03:12 25.06.2011
მეორე ქართულ-რუსული მედიაფორუმი სომხეთის საკურორტო ქალაქ ცახკადზორში ხუთშაბათს გაიხსნა. ორდღიანი ფორუმის ფარგლებში მისი მონაწილენი რუსეთსა და საქართველოში უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებსა და ორი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ჰარმონიზაციას განიხილავდნენ.მედიაფორუმზე შეეხენ მთელ რიგ საკითხებს, რომლებიც უშუალოდ მედიისა და ექსპერტთა პრობლემებს მოიცავს. მედიაფორუმში მონაწილეობდნენ რუსული გამოცემების – „კომერსანტი“, „მოსკოვსკიე ნოვოსტი“, „ნეზავისიმაია გაზეტა“, „როსიისკაია გაზეტა“, „ექსპერტი“ და სხვათა – ჟურნალისტები. ქართულ მხარეს წარმოადგენენ "ასავალ დასავალის", „საქართველო და მსოფლიოს“, „ახალი თაობის“, ჟურნალ "ღია ბოქლომის" „მწვანე ტალღის“, „საქართველოს რესპუბლიკის“, „Presage.tv“-სა და სხვა მედიასაშუალებათა წარმომადგენლები.
saqinform.ge
