ზუგდიდის პოლიცია გარემოვაჭრეებს ფიზიკურად გაუსწორდა[ვიდეო]

პოლიციისა და გარემოვაჭრეების ორდღიანი დაპირისპირება ფიზიკური ანგარიშსწორებით დასრულდა. პოლიციელების მიერ ნაცემია ექვსამდე ქალბატონი და საკნების აქციის ორი მონაწილე. 2 აგვისტოს კი გარევაჭრობის აკრძალვის მიზნით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 26 წლის ნინო ჯობავამ მარცხენა თვალის მძიმე დაზიანება მიიღო. იგი იმავე დღეს ქუთაისის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის აკრძალვა საპატრულო სამსახურის, სამხარეო და ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა პირველ აგვისტოს დილიდან ისე დაიწყეს, რომ მოვაჭრეებმა სავაჭრო დახლების გაშლა ვერ მოასწრეს. 

ხანგრძლივი სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ 200-მდე გარემოვაჭრე საკნების აქციას შეუერთდა და ოპოზიციისგან დახმარება ითხოვა. ისინი ბაზრის ადმინისტრაციასა და ზედამხედველობის სამსახურს მათ წინააღმდეგ პოლიციის ჯგუფების გამოყენებაში ადანაშაულებდნენ.

იზოლდა ჩემია: “ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ლევან მესხია მზად იყო, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ჩვენს წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოეყენებინა. პოლიციასთან ერთად იქვე მობილიზებული იყო სახანძრო სამსახურის მანქანები. ისინი სამუშაო ადგილებს ბაზრის ტერიტორიაზე გვთავაზობდნენ. გვპირდებოდნენ, რომ გადასახადებს არ გადაგვახდევინებდნენ, მაგრამ ვიცით, რომ ეს სატყუარაა, წვრილმანი ვაჭრობით მიღებული შემოსავლით ბაზრის გადასახადებს ვერ გადაიხდი”.

მიმოზა გულუა: “აჯიკას ვყიდი და ერთი ყუთი პომიდორი, თუ ბითუმად ავიღე – მასაც. დილით მოვარდა თურმე პოლიცია და ჩემი ქოლგები და “კაჩკა” დაურბევია, ნაგვის მანქანაში შეუყრია. ნისიად მქონდა აღებული ეს ყველაფერი. ბაზარში რომ შეგვყარეს ადრე, 400 ლარი ვალად დამედო, გადასახადი ვერ დავფარე”.

მოვაჭრეების საპროტესტო აქციამ საკნებიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან გადაინაცვლა. ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ლევან მესხია აქციის მონაწილეებთან შესახვედრად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მივიდა და მათთან “კანონის ენით” საუბარს შეეცადა. იგი ირწმუნებოდა, რომ გარევაჭრობის აკრძალვით სიბინძურე და უკანონობა აღიკვეთა.

თითქმის ორი საათის განმავლობაში გარემოვაჭრეები მესხიასგან უშედეგოდ ითხოვდნენ იმ პირის დასახელებას, ვინც მათ წინააღმდეგ პოლიციის გამოყენების ბრძანება გასცა. ამის შესახებ კომენტარს არც საპატრულო სამსახურისა და პოლიციის სამმართველოს ის თანამშრომლები აკეთებდნენ, რომლებიც ბაზრის მიმდებარე ტერიტორიას დიდძალი ცოცხალი ძალით აკონტროლებდნენ.

2 აგვისტოს, პოლიციამ გარემოვაჭრეების დარბევა დილიდან დაიწყო. დანგრეულ დახლებსა და პროდუქტებს კი პატრულის თანამშრომლები მდინარე ჩხოუშიაში ყრიდნენ. დარბევაში აქტიურად მონაწილეობდნენ სამხარეო პოლიციის თანამშრომლებიც, რომლებიც გარემოვაჭრეებისა და საკნების აქციის მონაწილეების მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ.

სულიკო ლაგვილავა: “პოლიციელმა გიორგი სამუშიამ ჯერ მაგინა და მერე სახეში მუშტი ჩამარტყა. ამ შეურაცხყოფას ვერ გადავიტან, თავს მოვიკლავ, რამდენმა ნათესავმა და ახლობელმა მნახა, რა იციან მათ რისთვის მცემეს. ლუკმა-პურის შოვნისთვის მცემეს-თქო, ვის ვუხსნა?!”.

ნინო ჯობავა: “დახლზე ტანსაცმელს ვალაგებდი, მომვარდა ერთ-ერთი პოლიციელი, როგორც მეუბნებიან ავთო ფიფია და მაგიდას ფეხი ჰკრა და თავზე დამამხო. ამ დროს დავარტყი თავი დახლის ბასრ წვერს და თვალი დამიზიანდა. გონება დავკარგე და სხვა არაფერი მახსოვს”...

საკნის “პატიმრებს”, კახა მიქაიასა და პაატა სორდიას კი კარგად ახსოვთ ის, თუ როგორ გაღიზიანდნენ მათ გამოჩენაზე პოლიციის თანამშრომლები. ისინი პოლიციელ გიორგი სამუშიასაც ასახელებენ, რომელმაც მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 

სამხარეო პოლიციის თანამშრომლები ფეხდაფეხ მისდევდნენ საკნის “პატიმარს” – ნიკა პაჭკორიასაც. იგი დარბევას ვიდეოკამერით იღებდა. ორი დღის წინ, უცნობი პირების მიერ ნაცემი პაჭკორია მორიგ ძალადობას მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ კამერა “სპეცოპერაციის” ადგილზე დატოვა და თავს გაქცევით უშველა. “ამოღებული” ვიდეოკამერა მესაკნეებს საღამოს დაუბრუნდათ.

კახა მიქაია: “სამხარეო პოლიციისა და “კუდ”-ის ზონდერებმა, რომლებსაც თენგიზ გუნავა და მეგის ქარდავა ხელმძღვანელობს, რომლებიც ბაჩო ახალაიას ხელის ბიჭები არიან, ფიზიკურად გაგვისწორდნენ. მიუხედავად ამისა ჩვენ არც აქციის შეწყვეტას და არც ამ მოვაჭრეების მიტოვებას ვაპირებთ. ვაიძულებთ ამ ხელისუფლებას მათი მოთხოვნები დააკმაყოფილოს”.

მიქაია ამბობს, რომ საკნების დარბევასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სააკაშვილის ზუგდიდში ვიზიტს უკავშირდება, რომელიც 6 აგვისტოს იგეგმება.

– “საკნებისგან და ამ ხალხისგან კი არ გათავისუფლდება ჩემი ქალაქი, არამედ მთლიანად საქართველო გათავისუფლდება მალე სააკაშვილი-მერაბიშვილის ტერორისტული ხელისუფლებისაგან. ჩვენ ამ საკნებს დავახვედრებთ აქ სააკაშვილს. თუ არის ეს დემოკრატია, მოვიდეს და ნახოს, რა დღეშია ხალხი”.

ხალხი კი ამბობს, რომ საკნების აქციას შეუერთდება და სამართლიანობის მისაღწევად ბოლომდე იბრძოლებს. გარემოვაჭრეებმა კახა მიქაიას 196-კაციანი ის სიაც გადასცეს, რომლებიც საკნებთან საპროტესტო აქციას ყოველდღიურად გამართავენ. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი ისინი ბაზრობის გამართვას საკნებთან ახლოს გეგმავენ.

ერთ-ერთი დაშავებული გარემოვაჭრე, ნონა შეროზია ამბობს, რომ “ფურთხითა და პანღურით გამოგვყარა ამ პოლიციამ, რომელმაც ხელისუფლების დაკვეთა შეასრულა. ისინი ამ ხელისუფლების ჯალათები არიან. მათ ოჯახები, დედები და შვილები არ ჰყავთ”.


ნანა ფაჟავა

რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...