13:25 05.04.2019
დღეს, ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების" თავმჯდომარე გიორგი ლომია და ამავე ფრაქციის წევრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილი ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში არად ბენკოს შევხდნენ.
ირმა ინაშვილის განცხადებით, ამ შეხვედრაზე ავსტრიის მოდელის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
"ჩვენ დაინტერესებულნი ვართ ავსტრიის მოდელით. მოგეხსენებათ, ავსტრია, ერთის მხრივ, ევროკავშირის წევრია, მაგრამ ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს. არ არის არც ერთი სამხედრო ბლოკის წევრი, არ არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, მაგრამ უზრუნველყოფს საკუთარ უსაფრთხოებას. ევროპაში ნეიტრალიტეტის მოდელი აქვს ფინეთს, შვედეთს, შვეიცარიას. ეს ქვეყნები არიან ევროკავშირის წევრები, მაგრამ წარმოადგენენ ნეიტრალურ სახელმწიფოებს. არ არიან გაწევრიანებულნი ნატოში. მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ახლავე უნდა დაიწყოს ფიქრი ავსტრიის, ფინეთის, შვედეთისა და შვეიცარიის მოდელებზე",- განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსი სოციალ-დემოკრატების“ ლიდერების განცხადებით, უახლოეს ხანში იგეგმება ვიზიტი ვენაში, სადაც ვენის მოდელის თემაზე შეხვედრები გაიმართება ავსტრიელ სამხედრო ექსპერტებთან, კონსტიტუციონალისტებთან, პოლიტიკოსებსა და მესამე სექტორის წარმომდგენლებთან.