გაერთიანებული ოპოზიციის იმ წევრებმა, რომლებიც უკვე მე–4 თვეა ზუგდიდში, „საკნების აქციაში“ ღებულობენ მონაწილეობას დღეს, 12 საათზე, პრესკონფერენცია გამართეს და საზოგადოებას სამომავლო გაგმების შესახებ აცნობეს:
კახა მიქაია: „ქართულ საზოგადოებას მოეხსენება, რომ დედაქალაქში პერმანენტული საპროტესტო აქციების შეწყვეტის მიუხედავად, ქ. ზუგდიდში დღემდე გრძელდება საქართველოს ისტორიაში უპრეცენდენტო ხანგრძლივობისა და შეუპოვრობის ე.წ. “საკნების აქცია”.
მიმდინარე წლის 7 სექტემბერს, აღნიშნული აქციის მხარდასაჭერად, იგეგმებოდა ქართული ოპოზიციური მოძრაობის ლიდერის - ბ.ნ. ლევან გაჩეჩილაძის ვიზიტი ქ. ზუგდიდში.
ჩვენს ხელთ არსებული უტყუარი ინფორმაციით, სააკაშვილის მხდალი და გამყიდველი ხელისუფლება, ამ ვიზიტთან დაკავშირებით, მერაბიშვილი-ახალაიების ხელით გეგმავს ბინძურ პროვოკაციას, რომლის განხორციელებაში აპირებს გარკვეული ჯგუფების და მათ შორის, რაც ყველაზე სამწუხაროა, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მომხრეთა გამოყენებას.
სრული პასუხისმგრბლობით ვაცხადებ რომ აღნიშნული პროვოკაცია მიზნად ისახავს არა მარტო ქართული ოპოზიციის დისკრედიტაციას, არამედ სამოქალაქო შუღლის გაღვივებას საქართველოს ისეთ მგრძნობიარე წერტილში, როგორსაც ფრონტისპირა ზუგდიდი წარმოადგენს.
ჩვენ, ქართველი პატრიოტები, ვერ დავუშვებთ ქართული სისხლით ვკვებოთ სააკასვილის დანაშაულებრივი რეჟიმი და არ მივცემთ მას ამ ბინძური პროვოკაციის განხორციელების საშუალებას.
აქციის საორგანიზაციო კომიტეტმა, სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მიიღო გადაწყვეტილება დროებით გადადოს ლევან გაჩეჩილაძის ვიზიტი ზუგდიდში.
გვინდა მტკიცედ განვაცხადოთ, რომ ქართველი პოლიტიკური ოპოზიცია, რომელიც ერთმნიშვნელოვნად გამოხატავს ქართველი ერის აბსოლუტური უმრავლესობის ურყევ ნებას, სააკაშვილის ხელისუფლებიდან უპირობო ჩამოცილების სესახებ, გააგრძელებს ამ მიზნისათვის შეუპოვარ ბრძოლას და დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვება ახლოს არის.
ინფორმაციის სახით გაცნობებთ, რომ 26 აგვისტოს ხელისუფლების მხრიდან საკნების საპროტესტო აქციის მონაწილეებზე თავდასხმისა და შემდგომში განვითარებულული მოვლენების თაობაზე, სადაც უმოწყალოდ ნაცემი და სასტიკად ნაწამები იყო 17 წლის გიორგი გაბედავა, ჩვენ ოფიციალურად შევატყობენეთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვენელს ბ.ნ. ოლაფ როლფს. ჩვენი თხოვნაა საზოგადოებისადმი - მოგვაწოდოთ ფაქტები ხელისუფლების, კერღოდ, ძალოვანების მხრიიდან თქვენზე განხორციელებული ძალადობის შესახებ, რათა ოპერატიულად საქმის კურსში ჩავაყენოთ ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.
აქვე ავღნიშნავ, რომ დღეს ზუგდიდიში ცოტნე დადიანის #I –ში ფუნქციუნირებას იწყებს საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველო“ სამეგრელოს რეგიონალური ოფისი. ხვალიდან ჩვენს ოფისში დაიწყება მოძრაობის წევრთა რეგისტრაცია.
მოგიწოდებთ შემოგვიერთდით! რათა მალე დამთავრდეს სააკაშლი-მერაბიშვილის მოძალადე ხელისუფლების ბოგინი საქართველოში...“– განაცხადა მიქაიამ.
კადრები გადაღებულია პრესა.ჯი–ს კორესპონდენტის ნანა ფაჟავას მიერ.