23:00 17.10.2011
„ყველაზე მეტად ჩვენი ბავშვები მიყვარს, რადგან მათ მთლიანად ესმით ჩემი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, ფოთში სტუმრობისას.სააკაშვილმა იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ახლადაშენებული 32-სახლიანი ,,ახალი რაიონის“ გახსნისას განაცხადა: „ხშირად მეც ბავშვების მსგვასად მიყვარს ფანტაზია და ლამაზი რაღაცების დახატვა, ოღონდ მერე ამას ვასრულებ ხოლმე. მე ვისურვებდი, რომ ყველა ამ ბავშვის ყველაზე თამამი ფანტაზიაც კი ასრულებულიყოს. მე მინდა, ყველა მათგანს ჩვენ შთავაგონოთ, რომ საქართველო თითოეულ ჩვენგანს გვეკუთვნის.საქართველო თითოეულ ჩვენგანს გვეკუთვნის“.
„სამწუხაროა, მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს ის უსამართლობა, რომელიც 1993-94 წლებში თქვენ მიმართ ხორციელდებოდა მაშინდელი ძალიან ცუდი მთვარობის მიერ მახსოვს, დევნილების დამცირება. ისიც მახსოვს, როცა დევნილი ბავშვი სკოლაში მივიდოდა, როგორ ახსენებდნენ მას, რომ ის დევნილი იყო. ამცირებდნენ იმ ადამიანს, რომელიც მცირეოდენ გასამრჯელოს შოულობდა ჯიხურში ვაჭრობით და შეახსენებდნენ, რომ ის დევნილი იყო. ზოგიერთი დასცინოდა კიდეც თქვენს აქცენტს, რომელიც მე ძალიან მიყვარს და მიმაჩნია, რომ ყველაზე კარგი ქართული დიალექტია. მოდით, ახლა ეს ყველაფერი გადავდოთ გვერდით იმიტომ, რომ ეს ყველაფერი წარსულშია, იმიტომ, რომ ეს არის ახალი საქართველო, სადაც ვერავინ ვერავის დაამცირებს, სადაც ვერავინ ვერავის ვეღარ შეურაცხყოფს, ვერავინ ვერავის გადახედავს ზემოდან და ვერ ვერასდროს წამოგაძახებთ, რომ თქვენ ამას არ იმსახურებთ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, საქართველოში ყველაზე მეტ პატივისცემას დევნილები იმსახურებენ, რადგან მათ ყველაზე მეტი დაკარგეს და ყველაზე მეტი ეკუთვნით.
„კარგი დღე არის და ამ დღეს ყველანი ერთად ველოდით. უახლოეს კვირებში ბათუმში ვხსნით ზუსტად ასეთ რაიონს, შემდეგ წყალტუბოში, გაგრძელდება სამუშაოები თბილისშიც, ბათუმშიც, ფოთშიც, წყალტუბოსა და ქუთაისშიც. ეს აღმშენებლობა ,რასაც ვქმნით დღეს, საბოლოო ჯამში ერთ მთლიან აშენებულ საქართველოდ შეიკვრება“, - განაცხადა სააკაშვილმა.
tribuna.ge
