00:00 25.11.2011
სვანეთის საგანძურთან დაკავშირებით “საპატრიარქოს უწყებანში“ გამოქვეყნდა ინტერვიუ მესტიისა და ზემო სვანეთის მთავარეპისკოპოსთან, მეუფე ილარიონთან, სათაურით: “კონტეინერებში ჩაწყობილი ხატები - უძველესი სიწმინდეები კვლავ საფრთხეშია“. “ობიექტივი“ უცვლელად გთავაზობთ ამ ინტერვიუს:
“უკვე მეოთხე თვეა, რაც საზოგადოება რაც ქართული საზოგადოება შეშფოთებით ადევნებს თვალ-ყურს სვნეთში ქართული სიწმინდეების გარშემო შექმნილ საგანგაშო ვითარებას. ამ თემის გარშემო საუბარი ვთხოვეთ მესტიისა და ზემო სვანეთის მთავარეპისკოპოსს ილარიონს (ქიტიაშვილი).
-მეუფე ილარიონ, ჩვენს ეროვნულ საგანძურს და სიამაყეს, სვანეთში დაცულ უძველეს სიწმინდეებს დღეს კვლავ დაზიანების საფრთხე შეექმნა... რამდენი ხანია, რაც ეს მუზეუმი ფუნქციონირებს და რა გახდა მიზეზი ამ გაუმართლებელი გადაწყვეტილებისა, რომელიც კულტურის სამინისტრომ მიიღო?
-უწინარეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ ეს სიწმინდეები მართლაც მთელი ერის საგანძურია, ეს არ არის მარტო სვანეთის კუთვნილება, - მაგრამ ეს სიწმინდეები ჩვენს ქვეყანას სწორედ ამ კუთხემ შემოუნახა. ვინც სვანეთში ნამყოფია, კარგად უწყის, რომ აქ არის უძველესი ტაძრები უნიკალური ფრესკებით და ყველა ეს ტაძარი სავსეა შუა საუკუნეების დროინდელი ფერწერული და ჭედური ჯვრებითა და ხატებით. ვრცლად>>>