[video] სამართალდამცველების მიერ დაკავებული ჟურნალისტები ნანა ფაჟავამ და ილია ჩაჩიბაიამ არასამთავრობო ორგანიზაციის "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის" ოფისში სპეციალური განცხადება გააკეთეს და დაკავების მიზეზებზე ისაუბრებენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ზუგდიდში პოლიციის მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ნანა ფაჟავამ და ილია ჩაჩიბაიამ, ასევე „დაიცავი საქართველოს" წევრებმა დათო სორდიამ, ალექსანდრე მალაშხიამ, ალიკა გეთიამ და კახა მიქაიამ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ზუგდიდის გამგებელს ალექსანდრე ქობალიას და ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლებს. რა მოხდა რეალურად ზუგდიდში 31 დეკემბერს პრეზიდენტის ვიზიტისას, გთავაზობთ დაკავებულების ინტერვიუს უკომენტაროდ.
[itv.ge]