სააკაშვილმა ილია მეორე „კრემლის ფილიალთან“ დამეგობრებულ სასულიერო პირად გამოაცხადა?!

ავტორი ილია ჩაჩიბაია | "ობიექტივი"
04:07 27.11.2011
რამდენიმე დღის წინ საქართველოს ძალით პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის საპატრიარქოს „კრემლის ფილიალი“ უწოდა. ქვეყნის პირველი პირის ეს საჯარო განცხადება საზოგადოების და უფლებადამცველების თქმით ილია მეორის მოსკოვში ვიზიტს უკავშირდება. სააკაშვილმა ამ გააზრებული გამოსვლით საქართველოს პატრიარქი პრაქტიკულად „კრემლის ფილიალთან“ დამეგობრებულ სასულიერო პირად გამოაცხადა.

ადა მარშანია, პოლიტიკური გაერთიანება „წინააღმდეგობის მოძრაობა“: „ჩვენს ქვეყანაში პრაქტიკულად მივიღეთ ბოლშევიკური ანუ ტოტალიტარული რეჟიმი. ასეთი მთავრობები ყოველთვის ებრძვიან ავტორიტეტულ ინსტიტუტებს. დევნიან კულტურას და რასაკვირველია რელიგიას. იმ ფონზე, როდესაც ჩვენი პატრიარქი მეზობელ ქვეყანაში ძალიან რთული და დელიკატური მისიით იყო ჩასული, სააკაშვილის განცხადებები არის უჭკუო, უტაქტო და უზრდელური“.


გელა ნიკოლეიშვილი, ადვოკატი, უფლებადამცველი: „მე ამ განცხადებას უფრო შურისძიებას დავარქმევდი. მოგეხსენებათ პატრიარქმა ბოლო პერიოდში მთავრობისთვის ძალიან არასასიამოვნო გადაწყვეტილებები მიიღო. მან ღიად სთქვა ივანიშვილს მოქალაქეობა უნდა დაუბრუნდესო, ილია მეორემ დემონსტრაციულად აარიდა თავი 23 ნოემბერს მასობრივ ზეიმში მთავრობის გვერდით ყოფნას. სააკაშვილის სიტყვები არ გახლავთ პუტინზე და რუსეთის საპატრიარქოზე განხორციელებული თავდასხმა ეს ილია მეორის შეურაცხყოფაა“.

23 ნოემბერს გაკეთებული განცხადება მიხეილ სააკაშვილის და მისი ლაქიების მიერ ეკლესიის და მართლმადიდებლობის შეურაცყოფის პირველი პრეცედენტი არ არის.

„ვარდების რევოლუციის”, ანუ მას შემდეგ, რაც ლიბერალთა ერთმა ჯგუფმა დემოკრატიული ღირებულებების დეკლარირებით სახელმწიფო ძალაუფლება ხელში ჩაიგდო, მართლმადიდებელ ეკლესიაზე შეტევის დროც დადგა. მათ კარგად ესმოდათ ამ ბრძოლის სირთულე. ხალხის სარწმუნოებისკენ შემობრუნება, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა და ეკლესიის დიდი ავტორიტეტი, რასაც აშშ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის გამოკითხვებიც ადასტურებდა, მათთვის საფრთხეს შეიცავდა და კიდევ უფრო აშფოთებდა ულტრალიბერალურად განწყობილ „დემოკრატებს“.

2004 წლის 12 მარტს, გამთენიისას გლდანის მართლმადიდებლურ ეპარქიაში, სახელისუფლებო ძალების მიერ დაიწყო ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის სახელობის ტაძრის დარბევა. გამოიყენეს იარაღის ფართო არსენალი, ცეცხლსასროლი იარაღი, ცივი იარაღი, ხელკეტები, ასაფეთქებელი მოწყობილობები, მძიმე ტექნიკა - სამხედრო მანქანები. გადათელეს ტაძრის ღობეები და მრევლზე იერიში მიიტანეს.

მართლმადიდებელმა მრევლმა ტაძრის კარებისაკენ დაიხია და მკერდი მიუშვირეს სიკვდილს უფლისათვის და ღვთისმსახურებისთვის, რომელთაგან მამა ბასილი და მამა გაბრიელი ტაძარში იყვნენ ჩაკეტილნი, ხოლო მამა არჩილი მრევლთან ერთად ტაძრის ცენტრალურ კარებს იცავდა. ტაძრის კარებთან სიკვდილის პირამდე სცემეს ხალხი. ბოლოს, მძიმე ტექნიკით შეანგრიეს ტაძრის გვერდითა კარები. ჟანდარმერიის ჯარები ამ დროს მთლიანად განლაგდა ეკლესიის ეზოში, ხოლო შავნიღბოსანთა ბატალიონი შეიჭრა ღვთის სახლში.

მამა ბასილი ეკლესიაში შეჭრილებს ამბიონზე მთავარანგელოზ მიქაელის ხატით გულში ჩახუტებული დახვდა. ნიღბოსნებმა იგი ცემით ძირს დააგდეს და წიხლებით გაათრიეს გარეთ, შემდეგ კი ცემითვე მანქანაში ჩატენეს და რაიონული პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს...

2007 წლის 18 მაისს ჩამოღამებულ ფერიაზე ბულდოზერები გამოჩნდა. თითქმის დასრულებული ტაძარი დილით მიწასთან გასწორებული დახვდათ ფერიელებს. ეკლესიის შენების ნებართვა არ არსებობდაო, – დაიწყო ფიცი-მტკიცი მთავრობამ...

ცოტა ხნის წინ, „თავისუფლების ინსტიტუტის“ წევრის, თეა თუთბერიძის მიერ, facebook-ზე გავრცელებულ, პატრიარქის გაშარჟებულ ვიდეო განცხადებას, საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. ამ მასალაზე ილია მეორის სურათზე დამონტაჟებული იყო ხმა, რომელიც ისეთ ეფექტს ქმნიდა, თითქოს პატრიარქი მიხეილ სააკაშვილს უცენზუროდ იხსენიებდა და ხალხს მისი დამხობისკენ მოუწოდებდა. პატრიარქის შეურაცხყოფა, მაშინ საზოგადოების დიდმა ნაწილმა დაგმო. თუთბერიძე კი აცხადებდა, რომ ასეთი ვიდეოების დამზადება-გავრცელება სიტყვის თავისუფლების შემადგენელი კომპონენტია და პატრიარქს იმიტომ ებრძვის, რომ მისი ძმისშვილი რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელია....

2010 წლის 11 მაისს, ზუგდიდიელმა პოლიციელებმა, ქალაქში არსებული წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი დაარბიეს. განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეულმა სამართალდამცავებმა ყოველგვარ მორალურ თუ ადამიანურ ზღვარს გადააბიჯეს და ის მანქანაც დაცხრილეს რომელშიც ეკლესიის წინამძღვარი მამა ანდრია ლიპარტია იჯდა...

მთავრობის და მათი ხელქვეითების ასეთ ქმედებებს შეიძლება დავარქვათ ერთი სახელი – იდეოლოგიური სატანიზმი. დაჯგუფების ლიდერებად კი შეგვიძლია მოვისაზროთ სააკაშვილი, ბოკერია, თუთბერიძე და საქართველოს დანაშაულებრივი მთავრობის სხვა მაღალჩინოსნები.

ცნობისთვის, მსოფლიოში მრავლად არიან იდეოლოგიური სატანიზმის მომხრეები. რატომ უწოდებენ ეს ადამიანები საკუთარ თავს სატანისტებს, მათი არგუმენტი ასეთია: „ჩვენ ვართ ანტიქრისტიანები შესაბამისად ქრისტიანებისთვის ვართ სატანისტები.“

მაგალითად, ასეთი ტიპის დაჯგუფებების მიერ სკანდინავიაში განხორციელდა არაერთი ეკლესიის დარბევა თუ განადგურება...

რეალურად თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ სატანიზმის ეს განხრა კომერციული მიზნებისთვის არის შექმნილი და მის პოპულარიზაციაში მასობრივი საინფორმაციო საშუალებებიც მონაწილეობენ.

ირმა ინაშვილი, ჟურნალისტი: „2004 წლის აგვისტოში, როდესაც ჯერ კიდევ საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე პუბლიცისტიკის ჯგუფის ხელმძღვანელად ვმუშაობდი, ჩემს კოლეგებთან ერთად დამიბარეს ტელევიზიის სათათბირო დარბაზში. როდესაც „საგანგებო თათბირზე” შევედი, დარბაზში დამხვდნენ "თავისუფლების ინსტიტუტის” ხელმძღვანელები და მხარდამჭერები: ლევან რამიშვილი, გიგი თევზაძე, სოზარ სუბარი, ლაშა ბუღაძე, ბექა მინდიაშვილი, ნოდარ ლადარია, ბასილ კობახიძე, მამუკა ხერხეულიძე, თამარ კინწურაშვილი... ამ ადამიანებმა, ანუ ჩვენი ქვეყნისა და ერის დიდმა „მოსიყვარულეებმა” პირდაპირ დაგვირიგეს გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციას. პიარ-გეგმის თანახმად, პირველი არხის გადამღებ ჯგუფებს მონასტრებში მოღვაწე დედები და მამები მაქსიმალურად ნეგატიურ ჭრილში უნდა წარმოგვეჩინა, რათა ამას გამოეწვია საზოგადოების უნდობლობა და ზიზღი ეკლესიისადმი. ჩვენ უნდა გვეჩვენებინა საპატრიარქო, როგორც შურიან, მოქიშპე მღვდელმსახურთა ბუდე. უნდა გაგვეკრიტიკებინა ქართული საეკლესიო გალობა, წირვა; ხაზი უნდა გაგვესვა, რომ მრევლი გაუნათლებელია და არ იცის კონკრეტული საეკლესიო დღესასწაულების ისტორია და არსი.

ახლოვდებოდა ფერისცვალების დღესასწაული. „თავისუფლების ინსტიტუტის” „ლიდერშიფი” გვაძლევდა რეკომენდაციას, - გამოგვეკითხა მრევლი და გვეჩვენებინა, რომ დიდმა ნაწილმა არ იცის, რას ნიშნავს ფერისცვალება...“


რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...