17:26 16.09.2011
დღეს, ზუგდიდის ცენტრში მასშტარბური საპროტესტო აქცია გამართეს კომპალია "სანის" მუშებმა, რომლებიც ქალაქ ფოთში დევნილთს საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე იყვნენ დასაქმებული.ქუჩაში გამოსულმა მოქალაქეებმა სამი თვის სახელფასო დავალიანება მოითხოვეს და კომპანია "სანი" მათი კუთვნილი თანხების მითვისებაში დაადანაშაულეს.
როგორც შეკრებილებმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნეს, ადმინისტრაციამ, ისინი მოატყუა და ყოველი კვირის ორშაბათს თანხის გაცემას ჰპირდებოდნენ.
2000 მუშის უხელფასოდ დატოვებას "სანი"–ს წარმომადგენლები იმით ხსნიდნენ, რომ დასაქმებულებმა სამუშაო არასათანადოდ შეასრულეს, თუმცა მას შემდეგ რაც საქმეში ჟურნალისტები ჩაერივნენ "სანის" დირექტორის მოადგილემ სოსო კეიდიამ განაცხადა, რომ მუშები სახელფასო დავალიანებას დღეიდან მიიღებენ.
