საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფოთში მაგისტრალური გაზსადენი გახსნა და გაზი პირადად აანთო.
გაზიარება
[20:15 23-01-2011]
პრეზიდენტის განცხადებით, "ფოთის გაზიფიცირება ქალაქის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია, მით უფრო, რომ ამ ქალაქში გაზი არასდროს ყოფილა".
"პროექტის განხორციელება არა მარტო ადგილობრივთათვის, არამედ ინვესტორებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი გეგმაა, რომ ფოთი 100%-იანი დასაქმების ქალაქი გახდეს", - განაცხადა სააკაშვილმა.
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEiNvNh57NH4_WYRDHlxVf1OomxWPrPGF8nzYk28iUiI1XabBe3cD1fHS3Txuu7srA4kmnRkONzTprbeUSdV778XqPngXyXQlQ8OPBSRdQTcet3zuyn4UtBsBT0krJEzuDy-Dj7g9migzldO/s400/ukan1.gif)