„დემოკრატიული მოძრაობა–ერთიანი საქართველოს“ ლიდერს, ნინო ბურჯანაძეს ჰილარი კლინტონთან მხოლოდ ერთი ერთზე სურს საუბარი და სხვა ფორმატში შეხვედრაზე თანახმა არაა...
გაზიარება
[www.obiektivi.net. 17:18 23-06-2010]
...როგორც ჟურნალისტთა კავშირ „ობიექტივს“ სანდო წყარომ აცნობა, თავდაპირველად, აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თბილისში ვიზიტის ფარგლებში, სხვა შეხვედრებთან ერთად, კლინტონ–ბურჯანაძის დიალოგიც იყო დაგეგმილი.
ამ რანგის სტუმრის დღის წესრიგი, როგორც წესი, ქვეყნის ხელისუფლებასთან თანხმდება ხოლმე. წყაროს ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა კლინტონისა და ნინო ბურჯანაძის განმარტოებით საუბარზე, კატეგორიული უარი განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს, საქართველოს ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ეწვევა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ოპოზიციასთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრებს.