სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელ საკვირაო ქადაგებაზე სამშობლოსადმი სიყვარულის აუცილებლობაზე ისაუბრა.
გაზიარება
[08:00 13-09-2010]
"წყალობა ღვთისა, სიყვარული და მოწყალება ღვთისა, განუზომელია. სიყვარული ღვთისა აღემატება ადამიანის ცოდვებს. ჩვენმა დიდმა წინაპარმა, ილია მართალმა ჭავჭავაძემ ანდერძად დაგვიტოვა სამი სათნოება: მამული, ენა, სარწმუნოება. ამით ჩვენ ვსაზრდოობთ. ჩვენ ცოტა განვავითარეთ ეს, გამომდინარე დღეს არსებული პრობლემებიდან და გამოვთქვით ღმერთი, სამშობლო, ადამიანი", - ბრძანა უწმინდესმა ქადაგებისას.გაზიარება
[08:00 13-09-2010]
პატრიარქის განცხადებით, ქართველი ადამიანი ყოველთვის იყო განსაკუთრებულად მორწმუნე.
"ჩვენი დიდი მეფეები ქადაგებდნენ, რომ სარწმუნოების გულისთვის ადამიანმა უნდა დადოს საკუთარი თავი. ვახტანგ გორგასალი ამბობდა, ესწრაფოდეთ ქრისტესთვის სიკვდილს. ეს იყო ქართული იდეა და ალბათ ეს დარჩება მეორედ მოსვლამდე. ქართული იდეა დაფუძნებულია სიყვარულზე, სარწმუნეობაზე, ღვთის დიდებაზე. ჩვენთან არს ღმერთი, - ეს არ არის მხოლოდ სიტყვები; ეს არის ჩვენი საფუძველი, რომელიც იცავს ჩვენს ქვეყანას და ეკლესიას", - ბრძანა უწმინდესმა.
მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშნველოვანი და მისასალმებელია, რომ ეკლესიაში ბევრი ახალგაზრდა დადის.
"ეს არ არის ჩემი დამსახურება, არც - სამღვდელოების. ეს არის ეკლესია, ეს არის ცოცხალი ეკლესია. თქვენ ხართ ღვთის მოწოდებულნი, არა ჩემგან, არამედ ღვთისაგან მოწოდებულნი. მეც თქვენიდან მოსული წევრი ვარ ეკლესიის. დიდება უფალს ყველაფრისთვის", - ბრძანა უწმინდესმა.