ავტორი ნანა ფიცხელაური
16:39 21.00.2013
ერი კვირის წინ ბათუმთან ახლომდებარე სოფელ ახალშენში გაუჩინარებულ მე-12 კლასის მოსწავლე დარეჯან დიასამიძეს სამართალდამცველები კვლავ უშედეგოდ ეძებენ. 19 აგვისტოს საპატრულო პოლიციამ ოპერატიული შეტყობინება მიიღო დაკარგული გოგონას შესახებ, რომელიც ბათუმში, სულაბერიძის ქუჩაზე ახალგაზრდა ვაჟს გამოელაპარაკა.
ლამზირა მახარაძე, დარეჯან დიასამიძის დედა:
- დღედაღამ ბათუმის ქუჩებში დავდივართ ჩვენც და პოლიციის თანამშრომლებიც, მაგრამ შვილს მაინც ვერ ვპოულობ. 19 აგვისტოს, ბათუმში, სულაბერიძის ქუჩაზე ერთ ბიჭს შეუნიშნავს, როგორც თვითონ ამბობს, ვიღაც განადგურებული, მოუვლელი და გადაღლილი გოგონა, რომელიც იმ ტერიტორიაზე, დაახლოებით, დილის 8-დან 10 საათამდე მოძრაობდა. მაგრამ, მისი თქმით, გოგონას შავი თმა ჰქონია, ჰყვება, რომ გოგონამ მის წინ მიმავალ მამაკაცს სიგარეტი მოსთხოვა, გამოართვა, ხელი გაიქნია და იქვე, გუბეში ჩააგდო. როგორც იმ ბიჭმა გვითხრა, მასაც მოსთხოვა სიგარეტი, მიუცია კიდეც, მაგრამ ეჭვის თვალით შეუხედავს - ამ დილაადრიან ვინ არის, რას დაბორიალობსო. ტელევიზიიდან ჰქონდა ინფორმაცია დაკარგულ გოგონაზე და გვარი ჰკითხა. მან კი უპასუხა - რა შენი საქმეაო. ახალგაზრდამ საპატრულო პოლიციას შეატყობინა - გოგონა, რომელსაც ეძებთ, ამა და ამ სახლის კიბეზე ზის და მოდითო. საუბარს რომ მორჩა, უკან მიტრიალებულა, მაგრამ გოგონა აღარ იყო, - 15 წუთში მისულა ადგილზე პოლიცია, გადაჩხრიკეს ყველაფერი, მაგრამ გოგონა იმ ადგილიდან გაუჩინარებულა. ვაჟის გარდა ის ხანდაზმულ ქალსაც შეუნიშნავს. პოლიციელებთან ერთად 15 წუთში ჩვენც, მთელი სოფელი, იქ ვიყავით, გადაიჩხრიკა ის სახლი, ქუჩა და მთელი ბათუმიც, მაგრამ ვერაფერს მიაკვლიეს. ღამის სამ საათზე დავტოვეთ იქაურობა. ვაჟის აღწერილობით, მხოლოდ შავი ბრიჯი ემთხვევა. ამბობს, რომ შავი ბლუზა და ჟაკეტი ეცვა. დარეჯანს კი მოვარდისფრო ბლუზა და მელნისფერი ლასტები ეცვა, თან სხვა არაფერი ჰქონია. ჩაცმულობას აღარც ვანიჭებთ მნიშვნელობას, ამდენი დღე გავიდა და შესაძლოა, გამოეცვალა ტანსაცმელი.
მაინც არ მჯერა, რომ ეს ჩემი შვილი იყო. თუმცა დასარწმუნებლად, მინდა ვნახო, ვინ იყო ის გოგონა. ბიჭმა ისიც თქვა, იმ ბავშვს ემჩნეოდა, რომ ღამეს ოჯახში არ ათევს, ქუჩაში დახეტიალობს, ბინძური ტანსაცმელი ეცვაო. დარწმუნებული ვარ, ჩემს შვილს ქუჩაში გამოსვლის საშუალება თუ ექნება, აუცილებლად ოჯახში მოვა. ერთ დღეს მისი ტელეფონიდან წამით შემოვიდა შეტყობინება - "ხაზზე ვარ", იმ ტერიტორიაზე შეამოწმეს ვიდოკამერები, მაგრამ არაფერი ჩანს, ლომბარდებიც გადაამოწმეს. სამართალდამცველებმა გადაჩხრიკეს ყველა სასტუმრო, ღამის კლუბები, სადაც თურმე გოგონებს ამუშავებენ, მაგრამ...
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
ambebi.ge