ზაფხულში – ნაყინი, ზამთარში – „კოკას“ დამატებული შალვას „ისტორიული ბრიფინგები“. ასეთი არის ხოლმე ნათელაშვილის პრესკონფერენციები. გარდა იმისა, რომ პირველ საათზე დანიშნული ბრიფინგები მათი სავიზიტო ბარათია, წელს ლეიბორისტები გამდიდრდნენ და ყოველ „მიწვევაზე“ ჟურნალისტებს ხან ნაყინით აგრილებდნენ და ხან „კოკა-კოლათი“. თუმცა ამ ყველაფერს ბოლოს პლაზმურ ტელევიზორში საკუთარი ბრიფინგები მიემატა.
გაზიარება
[00:24 17-12-2010]
გამეორება ცოდნის დედააო და ნათელაშვილმა პრესკონფერენციების დისკი გამოუშვა. 2002 წლიდან მოყოლებული ყველა ბრიფინგი დისკზე ჩაწერა, დანომრა და ახლა ამ დისკებს პრესკონფერენციის დაწყებამდე ჟურნალისტებს ასმენინებს. უფრო სწორად ასმენინებდა მანამ, სანამ ამ „ორიგინალურმა დახვედრამ“ მედიაში პროტესტი არ გამოიწვია და ლეიბორისტების პიარი არ აიძულეს, ტელევიზორიდან „გადმომდგარი“ ნათელაშვილი დაედუმებინა.
ამ ისტორიაში ერთადერთი, ყველაზე საინტერესო დეტალი ის არის, რომ ზუსტად 2002 წლიდან მოყოლებული შალვა ხან „live“-ში და ხანაც პლაზმური ეკრანიდან თავს იმართლებს და სრულიად საქართველოს უხსნის, რატომ არ უერთდება ამა თუ იმ კონკრეტულ მიტინგს...