19:48 31.01.2012
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის სამმართველოს, დროებით სარგებლობაში გადასაცემი ავტომანქანის - „ტოიოტა ლენდ კრუისერის“ შესაძენად 135 ათასი ლარი გამოეყო.ზუგდიდის გამგეობის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელმა, ნანი მიქენაიამ დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომ „ეს თანხა ყინულის მოედნის შენახვის ხარჯებიდან გამოთავისუფლდა.
“ საკრებულოს დეპუტატთა უმრავლესობის ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა საკრებულოს წევრმა „თავისუფალი დემოკრატებიდან“ გიორგი ალასანიამ. მისი განცხადებით, „შინაგან საქმეთა სამინისტრო ისედაც კარგად ფინანსდება, ამიტომ უმჯობესია ეს თანხა ზუგდიდის სხვა საჭიროებებს მოხმარდეს.“
livepress.ge
