ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი პრემიერებისთვის ემზადება. 23–24 დეკემბერს გაიმართება სპექტაკლი „ყვარყვარე თუთაბერი“. თეატრალური წარმოდგენის რეჟისორია კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის პროფესორი სოსო ნემსაძე.
გაზიარება
[15:58 20-12-2010]
დასი პოლიკარპე კაკაბაძის ლეგენდარული პიესის სცენაზე გადმოსატანად განსაკუთრებულად ემზადება. მთავარ როლს ასრულებს ლევან შენგელია, აგრეთვე მონაწილეობენ: ლანა ფიფია, ანდრო შამუგია, სესე მიქავა, მარინა დარასელია, გოგი გუგუჩია, თიკო შელეგია, ზალინა გერგაულოვა, გიორგი ფოჩხუა, რეზო ჯოჯუა, მერაბ კაკალია, ზური ლაშხია, ირაკლი სამუშია, ლაშა ხიზანიშვილი, ანანო სურმავა და ბაჩუკი ფიფია.
27–28–29 დეკემბერს, მსახიობები, მაყურებელს საახალწო ჩვენებაზე იწვევენ. მიუზიკლში „ქართველი წითელქუდა ამერიკაში“ ახალი სახეები მაყურებლის გულის მოგებას შეეცდებიან. წარმოდგენას დამწყები რეჟისორი გიორგი ფოჩხუა დგამს. მონაწილეობენ: ანანო სურმავა, თიკო შელეგია, ლანა ფიფია, ზალინა გერგაულოვა, მარინა დარასელია, ნანა ბუკია, გოგი გუგუჩია, ირაკლი სამუშია, ზური ლაშხია, მერაბ კაკალია და ლაშა ხიზანიშვილი.
