15:55 21.07.2011
რა ხდება ამ ქვეყანაში, ძნელი გასაგებია. რიგითი მოკვდავისთვის სინამდვილეს ისეთი გაუმჭვირვალე ბურუსი აქვს გადაკრული, რომ მის მიღმა არაფერი ჩანს. იჭერენ ადამიანებს, დაუდგენელი რჩება, რისთვის! გვეუბნებიან, რომ დანაშაულია ჩადენილი, მაგრამ ამ დანაშაულის მტკიცებულებებზე ვერ ისაუბრებენ, რადგან არსებობს ასეთი გამოსავალი - გრიფი "საიდუმლო"...
...ადვოკატები დაცვის ნაცვლად ბრალდებულთა დანაშაულს საჯაროდ ამტკიცებენ. ერთი სიტყვით, ყველაფერი აირია ირგვლივ და ჩვენს თავებშიც. დღეს ცნობილი ხდება ხელისუფლების კიდევ ერთი ბლეფის შესახებ. შსს-მ განაცხადა, რომ 26 მაისის ღამით რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დარბევის დროს პროფესიული უფლებამოსილების გადამეტების საფუძველზე დაისაჯნენ პოლიციის თანამშრომლები, მათ შორის, მაღალჩინოსნები. თუმცა პოლიციელის დასჯა რაღაც სხვა რამ ყოფილა.
ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი აბაშიძე, რომელიც 26 მაისის აქციასთან დაკავშირებით "დასჯილ" მაღალჩინოსან პოლიციელთა შორის მოხვდა, მოგვიანებით (თუმცა რაღა მოგვიანებით, 2 თვის თავზე!) მცხეთა-მთიანეთის პოლიციის სამხარეო სამმართველოს უფროსად გადაიყვანეს.
რასთან გვაქვს საქმე? მარტო საზოგადოების მოტყუებასთან? მარტო საერთაშორისო ორგანიზაციების მოტყუებასთან? იქნებ თავად ხელისუფლების პირველი პირის მოტყუებასთან? ჩვენ გვახსოვს 15 ივლისი, როდესაც შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა რიხითა და პასუხისმგებლობის განცდით გვაუწყა, რომ მისმა სტრუქტურამ გაითვალისწინა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მოთხოვნა, ენდო მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ კადრებს, სახალხო დამცველის განცხადებას და თავისი რამდენიმე თანამშრომელი დასაჯა - კერძოდ, სამინისტროს ოთხი თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვეს, ერთი თანამშრომელი თანამდებობიდან ჩამოაქვეითეს, სამს სასტიკი საყვედური გამოუცხადეს, ხოლო რვას - საყვედური. მაშ როგორ აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი, ადრესატი ამ საყვედურისა, ზემოთ ხსენებული პოლიციის მაღალჩინოსანი, ისევ მაღალჩინოსნურ თანამდებობაზე აღმოჩნდა?
ეს შემთხვევა არ გახლავთ ერთი კერძო შემთხვევა და აღმაშფოთებელიც სხვა მხრივ არის. ორმაგი სტანდარტი - ერთი საზოგადოების წინაშე თავის მოსაკატუნებლად, მეორე - საკუთარ კაბინეტებში საზოგადოებაზე ხითხითი. რას გააკეთებს ხვალ იგივე ან სხვა მაღალჩინოსანი პოლიციისა? როცა იცის, რომ მას არავინ დასჯის, დარწმუნებულია თავის ხელშეუხებლობაში? შესაძლოა, ამის მერე ერთ მომიტინგეს მისმა ათმა კი არა, 50-მა პოლიციელმა სცემოს, მარტო წიხლებით და ხელჯოხებით აღარ. გაატყავოს - ისე, როგორ გირგვლიანი გაატყავა. ესროლოს პირდაპირ და დამიზნებით - როგორც გამცემლიძეს ესროლა. პოლიციელები არ ისჯებიან. ამას კანონისა და სამართლის შერჩევითობა ჰქვია და ყველაზე ჩამოწერილ ქვეყნებში ბედავენ მის გამოყენებას. რა დემოკრატია! რის სასამართლო რეფორმა! ვანოს და შოთას კაბინეტებში წყდება ჩვენი სიცოცხლისა და სიკვდილის, თავისუფლებისა და პატიმრობის საკითხები! ეს ყველამ ვიცით, მაგრამ საქმე ისეა, რომ გინდ გცოდნია, გინდ არა.
გინდ გცოდნია და გინდ არა, რომ 26 მაისის მიტინგის დარბევა კანონის დარღვევით მოხდა!
გინდ გცოდნია და გინდ არა, რომ პოლიციის არც ერთი თანამშრომელი ამ დარღვევისთვის არ დასჯილა!
გინდ გცოდნია და გინდ არა, რომ ფოტორეპორტიორებიც რომ პოლიციელები ყოფილიყვნენ, მათაც ექნებოდათ ხელშეუხებლობის გარანტია!
გინდ გცოდნია და გინდ არა, რომ სამარშრუტო ტაქსში 80 თეთრი არ უნდა გადაიხადო ( მაინც გადაიხდი).
გინდ გცოდნია და გინდ არა, რომ რამდენიც უნდა წერო, მაინც ჩამოწერილი ხარ.
"ახალი 7 დღე"
ამ კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
20:16 01.06.2012 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედებ...
-
ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ჭაბუა ამირეჯიბი ბერად აღიკვეცება. გაზიარება [03:41 16-10-2010] როგორც "ინტერპრესნიუსს" წარმომა...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 16:00 01.09.2011 ერეკლე საღლიანი: “მოარული ხმები დადის, რომ ახალი შენობის დასრულებამდე ექსპონატების ზუგდიდში გად...
-
ავტორი ნინო სუარიშვილი 17:29 23.08.2013 ამ წუთებში სამეგრელო ზემო-სვანეთის მთავარ პროკურატურასთან გვარამიების ოჯახთან ერთად 50-ზე მეტი ...
-
მადლობა პატრულს არსებობისთვის! – ეს სიტყვები, საქართველოს სახალხო დამცველს, გიორგი ტუღუშს ეკუთვნის. “ფრთიანი ფრაზა”, ტუღუშმა 19 ნოემბერს საქ...
-
00:01 20.10.2011 დღეს, 20 ოქტომბერს, 17 საათზე, სამეფო უბნის თეატრში ნაზი შამანაურის სახელობის მედლის გადაცემის ცერემონია გაიმართება. სამ ქ...
-
14:26 21.06.2011 მას შემდეგ რაც მეგრელებმა ლენინის ძეგლი ისტორიულ სანაგვეზე გაისტუმრეს, ზუგდიდის ცენტრში ეკლესიის მსახურთა ძალისხმევით ...
-
18:05 24.05.2012 გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გ...
-
ავტორი მედია-კავშირი „ობიექტივი“ 01:37 11.02.2012 მოგეხსენებათ, რომ მედია-კავშირი „ობიექტივი“ 24-საათიან რეჟიმში მაუწყებლობს. შესაბამისად, ...
-
ავტორი ტრიბუნა.ge 15:26 10.09.2011 Wikileaks-ის მიერ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ დოკუმენტში საქართველოს განათლების მინისტრის დიმიტრი შაშკინისა და...
ყველა დროის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
01:10 02.06.2011 სომხურმა ვებგვერდმა მიხეილ სააკაშვილი გამოჩენილ სომეხთა სიაში შეიყვანა. სია, რომელშიც მსოფლიოს მრავალი გამოჩენილი ადამიან...
-
20:39 11.11.2013 10 ნოემბერს, ღამის თერთმეტის ნახევარზე ყოფილი რესპუბლიკოს მოედანზე თბილისელი ახალგაზრდების საპროტესტო აქცია გაიმართა. ...
-
ავტორი ირაკლი სვანიძე 16:20 09.07.2012 ეს ისეთი დამღაა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოიცილებს! გასულ კვირას, სტუდია GNS-ის მიერ მომზადე...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 23:53 23.12.2010 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიო...
-
გაზიარება IT სპეციალისტები დღემდე კამათობენ, თუ როგორ იშიფრება აბრიავიატურა RSS. IT სფეროში გავრცელებული აზრით, RSS (Really Simple Syndicati...
-
19:48 14.07.2012 გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი და მომღერალი გიორგი ფოჩხუა ზღვაში დაიხრჩო. შემთხვევა დაახლოებით, 2 საათის წინ ანაკ...
-
21:38 10.10.2010 თეა თუთბერიძის სკანდალურ ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი "ასავალ დასავალი". საგაზეთო ინტერვიუში თუთბერიძე იმედს ...
ეს საინტერესოა
- დაბმული ბავშვის საიდუმლო [ფოტორეპორტაჟი]
- გაშიშვლებული ქართველი სახეები ნუცა შანშიაშვილის სკანდალურ კლიპში [video]
- შიშველი ველოსიპედისტების აქცია კანადაში [ფოტოგალერეა]
- მშობლებმა ბავშვი სარეცხ მანქანაში "გარეცხეს" [video]
- რვაფეხა ბავშვი
- სირიაში მამაკაცი ცოცხლად დამარხეს [video]
- ნიკოლოზ ლაგვილავა: სიმღერით – რისკიდან შამპანურამდე
- ნუმეროლოგია: ზოგადი მიმოხილვა დაბადების დღის რიცხვის მიხედვით
- შემოქმედება გულის არევით [ფოტო]
- ქართული ფილმები
- პენისის ხელოვნება – ამერიკელი მხატვარი შედევრებს ქმნის
- რომელია თქვენი ქვა, დაბადების თვეების მიხედვით!
- რა კავშირშია ადამიანის ბედისწერა და დაბადების დღის რიცხვი?
- გვიყვარს და ვზასაობთ? [video]
ვიდეო
- 17:34 17-06-2010 – მეცნიერები ოზი ოსბორნის გენეტიკურ კოდს იკვლევენ [video]
- 22:42 06.06.2010 – ოზი ოსბორნის ცვილის ფიგურამ ყვირილი დაიწყო [video]
- 22:42 06.06.2010 – ბედნიერი პრეზიდენტი და დაქცეული აბაშა [video]
- 23:56 01.05.2010 – კვირაცხოვლობის სახელობის ტაძრის მძარცველი დაკავებულია [video]
რეპორტიორიც პოლიციელი რომ ყოფილიყო!
რედაქტორის რჩევით
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 16:00 01.09.2011 ერეკლე საღლიანი: “მოარული ხმები დადის, რომ ახალი შენობის დასრულებამდე ექსპონატების ზუგდიდში გად...
-
20:16 01.06.2012 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედებ...
-
მოამზადა დავით შალიკაშვილმა 18:18 24.06.2012 ცნობილი ქართველი მომღერალი ნინო ქათამაძე დიდი პოპულარობით სარგებლობს რუსეთში. ახლახან საიტმა ”ლ...
-
ავტორი ნინო სუარიშვილი 17:29 23.08.2013 ამ წუთებში სამეგრელო ზემო-სვანეთის მთავარ პროკურატურასთან გვარამიების ოჯახთან ერთად 50-ზე მეტი ...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 20:31 16.08.2013 კულტურულ მემკვიდრეობაზე პასუხისმგებელი პირები საქართველოს ხელისუფლებიდან, არც უცხოელი მეცნიერების...
-
ექსკლუზიური ”ჩახდა” [video] რუბრიკიდან კომე ძ ია 20:49 02.09.2011 პირდაპირი ჩართვისას კორესპონდენტს მოქალაქემ შარვალი ჩააძრო. სხვადასხვა დრო...
-
02:10 26.07.2011 ორშაბათის ნომერში, მამა ელისბარის სენსაციურ ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი "ასავალ დასავალი", სადაც საეკლესიო პირი გ...
-
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2 ოქტომბერს ზუგდიდის თეატრს უმასპინძლებს დასაწყისი: 12:00 სთ, კვირა, 2 ოქტომბერი. ადგილი: კოტე მა...
-
00:01 20.10.2011 დღეს, 20 ოქტომბერს, 17 საათზე, სამეფო უბნის თეატრში ნაზი შამანაურის სახელობის მედლის გადაცემის ცერემონია გაიმართება. სამ ქ...
-
9 დეკემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიას სასამართლო პროცესი გაიმართა. შეგახსენებთ, რომ აკადემიკოსი ვახანი...