
რთული კოდის და იაჰუს ახალი ელექტრონული მისამართის შექმნის შემდეგ, „ღია ბოქლომის“ პროგრამისტმა დათო როგავამ მოახერხა ბლოგზე კონტროლის აღდგენა. ჰაკერებმა დომენის წაშლაც სცადეს. google-ს gmail.com-ზე კი დასტურის არ მიცემის შემდეგ ბლოგდომენი განახლდა.
შეტევა არ ჰგავდა უცხოეთიდან ქართულ საიტზე თავდასხმას, ეს შედარებით დაბალი განათლების ჰაკერების ხელწერაა. – ამბობენ "ღია ბოქლომში".
რედაქცია მომხდარში კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტს ადანაშაულებს.
boqlomi.blogspot.com-ი 2009 წელს შეიქმნა და დღემდე ის 34 860–მა ადამიანმა დაათვალიერა. უნიკალური ვიზიტორების რაოდენობა კი დღეში საშუალოდ 133–ს შეადგენს

