20:01 14.07.2012
მომღერალის, მსახიობის და ზუგდიდის თეატრის რეჟისორის გიორგი ფოჩხუას გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია. პოლიციის წარმომადგენლებს მომხდარი უბედურ შემთხვევდ ჯერ არ გამოუცხადებიათ. შსს–ში ამბობენ, რომ ოფილიალური ინფორმაცია მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ გავრცელდება.
ძალოვან უწყებაში გიორგი ფოჩხუას უახლოესი მეგობრების დაკითხვა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
ვრცელდება ცნობები, რომ ცხედარს ძალადობის კვალი აღენიშნება...
პირველადი ინფორმაციით მსახიობი ანაკლიაში ზღვაში ბანაობისას დაიხრჩო, სადაც ფოჩხუა მეგობრებთან ერთად დასასვენებლად იყო ჩასული.
ცხედარი ზღვამ გამორიყა. ის ქუთაისის პროზექტურაშია გადასვენებული.

