გაზიარება
[09:45 22-06-2010]
საპატრიარქოს ტევიზიამ მაუწყებლობა შეწყვიტა. აღნიშნულთან დაკავშირებით საპატრიარქოს ტელევიზიამ განცხადება გაავრცელა.“ერთსულოვნება” შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ტელე-რადიოკომპანია “ევრიკის” სიხშირეზე მაუწყებლობს. 21 ივნისს, 11.00 საათზე “ევრიკამ” საპატრიარქოს ტელევიზიის მაუწყებლობა გათიშა. ტელეეთერის გათიშვის შემდეგ “ერთსულოვნების” ოფისში მაყურებელთა სატელეფონო ზარები არ წყდება. ისინი მომხდარის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ. გვსურს, განვაცხადოთ, რომ მიუხედავად მცირე ბიუჯეტისა, “ერთსულოვნებას” “ევრიკის” დავალიანების ნაწილი გადახდილი აქვს. ვწუხვართ, რომ ტელერადიოკომპანია “ევრიკის” ხელმძღვანელობამ რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში შესაძლებელი გახდება საპატრიარქო ტელევიზია “ერთსულოვნებისთვის” დამოუკიდებელი სამაუწყებლო სიხშირის გამოყოფა, რისი სიტყვიერი პირობა უკვე გვაქვს. ეს ფუნქციონირებას საგრძნობლად გაგვიადვილებს, მსგავს პრობლემებს თავიდან აგვაცილებს და შესაძლებლობას მოგვცემს, ტელე-რადიოკომპანია “ევრიკის” ან სხვა რომელიმე კომპანიის გადაწყვეტილებებზე დამოკიდებულნი აღარ ვიყოთ”, – ნათქვამია “ერთსულოვნების” განცხადებაში.
gtn.ge