნა“, - ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში, რასაც თან ახლავს ზემოხსენებული კომისიის 7-გვერდიანი შუალედური დასკვნა, რომლის წაკითხვა ამ მისამართზეა შესაძლებელი: http://www.mcs.gov.ge/topicdetals-2.894.html.
პირველი არხის მიერ მომზადებულ ვრცელ სიუჟეტში წამყვანი ამბობს, რომ 5 სავარაუდო შენობა დასახელდა და არჩევანი ორ მათგანზე შეჩერდა - წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაზე და სამხატვრო სკოლაზე. ის რომ კომისიის არჩევანი სამხატვრო სკოლაზე შეჩერდა, არის სიცრუეა, რადგან კომისიის წევრების მესტიაში ყოფნისას ეს შენობა არც არავის უნახავს და არც შეურჩევია. სამხატვრო სკოლად წოდებული შენობა, რომელიც ჩვენი ინფორმაციით მუსიკალური სკოლის შენობაა, კულტურის მინისტრის მოადგილემ, დავით ქირიამ შეარჩია - ის 7 ნოემბერს მესტიაში ჩავიდა და გადაწყვიტა, რომ საგანძურის და სხვა ნივთების მოსათავსებლად მუსიკალური სკოლის შენობა (რომელზეც შუალედურ დასკვნაში წერია, რომ კაპიტალური შენობაა) არის საუკეთესო ვარიანტი.
“ობიექტივს“ აქვს რამდენიმე დღის წინ გადაღებული ამ “კაპიტალური“ შენობის ფოტოები, რომელიც სინამდვილეში ამორტიზირებულია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ დღეს, 15 ნოემბერს ახალი სავარაუდო შენობა გაჩნდა. ეს არის მესტიის მოქმედი საავადმყოფოს შენობა, რომლის ფოტოები სავარაუდოდ ხვალ მექნება.
იმ მკითხველს, ვისაც გაუჩნდება კითხვა - საიდან მაქვს ინფორმაცია ახალი სავარაუდო შენობის შესახებ, ვეტყვი, რომ გახლავართ იმ კომისიის ერთ-ერთი წევრი, რომელიც პატრიარქის ინიციატივით შეიქმნა და რომელიც ეროვნული მუზეუმის კომისიასთან ერთად 1-3 ნოემბერს მესტიაში იმყოფებოდა.
"ობიექტივი"
ამ კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
გაზიარება [სიმონ ჯანაშია. 17:18 23-06-2010] განათლების ცნობილი მკვლევარი და თეორეტიკოსი ჯონ დიუი თავის ცნობილ წიგნში "დემოკრატია და გან...
-
20:15 28.03.2015 ყოფილი დეპუტატის გურამ (ცაცა) შელიას განცხადება: „მახსოვს ზუგდიდის „ოდიში" თბილისში ეთამაშა „დინამოს", თამაშ...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 15:20 30.10.2011 კინოს სახლში, “საერთო სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის“ ყრილობაზე ახალი პოლიტიკური გაერთიანება –...
-
22:06 07.11.2011 "ჟურნალისტმა უნდა იცოდეს, რომ დიდ პოლიტიკოსს და მომავალ პრეზიდენტს ბეღურებზე არ უნდა ესაუბრო!" – აცხადებს საქართ...
-
საერთაშორისო ორგანიზაცია ”აირექსმა”, რომლის ზოგიერთ პროგრამას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აფინანსებს, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების...
-
15:00 10.12.2019 მე უფრო სწრაფი ადამიანი ვარ. ვფიქრობდი, „ჰოპ, ჰოპ“ და მოვილაპარაკებთ, მაგრამ ასე არ მოხდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზი...
-
ავტორი მირიან ბოქოლიშვილი 11:51 08-10-2010 „გამა სონეტი იგალობეს კახპა ქალებმა, ვიყავი ისეთი სასურველი, გამომყვა თბილი სუნთქვა საწოლიდან, შე...
-
14:00 05.02.2020 „ენდიაის“ კვლევა პოლიტიკური კორუფციის მაგალითია, პოლიტიკური კორუფცია კი დანაშაულია და დასჯადია, – ამის შესახებ „პატრიოტთ...
-
ქუთაისის ტელეკომპანია „რიონის“ 4 თანამშრომელი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაშავდა, წუხელ მომხდარი ავტოავარიის შედეგად. როგორც Media.Ge-ს კორესპ...
-
14:26 21.06.2011 მას შემდეგ რაც მეგრელებმა ლენინის ძეგლი ისტორიულ სანაგვეზე გაისტუმრეს, ზუგდიდის ცენტრში ეკლესიის მსახურთა ძალისხმევით ...
ყველა დროის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
01:10 02.06.2011 სომხურმა ვებგვერდმა მიხეილ სააკაშვილი გამოჩენილ სომეხთა სიაში შეიყვანა. სია, რომელშიც მსოფლიოს მრავალი გამოჩენილი ადამიან...
-
20:39 11.11.2013 10 ნოემბერს, ღამის თერთმეტის ნახევარზე ყოფილი რესპუბლიკოს მოედანზე თბილისელი ახალგაზრდების საპროტესტო აქცია გაიმართა. ...
-
ავტორი ირაკლი სვანიძე 16:20 09.07.2012 ეს ისეთი დამღაა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოიცილებს! გასულ კვირას, სტუდია GNS-ის მიერ მომზადე...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 23:53 23.12.2010 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიო...
-
გაზიარება IT სპეციალისტები დღემდე კამათობენ, თუ როგორ იშიფრება აბრიავიატურა RSS. IT სფეროში გავრცელებული აზრით, RSS (Really Simple Syndicati...
-
19:48 14.07.2012 გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი და მომღერალი გიორგი ფოჩხუა ზღვაში დაიხრჩო. შემთხვევა დაახლოებით, 2 საათის წინ ანაკ...
-
21:38 10.10.2010 თეა თუთბერიძის სკანდალურ ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი "ასავალ დასავალი". საგაზეთო ინტერვიუში თუთბერიძე იმედს ...
ეს საინტერესოა
- დაბმული ბავშვის საიდუმლო [ფოტორეპორტაჟი]
- გაშიშვლებული ქართველი სახეები ნუცა შანშიაშვილის სკანდალურ კლიპში [video]
- შიშველი ველოსიპედისტების აქცია კანადაში [ფოტოგალერეა]
- მშობლებმა ბავშვი სარეცხ მანქანაში "გარეცხეს" [video]
- რვაფეხა ბავშვი
- სირიაში მამაკაცი ცოცხლად დამარხეს [video]
- ნიკოლოზ ლაგვილავა: სიმღერით – რისკიდან შამპანურამდე
- ნუმეროლოგია: ზოგადი მიმოხილვა დაბადების დღის რიცხვის მიხედვით
- შემოქმედება გულის არევით [ფოტო]
- ქართული ფილმები
- პენისის ხელოვნება – ამერიკელი მხატვარი შედევრებს ქმნის
- რომელია თქვენი ქვა, დაბადების თვეების მიხედვით!
- რა კავშირშია ადამიანის ბედისწერა და დაბადების დღის რიცხვი?
- გვიყვარს და ვზასაობთ? [video]
ვიდეო
- 17:34 17-06-2010 – მეცნიერები ოზი ოსბორნის გენეტიკურ კოდს იკვლევენ [video]
- 22:42 06.06.2010 – ოზი ოსბორნის ცვილის ფიგურამ ყვირილი დაიწყო [video]
- 22:42 06.06.2010 – ბედნიერი პრეზიდენტი და დაქცეული აბაშა [video]
- 23:56 01.05.2010 – კვირაცხოვლობის სახელობის ტაძრის მძარცველი დაკავებულია [video]
რურუა რომიდან საგანძურის თემას გამოეხმაურა
რუბრიკიდან: პოლიტიკა
რედაქტორის რჩევით
-
15:00 10.12.2019 მე უფრო სწრაფი ადამიანი ვარ. ვფიქრობდი, „ჰოპ, ჰოპ“ და მოვილაპარაკებთ, მაგრამ ასე არ მოხდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზი...
-
ავტორი მირიან ბოქოლიშვილი 11:51 08-10-2010 „გამა სონეტი იგალობეს კახპა ქალებმა, ვიყავი ისეთი სასურველი, გამომყვა თბილი სუნთქვა საწოლიდან, შე...
-
14:00 05.02.2020 „ენდიაის“ კვლევა პოლიტიკური კორუფციის მაგალითია, პოლიტიკური კორუფცია კი დანაშაულია და დასჯადია, – ამის შესახებ „პატრიოტთ...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 15:20 30.10.2011 კინოს სახლში, “საერთო სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის“ ყრილობაზე ახალი პოლიტიკური გაერთიანება –...
-
გაზიარება [სიმონ ჯანაშია. 17:18 23-06-2010] განათლების ცნობილი მკვლევარი და თეორეტიკოსი ჯონ დიუი თავის ცნობილ წიგნში "დემოკრატია და გან...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 18:58 18.04.2020 „ვიყავით დაახლოებით ათასამდე. ამ რაოდენობაში ვთვლი: სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს, ...
-
17:11 13.10.2014 საქმე # N1006805. ფრაგმენტი პროკურორის დასკვნითი სიტყვიდან:“ფაქტია, რომ დავით ახალაია, გიორგი მაზმიშვილი, ლევან ქარდავა,...
-
20:15 28.03.2015 ყოფილი დეპუტატის გურამ (ცაცა) შელიას განცხადება: „მახსოვს ზუგდიდის „ოდიში" თბილისში ეთამაშა „დინამოს", თამაშ...
-
საერთაშორისო ორგანიზაცია ”აირექსმა”, რომლის ზოგიერთ პროგრამას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აფინანსებს, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების...
-
09:25 14.12.2010 პროექტ "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად"-ს ფარგლებში სამეგრელოში ჩამოყვანილი კიდევ ერთი პედაგოგი სკანდალ...