ავტორი სოსო ხოფერია
17:58 10.09.2013
არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები მშვიდობისათვის“ ლიდერი ლალი ანთია საგანგებო ვიდეომიმართვებს ავრცელებს, სადაც „ქართული ოცნების“ „მოღალატე მხარდამჭერებს“ ასახელებს.
ლალი ანთიას განცხადებით სამაგრელოში ხელოვნურად უმძიმესი ვითარებაა შექმნილი - რაშიც ის რეგიონში კოალიციის კოორდინატორს ხვიჩა ჯიშკარიანს ადანაშაულებს. ანთიას განმარტებით ჯიშკარიანი მიხეილ სააკაშვილის მთავრობის პერიოდში სამხედრო პოლიციის უფროსი და ძებნილ მეგის ქარდავასთან დაახლოვებული პიროვნება იყო, ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას ქარდავასთან ურთიერთობა მალევე დაეძაბა. მეგის ქარდავა იბრძოდა იმისთვის, რომ სამხედრო პოლიციის უფროსად მისი ოჯახის ახლობელი კოხტა კოდუა დაენიშნათ. გარდა ამისა ჯიშკარიანს სამხედრო ბაზის გაძარცვაშიც ადანაშაულებენ. ხვიჩა ჯიშკარიანი საარჩევნო შტაბის კოორდინატორად დასახელებამდე - ზუგდიდში სუს-ის უფროსად დაინიშნა და ოთხი თვის განმავლობაში მუშაობდა; მაშინ ჯიშკარიანს არამხოლოდ ზუგდიდში არამედ სენაკშიც, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები დაუპირისპირდნენ, კერძოდ ინგა ქარდავაც.
გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ლალი ანთია განმარტავს,რომ ხვიჩა ჯიშკარიანს სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორობა სურს და ამისთვის იბრძვის. გავრცელებული ინფორმაციით, ჯიშკარიანი სამეგრელო ზემო-სვანეთის ყოფილ გუბერნატორთან გურამ მისაბიშვილთან და მის ბიზნესმენ სიძესთან დაახლოვებული პირია. გურამ მისაბიშვილი წლების განმავლობაში იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი და არის სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი. ლალი ანთიამ მისაბიშვილის წარსულიც გაიხსენა და დასძინა,რომ გურამ მისაბიშვილი იყო მხედრიონელი, მოქალაქეთა კავშირის და აღორძინების წევრი. ბოლო პერიოდში ყოფილი გუბერნატორი ხშირად ესწრებოდა, დავით ბაქრაძის და როლანდ ახალაიას შეხვედრებს და მათ გულშემატკივრობდა, ბოლოს კი სრულიად მოულოდნელად კოალიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის სამეგრელოში სტუმრობისას შეხვედრას დაესწრო და მმართველ გუნდს მხარდაჭერა გამოუცხადა. ანთია კატეგორიულად ეწინააღმდეგება მსგავსი პირების „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებას და განმარტავს, რომ ისინი საფრთხეს წარმოადგენენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალები მშვიდობისათვის" თავმჯდომარემ ლალი ანთიამ ქართული ოცნების მოღალატედ კიდევ ერთი პიროვნება, წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბელქანია დაასახელა. ანთია განმარტავს, რომ ბელქანია „ახალ მემარჯვენეებს“ ამოფარებული კუდ-ის აგენტი იყო და წალენჯიხის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსთან ზაალი ღურწკაიასთან საიდუმლო თანამშრომლობაში ამხელს. დავით ბელქანიამ წალენჯიხის ბიჯეტი რამდენიმე ათასი ლარით აზარალა. რაიონის ტყე-პარკი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მთავრობის პერიოდში გაკეთდა, ყოფილმა მთავრობამ კომპანია "დაგი"-სგან არ ჩაიბარა იმ მიზეზით, რომ სამუშაოები ბოლომდე დასრულებული არ იყო. რაც შეეხება დავით ბელქანიას მან აღნიშნული კომპანიის მიერ დაუსრულებელი ტყე-პარკი თვითნებურად საკრებულოს სხდომის მოწვევის გარეშე ჩაიბარა. ლალი ანთია ეჭვობს, ბელქანიამ სანაცვლოდ კომპანია "დაგი"-სგან ქრთამი აიღო. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ლალი ანთიამ ზუგდიდის რაიონულ პროკურატურაში სჩივარი უკვე შეიტანა.
ანთია ბიძინა ივანიშვილზე და შინაგან საქმეთა მინისტრზე ირაკლი ღარიბაშვილზეც საუბრობს, მისი განცხადებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე ირაკლი ღარიბაშვილი განიხილება. ლალი ანთია ირაკლი ღარიბაშვილს დადებით პიროვნებად ახასიათებს და მადლობას უხდის იმსათვის, რომ მოკლე პერიოდში მან პოლიცია ფეხზე დააყენა, თუმცა ანთია ძალოვან უწყებაში არსებულ პრობლემებზეც საუბრობს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დროინდელ პოლიციელებს ეხება.
ლალი ანთია „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური წევრის ლაშა დამენიას განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს, რომ 11 სექტემბერს კახა მიქაია, ლალი ანთია და სხვები გეგმავენ პროვოკაციის მოწყობას. განცხადებაში ლაშა დამენიამ კახა მიქაია შეურაწმყოფელი სიტყვებით მოიხსენია და პროვოკატორები უწოდა. ანთიამ ლაშა დამენიას ბნელი წარსული შეახსენა და თაიგულებისთვის ფულადი დახმარების გაწევას მომავალშიც დაჰპირდა.