23:06 06.10.2011
-„ექვსიანი“ უმოქმედობამ დაშალა, უსუფაშვილი კი გამუდმებით ადანაშაულებს ვიღაცას,“- ასე უპასუხა სამეგრელოდან თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ „ექვსიანში“ შემავალი პოლიტიკური ჯგუფების ბრალდებას.-„ექვსიანი“ უმოქმედობამ დაშალა, უსუფაშვილი კი გამუდმებით ადანაშაულებს ვიღაცას,“- ასე უპასუხა სამეგრელოდან თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ „ექვსიანში“ შემავალი პოლიტიკური ჯგუფების ბრალდებას.
ალასანიას თქმით, ის გამუდმებით თხოვდა „ექვსიანის“ მოსახლეობასთან შეხვედრებში ჩართვას, თუმცა, მისი თქმით, იყო ყოყმანი.
-„ამის დრო და ფუფუნება კი არაა. საქმე კაბინეტებიდან არ კეთდება“,-განაცხადა მან.
ექვსმა პოლიტიკურმა პარტიამ: “ეროვნული ფორუმმა”, “თავისუფალი დემოკრატებმა”, “კონსერვატიული პარტიამ”, “რესპუბლიკური პარტიამ”, “საქართველოს გზამ” და “ხალხის პარტიამ“, მიმდინარე წლის ივლისში, შექმნეს პოლიტიკური კოალიცია „თავისუფალი არჩევნები“. თუმცა, კოალიცია, გუშინ, ირაკლი ალასანიამ დაშლილად გამოაცხადა.
„ბოლო ხანებში გაირკვა, რომ კოალიციის ორი დამფუძნებელი პარტნიორი (“თავისუფალი დემოკრატები” და “ეროვნული ფორუმი”), სხვადასხვა მიზეზის გამო, სადამფუძნებლო შეთანხმების შესრულებაზე უარს ამბობს და გვთავაზობს დაგეგმილი და გამოცხადებული კოალიციური ინტეგრაციის გადადებას გაურკვეველი მიზეზებით, გაურკვეველი ვადით და გაურკვეველი მოვლენების მოლოდინში,“ – ნათქვამია დაშლილი „ექვსიანის“ განცხადებაში.
| tspress.ge |
