20:023 19.01.2012
ხვალ, 11:00 საათზე, ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში, გაიმართება აქცია, რომლითაც ზუგდიდელები მოითხოვენ, დამთავრდეს ქალაქის ბულვარში შინაურ ცხოველებზე ნადირობა.
შეგახსენებთ, 16 ნოემბერს ზუგდიდის ცენტრში, შინაური ცხოველები ცეცხლსასროლი იარაღით დახოცეს. ამ ფაქტის მოწმე უამრავი ადამიანი იყო, მათ შორის მცირეწლოვნები. აქციის ორგანიზატორის, გოჩა ლაგვილავას განცხადებით, აქციის მიზანია, შეახსენოს ხელისუფლებას, რომ მსგავსი ფაქტები აზიანებს ბავშვების ფსიქიკას.
„საქართველოს აქვს პრეტენზია იყოს ევროპული ქვეყანა, მაგრამ მენტალურად და ზნეობრივად ისევ შორს ვართ ევროპისგან. ცეცლსასროლი იარაღით ქალაქის ცენტრში „ნადირობა“ სამარცხვინო და მიუღებელია. “-ამბობს გოჩა ლაგვილავა.
აქციის მონაწილეები ზუგდიდის ცენტრში, იმ ადგილას, სადაც შინაური ცხოველები დახოცეს რამდენიმე წუთით მშვიდობიან მსვლელობას მოაწყობენ. ზუგდიდელები გამოვლენ ქუჩაში ტრანსფარანტებით ხელში, რომელზეც იქნება შემდეგი შინაარსის წარწერები:
ქუჩა არ არის სასაკლაო! ნუ ნადირობთ ქუჩაში!
აქ ბავშვები თამაშობენ, უფროსები - ნადირობენ!
მოვითხოვთ, დამთავრდეს ზუგდიდის ბულვარში შინაურ ცხოველებზე ნადირობა!
აქციას ქალაქის უცხოელი სტუმრებიც უერთდებიან. როგორც ერთერთი უცხოელი სტუმარი, პოლონელი სტანისლავ ბრუდნოჰი ამბობს, ვერავინ წარმოიდგენს, რომ პოლონეთში, ქალაქის მთავარ მოედანზე გამოცხადდეს ლეგალური ნადირობა შინაურ ცხოველებზე. „მსგავსი ფაქტები შელახავს საქართველოს იმიჯს ცივილიზებულ სამყაროში “-ამბობს ბრუდნოჰი.
ხვალინდელ აქციას პოლონური მედიაც გააშუქებს. ინფორმაცია ზუგდიდის ცენტრში მომხდარი ვანდალური ფაქტის შესახებ დაეგზავნება საერთაშორისო ორგანიზაციებს.
იხილეთ ვიდეო: http://boqlomi.blogspot.com/2012/01/video_16.html

საკონტაქტო ინფორმაცია: 599 559 519 - გოჩა ლაგვილავა