"TVპირველი"-ს მორიგი ტყული "პატრიოტთა ალიანსზე"

14:20 06.10.2020
"პატრიოტთა ალიანსის" პროპორციული სიის წევრი, ჟურნალისტი ანი კიკნაძე TVპირველის ეთერში გასულ მორიგ ცილისმწამებლურ სიუჟეტს ეხმაურება: 




უზნეო ტყუილი! 

მარიამ გაფრინდაშვილის ტექსტი: 

"პატრიოტთა ალიანსის" მუქარა. ირმა ინაშვილის პარტია ფარული ჩანაწერების გასაჯაროებას აანონსებს. განცხადება ამის შესახებ პარტიის ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა გააკეთა და თქვა, რომ პარტია ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ ჩანაწერების გავრცელებას გეგმავს." შემდეგ მოდის რუსუდან ჯაბანაშვილის ჩართვა და სათაური, სადაც ასევე ფარულ ჩანაწერებზეა საუბარი. რა ხდება სინამდვილეში... დავით თარხან-მოურავმა, ობიექტივის ეთერში ისაუბრა 900 000 აუდიო ჩანაწერზე და არა ფარულ ჩანაწერზე. ეს აუდიო ჩანაწერები არის საერთო სახალხო გამოკითხვის, პატრიოტთა ალიანსის მასშტაბური კვლევის ნაწილი. ეს აუდიო ჩანაწერები არ არის ფარული, არის კანონის ყველა დაცვით გაკეთებული და მას მიიღებს ყველა საელჩო და საერთაშრისო სადამკვირვებლო მისია. გადაცემის ეს მონაკვეთი, სადაც აუდიოჩანაწერებზეა საუბარი ჟურნალისტმა თავად მომაწოდა. ანუ ტვ 1-ზე მოისმინეს და იმის მიუხედავად, რომ სიტყვა "ფარული ჩანაწერი" არსად თქმულა, სათაურსა და წამყვანის ტექსტში, მაინც ასე გაიტანეს. ეთერში გასვლის შემდეგ, დავინტერესდი, რატომ მოხვდა ტიტრსა და წამყვანის ტექსტში ფარული ჩანაწერების თემა, რაზეც დავით თარხან-მოურავს არაფერი უთქვამს. 

ჟურნალისტის განმარტებით, მას ფარული არ უხსენებია, თუმცა ასე აღიქვეს. რადგან ჟურნალისტისავე განმარტებით, მხოლოდ საკუთარ ნათქვამზეა პასუხისმგებელი, პროდიუსერს დავუკავშირდი. ნინი საყვარელიძსგან მივიღეთ პასუხი რომ აუდიოჩანაწერების გავრცელება ნიშნავს რომ ის ფარულია. ამ ლოგიკასთან ძალიან უძლური ვარ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტვ 1 დაგვიკავშირდა საპასუხო კომენტარისთვის. ტექსტური შეტყობინებით, განვუმარტე მე პირადად რუსუდანს, რომ ფარულ ჩანაწერებზე არაა საუბარი. რუსუდანმა ეს განმარტება ჩართვაში ნამდვილად გააკეთა. თუმცა წამყვანის ტექსტსა და სათაურში ტყუილი დარჩა. პარტიაში ამ დროისთვის კომენტარი ვერ გაკეთდებოდა ობიექტური მიზეზების გამო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ტელევიზიამ უნდა გაავრცელოს ტყუილი. კითხვები არარსებული ფარული ჩანაწერების შესახებ დაუსვეს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს. არავის გაუკვირდება ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს არაადეკვატური კომენტარები. ასეთივე შეცდომაში შეიყვანეს გია ვოლსკი და კახა კალაძე, თუ არ ვცდები პარლამენტის თავმჯდომარეც. ჩართვას ისევ მარიამ გაფრინდაშვილის რეპლიკა ასრულებს "პატრიოტთა ალიანსის" მუქარის შესახებ. აი ასე იქმნება ტყუილები და ტყული არის უზნეობა.
READ MORE - "TVპირველი"-ს მორიგი ტყული "პატრიოტთა ალიანსზე"

დონალდ ტრამპი: ქრისტიანულ რწმენას უსამართლოდ ეპყრობიან!

15:20 20.04.2020
19 აპრილი, თეთრი სახლი

დონალდ ტრამპი: „ქრისტიანულ ეკლესიებს ერჩიან, თუმცა არაფერს ამბობენ მეჩეთებზე. მე არაფერს ვერჩი მეჩეთებს. მე მქონდა საუბარი იმამებთან, რაბინებთან, სასულიერო პირებთან. მე არ ვფიქრობ, რომ ისინი არ დაემორჩილებიან სოციალური დისტანცირების წესს. მე მორწმუნე ადამიანი ვარ. მნიშვნელობა არ აქვს რა რწმენა გაქვთ, მაგრამ ჩვენი პოლიტიკოსები სხვადასხვა რწმენას განსხვავებულად ეპყრობიან. არ ვიცი, რა დაემართა ჩვენს ქვეყანას, მაგრამ ქრისტიანულ რწმენას უსამართლოდ ეპყრობიან!"
READ MORE - დონალდ ტრამპი: ქრისტიანულ რწმენას უსამართლოდ ეპყრობიან!

რეპორტაჟი სამების საკათედრო ტაძრიდან

ავტორი ნინო მიქიაშვილი
18:58 18.04.2020
„ვიყავით დაახლოებით ათასამდე. ამ რაოდენობაში ვთვლი: სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს, მრევლს, სამართალდამცავებს და ჟურნალისტებს.

გიორგი კასრაძის ფოტო
მრევლს შორის სამი ადამიანი იყო მთელი საქართველოსათვის ცნობილი - დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი და მამუკა გიორგაძე. როგორც სხვა დროს, ჩვეულებრივ, სამივე მათგანი ეზიარა.

სამებაში მყოფთა შორის ერთი ახალგაზრდა ცოლ-ქმარი იყო, სამი მცირეწლოვანი, ერთმანეთზე ლამაზი გოგონებით. მთელი ღამე სამების ეზოში იყვნენ. ბავშვებს საზეიმო კაბები ეცვათ. დიდიან-პატარიანა ეზიარნენ.

მრევლი ექიმებისა და ხელისუფლების დაწესებულ დისტანციას ზედმიწევნით იცავდა. პატრულს მისხალისოდენა არაფერი შეშლია. წესრიგს მხოლოდ ჟურნალისტები არღვევდნენ, სახარბიელოდ არ იქცეოდნენ. იმედია წლების მომატებასთან ერთად ჭკუაც მოემატებათ და ლიბერალურ ტალღაზე არ დარჩებიან.

სამების ტაძარში ჩვენი პატრიარქის გარდა უკლებლივ ყველას ნიღაბი ეკეთა. შესასვლელში სტიქაროსნები ნიღაბს აძლევდნენ ყველას, ვისაც არ ჰქონდა.ეზოში ნიღბის გაკეთება სავალდებულო არ გახლდათ.

ეზოში პატრულმა ჩამოიარა და ვისაც ნიღაბი არ გვეკეთა, გვკითხა, თუ გჭირდებათ და არ გაქვთ, მოგართმევთო.

ჟურნალისტებმაც ჩამოგვიარეს - გილოცავთ, ჩვენს მაყურებელს რას ეტყვითო და სანამ კითხვას დასვამდნენ, თავაზიანი უარი ვუთხარი. ჩემს გარშემო უმეტესობამ ტელეკომენტარზე უარი თქვა. უცხოელი ჟურნალისტებიც იყვნენ (ორნი), ან რუსები, ან უკრაინელები. სანთლები აანთეს და ცოტა ხანს ჩვენთან ერთად ასე იდგნენ.

ქართული არხები გუშინ ძალიან გაისარჯნენ და დაიხარჯნენ - თითო არხიდან სამი, ხუთი და მეტი გადამღები ჯგუფი იყო სამებაში. ასევე უამრავი ფოტოგრაფი იყო მოსული. დიდ მზადებაში უყვნენ, მაგრამ სამების ეზო რომ არ გაივსო და გადაივსო, მოგვიანებით ჟურნალისტების რაოდენობა შეთხელდა.

მე ეზოში ვიდექი. მონიშნულ ადგილს რომ გადაცდებოდი, შენთან სტიქაროსანი, ან სასულიერო პირი მოდიოდა და დისტანციის დაცვას გთხოვდა.

ზიარების დაწყებამდე დაგვირიგეს პოლიეთილენის პარკში ჩადებული პასკის ნაჭერი, წითელი კვერცხი და სანთელი. მოგვიანებით პატარა პასკები დარიგდა. უწმინდესი რომ წაბრძანდა, ოთხს აკლდა ხუთი წუთი. ამ დროს უკვე წვიმდა.

სამებაში მყოფთა უმეტესი ნაწილი ვეზიარეთ - სამების სამხრეთ და ჩრდილოეთ კედელთან გრძელ რიგში ვიდექით.

წვიმამ რომ გადაიღო ექვს აკლდა 15 წუთი. მე ამ დროს უკვე სახლში ვიყავი. რაიმე საინტერესო თუ გამომრჩა, კომენტარებში დავწერ.
READ MORE - რეპორტაჟი სამების საკათედრო ტაძრიდან

საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი ცრუ კვლევებს ავრცელებს

17:57 24.02.2020
„პარლამენტის ოფიციალური საიტი parlament.ge, სატელეფონო მესიჯის სახით, დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით უგზავნის პარლამენტის 150 დეპუტატს ნაცმოძრაობის პარტიული, ცრუ კვლევის შედეგს, რომლის თანახმადაც, სააკაშვილ-ბოკერიას და მათთან დაკავშირებული პარტიები თითქოსდა უმრავლესობით იმარჯვებენ“, - წერს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.


„პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი პარტიის გამოკითხვის შეგედებს კიდევ ერთხელ ასაჯაროვებს, როდესაც „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში 214 000 ამომრჩეველი გამოიკითხა.

„შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჯამში 185 000-ზე ნაკლები ადამიანი მივიდა. ჩვენ კი, ამ ქალაქებში 214 000 ამომრჩეველი გამოვკითხეთ, ანუ უფრო მეტი, ვიდრე ჯამში მივიდა არჩევნებზე!

გაირკვა, რომ მხოლოდ 6,3% უჭერს მხარს სააკაშვილის პარტიას, 0,48% - ბოკერიას პარტიას, 0,2%- ნათელაშვილის პარტიას, ხოლო ყველა სხვა დანარჩენ, მათ ირგვლივ თავმოყრილ პარტიას (ერთად აღებულს) მხარს ამომრჩევლის მხოლოდ 1.3% უჭერს!

ამგვარად, ჯამში, სააკაშვილს, ბოკერიას და მათ ირგვლივ გაერთიანებულ კიდევ 30 პარტიას მხარს ამომრჩევლის
8,5%-ც კი არ უჭერს მხარს! მაშინ, როდესაც ჩვენ მათზე ხუთჯერ მეტი მხარდამჭერი გვყავს!

საინტერესოა, რომ საპროტესტო აქციებსა და მიტინგებზე ეს 32 პარტია ჩვენზე 3-ჯერ, 4-ჯერ, 5-ჯერ ნაკლებ ადამიანს ჰკრებს! ანუ ხალხი მათთან უბრალოდ არ მიდის!

საინტერესოა, რომ ეს პარტიები ხალხთან სალაპარაკოდ ქუჩაშიც ვერ გადიან, რადგან ხალხი მათ უბრალოდ არ ელაპარაკება!

საინტერესოა, რომ ვერც კარდაკარ დაიდან და ვერც რაიმე ტიპის გამოკითხვას აწარმოებენ, რადგან 1000 აქტივისტიც კი არ ჰყავთ, რომ ყველაზე მარტივი გამოკითხვა ჩაატარონ!
სამაგიეროთ, დაუსრულებლად ქირაობენ სხვადასხვა მატყუარა კომპანიებს და თვალში ნაცარს გვაყრიან!

საინტერესოა, რომ პარლამენტის ოფიციალური საიტი parlament.ge, სატელეფონის მესიჯის სახით, დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით უგზავნის პარლამენტის 150 დეპუტატს ნაცმოძრაობის პარტიული, ცრუ კვლევის შედეგს, რომლის თანახმადაც, სააკაშვილ-ბოკერიას და მათთან დაკავშირებული პარტიები თითქოსდა უმრავლესობით იმარჯვებენ. ვაი, თქვენს პატრონს, მართლა. ახლა აიღეთ ეს კომენტარი და გაავრცელეთ პარლამენტის ოფიციალური საიტიდან“- წერს ინაშვილი.
READ MORE - საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი ცრუ კვლევებს ავრცელებს

ირმა ინაშვილი - „ენდიაის“ კვლევა პოლიტიკური კორუფციის მაგალითია, რაც დანაშაულია და დასჯადია

14:00 05.02.2020
„ენდიაის“ კვლევა პოლიტიკური კორუფციის მაგალითია, პოლიტიკური კორუფცია კი დანაშაულია და დასჯადია, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„აქ საუბარი აღარ არის მხოლოდ პარტიების რეიტინგზე. „ენდიაის“​ კვლევა და ქალბატონი თორტონის საქართველოში საქმიანობა საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ეს ე.წ. კვლევა არის პოლიტიკურად მიკერძოებული, ანგაჟირებული და ცალმხრივი. ეს თავხედობა უნდა დამთავრდეს. ქალბატონი თორტონი არ არის თავისუფალი. დიახ, ეს კვლევა პოლიტიკური კორუფციის მაგალითია. პოლიტიკური კორუფცია კი დანაშაულია და დასჯადია“, – განაცხადა ინაშვილმა.

მისი თქმით, „პატრიოტთა ალიანსი“ ტყუილს უპირისპირდება.

„ჩვენ ვუპირისპირდებით მცდელობას, გარკვეულმა ჯგუფებმა ჩვენს ქვეყანას თავს მოახვიონ აბსოლუტურად ვირტუალური რეალობა, რაც მოწყვეტილია სინამდვილეს, ქართველი ხალხის რეალურ განწყობას. ეს ახლა არ დაწყებულა და ჩვენში ეს პროტესტიც დღეს არ გაჩნდა. „ენდიაის“​ და აიარაის თბილისის ფილიალების საქმიანობაზე ვსაუბრობ. ყველას კარგად მოეხსენება, რომ ამ ორგანიზაციების კვლევებისადმი საზოგადოებაში სრული უნდობლობაა. ქართული საზოგადოება თანხმდება იმაზე, რომ მათი არც ერთი პროგნოზი და კვლევის შედეგი არ გამართლებულა და ცდომილება უზარმაზარ მასშტაბშია“, – განაცხადა ინაშვილმა.

მისი თქმით, ბოლო წლებში განსაკუთრებით არის გამოკვეთილი ამ ორი ორგანიზაციის მხრიდან გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მხარდაჭერა.

„მგონი, უკვე პატარა ბავშვიც ხვდება, რომ ამ ქვეყანაში ის რეალობა არ არის, რა პროცენტებსაც თავს გვახვევს ამ შემთხვევაში „ენდიაი“, რომელმაც ბოლო კვლევა გამოაქვეყნა. პირდაპირ ჩანს მცდელობა, რომ კვლავ სააკაშვილ-ბოკერიას პოლიტიკური ჯგუფები და მათთან მიბმული პარტიები გაიტანონ, დაეხმარონ და დააწინაურონ. ეს ყველაფერი ღიად ჩანს. თუ ადრე იყო მცდელობა, ეს პროცენტები რაღაცნაირად შეელამაზებინათ, დღეს სრულიად ცინიკური გზით წავიდნენ და უკვე ქართველი ხალხი თავს შეურაცხყოფილად გრძნობს“, – განაცხადა ინაშვილმა.

მისი თქმით, „პატრიოტთა ალიანსმა“ თბილისის შემდეგ უზარმაზარი მასშტაბის გამოკითხვა ჩაატარა საქართველოს სამ დიდ ქალაქში – ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში და ამ კვლევამ ტენდენციებთან ერთად რეალური რეიტინგებიც აჩვენა.

„ჩვენ პრაქტიკულად, სახალხო რეფერენდუმი ჩავატარეთ ამ სამ დიდ ქალაქში. 214 000 ადამიანი გამოვკითხეთ და ეს სეგმენტი, 214 000 ადამიანი არ არის ავატარების ერთობა. ესენი არიან კონკრეტული მოქალაქეები, რომლებიც ანკეტას ავსებენ და აფიქსირებენ, რომელ პარტიას უჭერენ მხარს. სხვათა შორის, იქ შეკითხვები „ენდიაისა“ და „აიარაისთან“ დაკავშირებითაც არის და მათ კვლევებს გამოკითხულთა მხოლოდ 3 % ენდობა, ხოლო 80,1% აბსოლუტურად არ ენდობა. არის სეგმენტი, რომელიც „ენდიაის“ არასდროს გამოუკითხავს. მარტო ის კი არა, არც მისი ახლობელი გამოუკითხავს, არც ნაცნობი და ა.შ.“, – განაცხადა ინაშვილმა.

მისივე თქმით, „პატრიოტთა ალიანსმა“ ეს დოკუმენტაცია ღიად გამოიტანა ბრიფინგებზე და მედიას საშუალება ჰქონდა, ნებისმიერი ფურცელი გადაემოწმებინა, „ენდიაი“ კი ამას არასდროს აკეთებს.

„ეს გააკეთოს „ენდიაიმ“. დააკვირდით, მისი მასშტაბი როგორია – 1800-დან 2 000-მდე რესპოდენტი და ისიც ინკოგნიტო, ფარული. ვფიქრობ, ეს ბაზა საერთოდ არ არსებობს და პირდაპირ მონაცემებს წერენ, რაც მათ უნდათ. ამ შემთხვევაში, ქალბატონ თორტონს უნდა, სააკაშვილი და ბოკერია დააწინაუროს. დიახ, უნდა. ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ სააკაშვილის პარტიას მხოლოდ 6,3% უჭერს მხარს, ბოკერიას პარტიას 0,48%, ნათელაშვილს კი 0,2%. აი, რა არის მათი რეალური რეიტინგი. ამ ორბიტაზე მიბმული 29 თუ 30 პარტიის რეიტინგი ჯამში, 1,3%-ია“, – განაცხადა ინაშვილმა.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ როდესაც საზოგადოების მხრიდან „ენდიაისა“ და „აიარაის“კვლევების მიმართ სრული უნდობლობაა, კვლევები უნდა შეჩერდეს და ამ ორგანიზაციების მხრიდან მათი ტირაჟირება უნდა შეწყდეს.

„ქვეყნის შიგნით უნდა ვიმოქმედოთ, რომ ეს ტყუილი დავანგრიოთ და აქ ჩვენი თანამოქალაქეების აქტიურობის დიდი იმედი მაქვს, ქვეყნის გარეთ კი, იმედი მაქვს, პირველ რიგში, აშშ-ის ხელისუფლება ბოლოს და ბოლოს დაინახავს ქართველ ხალხს და დაინახავს იმას, თუ რაოდენ დიდია ქართველი ხალხის გაბრაზება საქართველოში ამერიკული ორგანიზაციების კვლევების მიმართ. ჩვენ არ ვართ საცდელი ლაბორატორია. არ ვართ ლორა თორტონის, დევიდ კრამერის, ვიღაც შენემანის და სხვების, ამ ტიპების საცდელი ლაბორატორია“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისი თქმით, დიდი მოლოდინი აქვს, რომ საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩი ამ თემით დეტალურად დაინტერესდება.
READ MORE - ირმა ინაშვილი - „ენდიაის“ კვლევა პოლიტიკური კორუფციის მაგალითია, რაც დანაშაულია და დასჯადია

ვლადიმერ ზელენსკი პუტინთან შეხვედრაზე - მე სწრაფი ადამიანი ვარ, ვფიქრობდი „ჰოპ, ჰოპ“ და მოვილაპარაკებთ, მაგრამ ასე არ მოხდა

15:00 10.12.2019
მე უფრო სწრაფი ადამიანი ვარ. ვფიქრობდი, „ჰოპ, ჰოპ“ და მოვილაპარაკებთ, მაგრამ ასე არ მოხდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან „ნორმანდიული ოთხეულის“ სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ძნელია მოლაპარაკება, მაგრამ იყო მომენტები, როდესაც რაღაცაზე შევთანხმდით ზოგიერთ საკითხში. ის დეტალურად განიხილავს ყველა საკითხს და ჩვენ გვიწევს ყველა სიტყვის რეგულირება. ესეც რთულია. მე უფრო სწრაფი ადამიანი ვარ. ვფიქრობდი, ჰოპ, ჰოპ და მოვილაპარაკებთ, მაგრამ არა. სხვაგვარად მოხდა", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, რადგან "ვსაუბრობთ, ეს ნიშნავს, რომ კონფლიქტი გაყინული არ არის".

"ბევრი საკითხი წამოიჭრა. ჩემმა კოლეგებმა მითხრეს, რომ პირველი შეხვედრისთვის ძალიან კარგი რეზულტატი გვქონდა. ჩემთვის, სიმართლე გითხრათ, ეს ცოტაა. მეტად მინდოდა პრობლემის გადაჭრა. მთავარია, რომ ვისაუბრეთ, რადგან თუ ვსაუბრობთ, ეს ნიშნავს, რომ კონფლიქტი გაყინული არ არის", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, გუშინ "ნორმანდიული ოთხეულის" სამიტზე, რუსეთის პრეზიდენტსა და მის უკრაინელ კოლეგას შორის პირისპირ შეხვედრა შედგა.
READ MORE - ვლადიმერ ზელენსკი პუტინთან შეხვედრაზე - მე სწრაფი ადამიანი ვარ, ვფიქრობდი „ჰოპ, ჰოპ“ და მოვილაპარაკებთ, მაგრამ ასე არ მოხდა

კანონიერი დანაშაული ძველ თბილისში

13:21 10.08.2019
ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია შემდეგი შინაარსის ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც ერთვის ფოტომასალა:

"ვალუტის გადამცვლელი ეს პუნქტები განთავსებულია ძველ თბილისში, მეიდანთან, კოტე აფხაზის ქუჩაზე.

მიმდინარეობს  ტურისტების მოტყუება, ძალიან  უსინდისო მეთოდით. წარმოუდგენლად დაბალი კურსის გამო 100 დოლარის გადახურდავების შემთხვევაში, 50-55 ლარს პარავენ ქვეყნის სტუმარს.

ეს არის უსამართლობა, კარგად შენიღბული აფიორა და ვინმემ უნდა გააკონტროლოს!

როგორც ერთმა მოქალაქემ, ყველა ამ პუნქტის მოლარეს ვუთხარი ჩემი სათქმელი, როცა ჩავიარე, მაგრამ ეს რას შველის საქმეს?! ალბათ კიდევ რამდენი ასეთი ობიექტია..."

READ MORE - კანონიერი დანაშაული ძველ თბილისში

ირმა ინაშვილი და გიორგი ლომია ავსტრიის ელჩს შეხვდნენ

13:25 05.04.2019
დღეს, ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების" თავმჯდომარე გიორგი ლომია და ამავე ფრაქციის წევრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილი ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში არად ბენკოს შევხდნენ.

ირმა ინაშვილის განცხადებით, ამ შეხვედრაზე ავსტრიის მოდელის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

"ჩვენ დაინტერესებულნი ვართ ავსტრიის მოდელით. მოგეხსენებათ, ავსტრია, ერთის მხრივ, ევროკავშირის წევრია, მაგრამ ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს. არ არის არც ერთი სამხედრო ბლოკის წევრი, არ არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, მაგრამ უზრუნველყოფს საკუთარ უსაფრთხოებას. ევროპაში ნეიტრალიტეტის მოდელი აქვს ფინეთს, შვედეთს, შვეიცარიას. ეს ქვეყნები არიან ევროკავშირის წევრები, მაგრამ წარმოადგენენ ნეიტრალურ სახელმწიფოებს.  არ არიან გაწევრიანებულნი ნატოში. მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ახლავე უნდა დაიწყოს ფიქრი ავსტრიის, ფინეთის, შვედეთისა და შვეიცარიის მოდელებზე",- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსი  სოციალ-დემოკრატების“ ლიდერების განცხადებით, უახლოეს ხანში იგეგმება ვიზიტი ვენაში, სადაც ვენის მოდელის თემაზე შეხვედრები გაიმართება ავსტრიელ სამხედრო ექსპერტებთან, კონსტიტუციონალისტებთან, პოლიტიკოსებსა და მესამე სექტორის წარმომდგენლებთან.

READ MORE - ირმა ინაშვილი და გიორგი ლომია ავსტრიის ელჩს შეხვდნენ

მსახიობები ვახო ჩაჩანიძე და ჯანო იზორია კანადაში დააჯილდოვეს

14:05 18.03.2019
კანადაში Redline International Film Festival-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ, სადაც გიორგი თავართქილაძის ფილმს “ცუდი ხალხი” 3 ნომინაცია ჰქონდა:

საუკეთესო მსახიობი – ვახო ჩაჩანიძე
საუკეთესო რეჟისორი – გიორგი თავართქილაძე
საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი – ჯანო იზორია

რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ გამარჯვებულები ვახო ჩაჩანიძე და ჯანო იზორია გახდნენ.

“ცუდი ხალხი” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი მოკლემეტრაჟიანი ფილმია, რომლის მსოფლიო პრემიერა ჰონგ- კონგის 43-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება. ფილმის რეჟისორია გიორგი თავართქილაძე, ხოლო პროდიუსერი ვლადიმერ კაჭარავა. ფილმი საქართველოში 1990-იანი წლების დასაწყისში მიმდინარე მოვლენების შესახებ მოგვითხრობს.

Redline International Film Festival კანადაში მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალია, რომელიც წელიწადში რამდენჯერმე სხვადასხვა ნომინაციაში კინემატოგრაფისტებს წარადგენს და შემდეგ საუკეთესოებს აჯილდოვებს.
READ MORE - მსახიობები ვახო ჩაჩანიძე და ჯანო იზორია კანადაში დააჯილდოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დიდი დიღომში, ტექნიკის საწყობში გაჩენილი ხანძრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

14:00 18.03.2019
თბილისში, დიდი დიღომში ტექნიკის საწყობში გუშინ გაჩენილი ხანძრის შედეგად დამწვარია 1 800 კვ/მ ფართობი, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა შენობიდან გამოიყვანეს 1 მოქალაქე, რომელიც გადაყვანილია სტაციონარში. ასევე, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლმოკიდებული შენობიდან უვნებლად გამოიყვანეს და გადაარჩინეს 2 ლეკვი.

შემთხვევის ადგილზე 23 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.
READ MORE - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დიდი დიღომში, ტექნიკის საწყობში გაჩენილი ხანძრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ამირან გამყრელიძე - წითელათი დაინფიცირების დინამიკა შემცირებულია

13:58 18.03.2019
16 მარტის მონაცემებით, საქართველოში წითელას 2 385 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “ინტეპრესნიუსს” დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ბოლო სამი კვირის განმავლობაში ავადობის დინამიკა შემცირებულია.

“ისეთი სწრაფი ზრდა აღარ არის, როგორც იანვარ-თებერვალში იყო. 19 იანვრიდან 100 000-ზე მეტი ადამიანია აცრილი, რაც კარგია, მაგრამ წითელა რომ შევაჩეროთ, წლის განმავლობაში კიდევ უნდა ავცრათ დამატებით 250 000 ადამიანი. მთავარი მოწოდება ძალაშია: ყველა ადამიანი, ვისაც არ ახსოვს, გადატანილი აქვს თუ არა წითელა ან აცრილია თუ არა, აუცილებლად უნდა აიცრას. ქვეყანაში ვაქცინის საკმარისი მარაგია, არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კვალიფიცირებული ვაქცინა, მაღალი ხარისხის და ამ ყველაფერს აფინანსებს სახელმწიფო. ყველა მშობლისადმი არის მოწოდება, რომ თავიანთი ბავშვის აცრის კალენდარი გადაამოწმონ. თუ ბავშვი ორჯერ არ არის აცრილი, 1 და 5 წლის ასაკში, მიიყვანონ პოლიკლინიკებში და აცრან”,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
READ MORE - ამირან გამყრელიძე - წითელათი დაინფიცირების დინამიკა შემცირებულია

გრიგოლ ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლის შესახებ ინფორმაციას სისულელეს უწოდებს

13:39 18.03.2019
პარტიას სჭირდება გაცილებით უფრო ეფექტური მართვის სისტემა და ეს პარტიის ლიდერმა შეიგრძნო ყველაზე სწრაფად, - ამის შესახებ პარტია ,,ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრამდე განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

„ჩემი არჩევა მოხდება თუ არა თავჯდომარედ, ამას ყრილობა იტყვის. რაც შეეხება ჩვენი ლიდერის განცხადებას, ნდობისთვის დიდი მადლობა. რაღაცები მომესმა, მიხეილ სააკაშვილი პარტიიდან მიდის და მსგავსი სისულელეები! მიხელ სააკაშვილი ამ პარტიის დამფუძნებელი და ლიდერია და ყველა ის ცვლილება, რაც ამ პარტიის ფორმირებაში ხორციელდება, მისი ინიციატივით ხდება, იმიტომ რომ იმ მძიმე პოლიტიკურ პერიოდში, რომელშიც ჩვენ შევდივართ, პარტიას სჭირდება გაცილებით უფრო ეფექტური მართვის სისტემა და ეს პარტიის ლიდერმა შეიგრძნო ყველაზე სწრაფად” - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მე ვფიქრობ, გრიგოლ ვაშაძემ ძალიან მაგრად ჩაატარა საპრეზიდენტო კამპანია და მე პირადად, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე მას დავუჭერდი მხარს , - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალური ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა.

სააკაშვილის განცხადებით, საჭიროა, პარტიის შემადგენლობა შეიცვალოს.
READ MORE - გრიგოლ ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლის შესახებ ინფორმაციას სისულელეს უწოდებს

“პატრიოტთა ალიანსს” საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვების შანსი აქვს

13:30 18.03.2019
ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საჭიროებას ხედავს და 2020 წლის არჩევნებში, პოლიტიკურ გაერთიანება “პატრიოტთა ალიანსს” უმრავლესობით მოსვლას უწინასწარმეტყველებს.

როგორც ვახტანგ მაისაიამ “მედიაცენტრ მთავარათან” საუბრისას განაცხადა, მმართველი პარტია “ქართული ოცნება” თავის ელექტორატს კარგავს. ამას კიდევ უფრო შეუწყო ხელი ეკა ბესელიასა და მისი ე.წ გუნდის საპარლამენტო უმრავლესობიდან გასვლამ.

მაისაია არ გამორიცხავს, რომ ბესელიამ საკუთარი პოლიტიკური ორგანიზაცია შექმნას.

“პოლიტიკური პარტიების უმთავრესი საზრუნავი დღეს, ანტიმიშისტური ელექტორატია. მასზე პრეტენზიას ბევრი პოლიტიკური ძალა აცხადებს. მათ შორის, “პატრიოტთა ალიანსი”, რომელსაც აქვს შანსი 2020 წელს მოირგოს უმრავლესობა პარლამენტში. “გაერთიანებული ოპოზიციაც” ეპოტინება ამ ელექტორატს, არ არის გამორიცხული “ნაციონალურმა მოძრაობამ” მოახდინოს გარდაქმნა და მიხეილ სააკაშვილი საერთოდ გვერდზე გასწიონ. “ევროპული საქართველო” საერთოდ ამორფული გაერთიანებაა და რომ არა გარეშე ძალები დახმარება, მისი არსებობა, ასევე, სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა. ანტიმიშისტური ელექტორატი დღეს წარმოადგენს სერიოზულ პოლიტიკურ ძალას. ისინი არ არიან “ოცნების” უპირობო მხარდამჭერები”, – განუცხადა “მთავარს” ვახტანგ მაისაიამ.

მისივე შეფასებით, “ქართულ ოცნებაში” პარტიული დისციპლინა აღარ არსებობს.

” 2020 წელს, ჩვენ შესაძლოა საპარლამენტო კრიზისი მივიღოთ. საპარლამენტო კრიზისი კი სახელისუფლებო კრიზისში გადაიზარდოს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ახალი კონსტიტუციით, მართვის ძირითადი ელემენტები პარლამენტის ხელში გადავიდა და ამ დროს კი პარლამენტში, კლასიკური გაგებით პოლიტიკური პარტიები არ იქნებიან წარმოდგენილნი, ანუ გვაქვს სახლი, მაგრამ როდის გამოჩნდებიან შიგ მოსახლეები, არავინ იცის”, – აცხადებს ვახტანგ მაისაია.
READ MORE - “პატრიოტთა ალიანსს” საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვების შანსი აქვს

„პატრიოტთა ალიანსში“ ხედავენ ძლიერ ძალას და უნდათ, რომ ეს ძალა ჩააქრონ - რამაზ საყვარელიძე (ვიდეო)

ავტორი მარი ჯომარჯიძე
15:30 11.03.2019
პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „ობიექტივის“ ეთერში „პატრიოტთა ალიანსის“ აქცია შეაფასა, რომელიც 7 მარტს სააპელაციო სასამართლოსთან გაიმართა, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის წესის გაუქმების მოთხოვნით.

„ობიექტივის“ წამყვანის, ილია ჩაჩიბაიას მიერ დასმულ შეკითხვაზე, რატომ არ გააშუქეს მედიასაშუალებებმა ეს ფართომასშტაბიანი აქცია, საყვარელიძემ განაცხადა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ აქციის ამგვარი ბოიკოტირება პარტიის სიძლიერეზე მიანიშნებს.

"პატრიოტთა ალიანსის" მომხრეებს ეს ფაქტი უნდა გაუხარდეთ. პარტიის აქციის ამგვარი ბოიკოტირება, იმაზე მიგვანიშნებს, რომ ეს ძალიან ძლიერი, შთამბეჭდავი აქცია იყო. „პატრიოტთა ალიანსში“ ხედავენ ძლიერ ძალას და უნდათ, რომ ეს ძალა ჩააქრონ. მოგეხსენებათ, პოლიტიკა ბრძოლაა და ნუ გაგვიკვირდება, რომ ამ პარტიას ბრძოლას დაუწყებენ თუ მასში დაინავხავენ რეალურ ძალას. ეს „პატრიოტთა ალიანსის“ დამსახურებად უნდა ჩაითვალოს.

აქციის მოწყობა არის ერთერთი გზა, რომელიც თანდათანობით დააგროვებს მუხტს, რომელიც ხელისუფლებაზე იმოქმედებს. ამიტომ აქციები გასაკეთეებლია, მაგრამ მაინც გადამწყვეტია არჩევენები. მოსახლეობას უნდა გაუსიგრძეგანოს თითოეულმა პარტიამ, ვინ რას აპირებს მოსამართლეების თემასთან დაკავშირებით. მოსამართლეების თემა პარტიების საარჩევნო რიტორიკაში უნდა ჩაჯდეს" - განაცხადა საყვარელიძემ „ობიექტივის“ „დღის სტუდიაში“ ჩართვისას.



წყარო "ობიექტივი"
READ MORE - „პატრიოტთა ალიანსში“ ხედავენ ძლიერ ძალას და უნდათ, რომ ეს ძალა ჩააქრონ - რამაზ საყვარელიძე (ვიდეო)

გია ჟორჟოლიანმა და მირიან წიკლაურმა უმრავლესობა დატოვა და „პატრიოტთა ალიანსს“ შეუერთდა

14:21 04.03.2019
მე და მირიან წიკლაური გავაგრძელებთ საქმიანობას ერთიანი საპარლამენტო ფრაქციის ფარგლებში, რომელიც იქნება „პატრიოტებთან“ ერთად, - განაცხადა დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა. მისი თქმით, ის და ფრაქციის რამდენიმე წევრი ტოვებს საპარლამენტო უმრავლესობას და უერთდება "პატრიოტთა ალიანსს".

„უმრავლესობას მე და ჩვენი ფრაქციის სხვა წევრებიც ტოვებენ და ალბათ, სხვებიც დატოვებენ. მე და მირიან წიკლაური გავაგრძელებთ საქმიანობას ერთიანი საპარლამენტო ფრაქციის ფარგლებში, რომელიც იქნება „პატრიოტებთან“ ერთად. ეს ფრაქცია იქნება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ და სოციალ-დემოკრატები. ასეთი ახალი ფრაქცია დაიწყებს ფუნქციონირებას დღეიდან პარლამენტში”, - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
READ MORE - გია ჟორჟოლიანმა და მირიან წიკლაურმა უმრავლესობა დატოვა და „პატრიოტთა ალიანსს“ შეუერთდა

"ჩვენს ფრაქციას შემოუერთდნენ ბატონები გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური" - ირმა ინაშვილი

14:21 04.03.2019
"პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მოხარული ვარ, რომ ჩვენს ფრაქციას შემოუერთდნენ ბატონები გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური.

ყოველთვის ვაფასებდი ამ ადამიანებს და მიხარია, რომ ამიერიდან მოგვეცემა საშუალება ვიმოქმედოთ, როგორც ერთი ფრაქციის წევრებმა, როგორც თანამოაზრეებმა და თანამებრძოლებმა,- მთელ რიგ საკითხებთან მიმართებაში" - აცხადებს ირმა ინაშვილი.

დეპუტატმა გია ჟორჟოლიანი საპარლამენტო უმრავლესობა და ფრაქცია "ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატები" დატოვა. ამის შესახებ განცხადება მან ცოტა ხნის წინ გააკეთა. დეპუტატის თქმით, ის პარლამენტში გააგრძელებს საქმიანობას.

გია ჟორჟოლიანის თქმით, ის მირიან წიკლაურთან ერთად პატრიოტების ფრაქციაში გააგრძელებს მუშაობს.

"ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატები" ცოტა ხნის წინ ბექა ნაცვლიშვილმაც დატოვა.

"ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა. 115-კაციანი უმრავლესობიდან წავიდნენ გედევან ფოფხაძე, ბექა ნაცვლიშვილი, ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი. 27 თებერვალს უმრავლესობის დატოვებაზე გადაწყვეტილება მიიღო ზვიად კვაჭანტირაძემაც.

უმრავლესობიდან მეტი დეპუტატის გასვლის შემთხვევაში "ევროპული საქართველო" უმცირესობის სტატუსს დაკარგავს.

ეს პროცესი მმართველი ძალის ირგვლივ ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო, როცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების 10-კაციანი სია საჯარო გახდა. უმრავლესობას უკვე ჩამოყალიბებული აქვს კრიტერიუმები, რომლითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები უნდა შეირჩეს.


READ MORE - "ჩვენს ფრაქციას შემოუერთდნენ ბატონები გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური" - ირმა ინაშვილი

სერბეთის ეკლესია უკრაინის "ახალი ეკლესიის" წარმომადგენლებთან თანამსახურებას კრძალავს

14:21 01.03.2019
სერბეთის მართმადიდებელი ეკლესია უკრაინის ე.წ. ახალ ეკლესიას არ სცნობს - ამის შესახებ სერბეთის ეკლესიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

წერილი კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიერ უკრაინის ე.წ. ახალი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხს ეხება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინის ე.წ. ახალი ეკლესიის გამაერთიანებელი კრება კანონიკური სამართლის სრული უგულვებელყოფით იქნა მოწვეული, რადგან მასში სქიზმაში მყოფი ადამიანები მონაწილეობდნენ.

წერილის მიხედვით, სერბ კლირიკოსებს ამიერიდან ეკრძლებათ უკრაინის ე.წ. ეკლესიის წარმომადგენლებთან, ასევე მოქალაქე ეპიფანე დუმენკოსთან თანამსახურება. ასევე კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იმ მაღალიერარქებთან თანამსახურება, ვინც არსებულ წარმონაქმნს აღიარებს.

წყარო: "ობიექტივი" (ვიდეო)

READ MORE - სერბეთის ეკლესია უკრაინის "ახალი ეკლესიის" წარმომადგენლებთან თანამსახურებას კრძალავს

პრეზიდენტის მრჩეველმა ალექსი (აკია) ბარბაქაძემ თანამდებობა დატოვა

14:15 01.03.2019
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში ალექსი ბარბაქაძემ თანამდებობა დატოვა.

მედიასთან საუბრისას ბარბაქაძემ აღნიშნულის მიზეზებზე საუბარი არ ისურვა, რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციას, როგორც „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ბარბაქაძემ თავდაპირველად პრეზიდენტის მრჩევლად დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა იანვარში, თანამდებობაზე ოფიციალურად გაფორმებამდე მისთვის გაცილებით საინტერესო შეთავაზება მიიღო, რის გამოც პრეზიდენტის მრჩევლის პოსტზე უარი თქვა.

პრეზიდენტის მრჩევლის პოსტი უსაფრთხოების საკითხებში ამჟამად ვაკანტურია.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი მრჩევლები დეკემბერში წარადგინა, მათ შორის კი იყო მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში – ალექსი ბარბაქაძე, რომელიც მანამდე ამავე მიმართულებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მრჩევლის თანამდებობაზე მუშაობდა.
READ MORE - პრეზიდენტის მრჩეველმა ალექსი (აკია) ბარბაქაძემ თანამდებობა დატოვა

დონალდ ტრამპის თქმით კიმ ჩენ ინი დიადი ლიდერია

18:21 27.02.2019
ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს შორის შეხვედრა დაიწყო.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი შეხვედრა წარმატებული იქნება.

„მივიჩნევ, რომ თქვენს ქვეყანას წარმოუდგენელი ეკონომიკური პოტენციალი აქვს, ეს პოტენციალი უსაზღვროა. ვფიქრობ, თქვენს ქვეყანას შესანიშნავი მომავალი ელის. თქვენ დიადი ლიდერი ბრძანდებით“, - განუცხადა დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინს.

თავის მხრივ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ „პრეზიდენტმა ტრამპმა მამაცობა გამოიჩინა ამ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებით“.

„ჩვენი ქვეყნები ერთობლივი ძალისხმევით უნდობლობასა და პრობლემებს დაძლევენ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრა რეალურ შედეგებს გამოიღებს“, - დასძინა მან.

READ MORE - დონალდ ტრამპის თქმით კიმ ჩენ ინი დიადი ლიდერია

კობახიძის შეცვლის საკითხი დღის წესრიგში ეკა ბესელიას გახმოვანებით ვერ დადგება - ნუკრი ქანთარია

18:10 25.02.2019
პარლამენტის თავმჯდომარის შეცვლის საკითხი დღის წესრიგში ეკა ბესელიას გახმოვანებით ვერ დადგება, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.

“ეს ის საკითხია, რაც პარტიის პოლიტსაბჭოს ვიწრო ჯგუფში უნდა გადაწყდეს და მერე უმრავლესობაში შეთახმდეს. ჩვენ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ - მას აქვს რაღაც თვისებები, მაგრამ ადამიანებთან კომუნიკაცია და ურთიერთობები უჭირს, რაც ამ ხნის განმავლობაში გამოჩნდა. არსებობს ცვლილებების მოლოდინი, რაც საჭიროა“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

ქანთარიას ინფორმაციით, უახლოეს მომავალში პარტია “ქართულ ოცნებაში“ ძალიან კარგი და სასიკეთო ცვლილებები განხორციელდება, რაც საზოგადოებისთვის კარგი გზავნილი იქნება.

მმართველ პარტიაში მოსალოდნელი ცვლილებების დეტალებზე ქანთარია არ საუბრობს, თუმცა კითხვაზე, ელის თუ არა ის პარტიის ხელმძღვანელი პირების შეცვლას, ქანთარიამ აღნიშნა, “რა თქმა უნდა, ცვლილება პარტიის თავმჯდომარეს არ შეეხება“.
READ MORE - კობახიძის შეცვლის საკითხი დღის წესრიგში ეკა ბესელიას გახმოვანებით ვერ დადგება - ნუკრი ქანთარია

ზვიად კვაჭანტირაძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

18:07 27.02.2019
მე ვუერთდები ჩემი მეგობრების მცირერიცხოვან ჯგუფს, რომელთაც ასეთი გადაწყვეტილება ძალიან ბევრი მიზეზიდან გამომდინარე მიიღეს და ეს არ არის მხოლოდ სასამართლოს თემა, - ამის შესახებ დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ ბაქოში ქართველ ჟურნალისტებს მის მიერ მმართველი გუნდის დატოვების შესახებ განუცხადა.

ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, მას უმრავლესობის დატოვებასთან დაკავშირებით პარტიის თავჯმდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან რამდენიმე თვის წინ საუბარი უკვე ჰქონდა, თუმცა მაშინ გადაწყდა, რომ „ასეთი ნაბიჯის გადადგმა ნაჩქარევი იქნებოდა.“

მისივე თქმით, სასამართლოს თემა გახდა ერთ-ერთი „ყველაზე დიდი წითელი ხაზი“, რომელმაც უმრავლესობის დატოვებისკენ უბიძგა.

„არ მინდა ძალიან ხმამაღალი ნათქვამი გამომივიდეს, თუმცა გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე, არის გარკვეულწილად იმის პროტესტი, დღეს ჩვენ პარლამენტში რა სიტუაციაშიც ვართ. ეს ჩემთვის არის ძალიან მტკვნეული თემა. გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული მაქვს, სრულიად არ მგვრის სიამოვნებას, მაგრამ მე ვფიქრობ, არჩევანი მქონდა. ჩემი გადაწყვეტილება წასვლის თაობაზე იქნება სწორი და ეს იქნება სწორი ასევე, ჩემი თანამებრძოლების, მეგობრების წინაშე, იმ ხალხის წინაშე, რომელთან ერთადაც 2012 წლის 1-ელი ოქტომბერი მოვიტანეთ. მე ვუერთდები ჩემი მეგობრების მცირერიცხოვან ჯგუფს, რომელთაც ასეთი გადაწყვეტილება ძალიან ბევრი მიზეზიდან გამომდინარე მიიღეს და ეს არ არის მხოლოდ სასამართლოს თემა. სასამართლოს თემა იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი წითელი ხაზი, რომელმაც ამ ნაბიჯის გადადგმისკენ გვიბიძგა“, - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
READ MORE - ზვიად კვაჭანტირაძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

გრიგორი კარასინმა ქართველები შესაძლო უსიამოვნებიების შესახებ გააფრთხილა

17:25 27.02.2019
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ქართულ მხარეს „უსიამოვნო მოულოდნელობების“ შესახებ აფრთხილებს.

„ჩემი მესიჯი არის იგივე. უნდა განვაგრძოთ ურთიერთობების განვითარება და ასევე მინდა გავაფრთხილო ჩემი ქართველი კოლეგები შესაძლო უსიამოვნო მოულოდნელობების შესახებ, ვინაიდან ეს უსიამოვნო იქნება ორივე ქვეყნისთვის“, - განაცხადა „რადიო თავისუფლებასთან“ საუბარში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა.
READ MORE - გრიგორი კარასინმა ქართველები შესაძლო უსიამოვნებიების შესახებ გააფრთხილა

გრიგოლ ვაშაძე: სამარცხვინო ქვეყანაში ვცხოვრობთ, ყურებამდე ნაგავში ვართ...

14:25 25.02.2019
სამარცხვინო ქვეყანაში ვცხოვრობთ, ყურებამდე ნაგავში ვართ, თავისუფალი სუნთქვა ჭირს, მეგობრებო!-ასე შეაფასა დავით კირკიტაძის მიმართ მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილება გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ.

მისი თქმით, ივანიშვილები, მურუსიძეები და ჩინჩალაძეების სახით საქართველოს „პატარა ცახესი“ აზის თავზე.

„ეს არ არის სასამართლო ეს არის სრული ფარსი, საქართველოს თავზე აზის „პატარა ცახესი“, რომელსაც გაუგებარი მიზეზების გამო ჰქვია მურუსიძეები, ჩინჩალაძეები, ივანიშვილები. ეს არის ქაფი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ამოტივტივდა, მოსამართლეს არგუმენტიც კი არ ჰქონდა. ადამიანი იმყოფება უკანონო ტყვეობაში პოლიტიკურ პატიმრობაში, სამარცხვინო ქვეყანაში ვცხოვრობთ, ყურებამდე ვართ ნაგავში, თავისუფალი სუნთქვა ჭირს, მეგობრებო და ვინც „ქართულ ოცნებას“ შეგნებულად ხმას აძლევთ, დატკბით, ჯერ თქვენამდე არ მოსულან, მაგრამ აუცილებლად მოვლენ, იმიტომ რომ ამ ე.წ. ხელისუფლებამ პუტინის რეცეპტების გარდა არაფერი არ იცის", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მან სხვა პატიმრებზეც ისაუბრა და თქვა, რომ კირკიტაძის მსგავსად უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან მერაბიშვილი, ახალაია და სხვები.

„დავით კირკიტაძე არის ივანიშვილის პირადი პოლიტიკური პატიმარი, ისევე როგორც ახალაია, ცააძე, რომან შამათავა და ვანო მერაბიშვილი",-განაცხადა ვაშაძემ.
READ MORE - გრიგოლ ვაშაძე: სამარცხვინო ქვეყანაში ვცხოვრობთ, ყურებამდე ნაგავში ვართ...

საპარლამენტო უმრავლესობა შესაძლოა კიდევ ერთმა დეპუტატმა დატოვოს

15:00 25.02.2019
უმრავლესობის კიდევ ერთი დეპუტატი, რომელმაც შესაძლოა, უმრავლესობის რიგები დატოვოს, მირიან წიკლაურია.

წიკლაურმა აქცენტი ეკონომიკურ პოლიტიკისა და საპენსიო რეფორმაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ არის საკითხები, რაზეც მას განსხვავებული ხედვები და მოსაზრებები აქვს.

„არის აზრთა სხვადასხვაობა და ჩემი უმრავლესობაში დარჩენა-არ დარჩენა იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელი აზრი გადაწონის. მე არ ვარ პარტია „ქართული ოცნების“ წევრი და მით უფრო თავისუფალი ვარ არჩევანში“, - აღნიშნა მირიან წიკლაურმა.

მირიან წიკლაური პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ წევრია.
READ MORE - საპარლამენტო უმრავლესობა შესაძლოა კიდევ ერთმა დეპუტატმა დატოვოს

2021 წლიდან მოსახლეობას წყლის ტარიფი გაეზრდება

14:53 25.02.2019
2021 წლიდან წყლის მომხმარებელთა არასაყოფაცხოვრებო და საყოფაცხოვრებო ტარიფი გათანაბრდება და ერთ კუბურ მეტრზე დაახლოებით 1 ლარის ფარგლებში იქნება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა გიორგი ფანგანმა განუცხადა.

მისივე თქმით, არსებული კანონმდებლობის მიხედვით, არასაყოფაცხოვრებო ტარიფი ასუბსიდირებს საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, რის გამოც ტარიფებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა.

ამჟამად, საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის წყალმომარაგების მომსახურების ტარიფი ერთ კუბურ მეტრზე 32 თეთრს, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის - 4 ლარსა და 40 თეთრს შეადგენს.

2021 წლისთვის ცვლილება შევა „ელექტროენერგეტიკის და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონში, რის შედეგადაც ტარიფები გათანაბრდება.

როგორც გიორგი ფანგანმა განმარტა, ცვლილების შედეგად, მცირედით გაიზრდება საყოფაცხოვრებო და სერიოზულად შემცირდება არასაყოფაცხოვრებო ტარიფი.
READ MORE - 2021 წლიდან მოსახლეობას წყლის ტარიფი გაეზრდება

არასრულწლოვნის გაუპატიურება სამუდამო პატიმრობით დაისჯება

14:46 25.02.2019
არასრულწლოვნებთან სექსუალური კავშირი სამუდამო პატიმრობით დაისჯება. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, კანონპროექტი, რომელიც პედოფილიაზე სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს, სამინისტრომ მთავრობას უკვე წარუდგინა.

„პედოფილიაზე კანონის გამკაცრებას ითვალისწინებს ის კანონპროექტი, რომელიც მთავრობაზე წარვადგინეთ, განსაკუთრებით არასრულწლოვანების მიმართ სექსუალური ძალადობის ჩადენის ნაწილში. გავამკაცრეთ სანქციები და არასრულწლოვანის გაუპატიურების შემთხვევაში ჩამდენი პირის მიმართ უვადო თავისუფლებაც აღკვეთაც იქნება გათვალისწინებული. ეს ადრე ასე არ იყო“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.
READ MORE - არასრულწლოვნის გაუპატიურება სამუდამო პატიმრობით დაისჯება

ლევან გოგიჩაიშვილი: მე, ირაკლი კობახიძე და ვანო ზარდიაშვილი ერთ ხაზზე ვერ ვიქნებით

ავტორი თეონა მანაგაძე
15:23 22.02.2019
ვერ ვიქცევი პულტზე ხელის დამჭერად, ვერ შემჭამს კონიუქტურა, რაც მნიშვნელოვანია, ყოველთვის იმ მხარეს ვიქნები, – ამის შესახებ დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.

როგორც ლევან გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, გუშინდელმა პარლამენტში განვითარებულმა მოვლენებმა ბევრი რამ გადაწყვიტა.

„უმრავლესობის სახელით ბოლო გამოსვლა მქონდა. ჩვენი გზები ერთმანეთს დაშორდა, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი ფასეულობებია. პარლამენტის თავმჯდომარემ არაადეკვატური და შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა იმ ადამიანების მიმართ, ვისთვისაც თავისუფლებისთვის ბრძოლა მნიშვნელოვანია. მათ უთხრეს, რომ რასაც სააკაშვილი ამ მოსამართლეების ხელით ცხრა წლის მანძილზე გიკეთებდათ, რა მოხდა, ახალი ცხოვრება დავიწყოთ. ეს ფორმულა მიუღებელია. ამ მორალის მქონე ადამიანთან გუნდში ვერ ვიქნები. წარმოუდგენელია, მე, ირაკლი კობახიძე და ვანო ზარდიაშვილი ამ ხაზზე ვიყოთ, ყველაფერი ნათელია. ვერ ვიქცევი პულტზე ხელის დამჭერად, ვერ შემჭამს კონიუქტურა, რაც მნიშვნელოვანია, ყოველთვის იმ მხარეს ვიქნები“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.


1tv.ge
READ MORE - ლევან გოგიჩაიშვილი: მე, ირაკლი კობახიძე და ვანო ზარდიაშვილი ერთ ხაზზე ვერ ვიქნებით

"პატრიოტთა ალიანსი" 7 მარტიდან პერმანენტულ აქციებს იწყებს

14:400 22.02.2019
"პატრიოტთა ალიანსი" 7 მარტიდან პერმანენტულ საპროტესტო აქციებს იწყებს, - ამის შესახებ "ობიექტივის" პირდაპირ ეთერში დავით თარხან-მოურავმა და ირმა ინაშვილმა განაცხადეს.

პირველი აქცია-მსვლელობა 7 მარტს, დღის 3 საათზე, დიდუბის მეტროსთან არსებულ ხიდთან, წმინდა გიორგის ეკლესიის სიახლოვეს დაიწყება.  საზოგადოების წევრები სააპელაციო სასამართლოთან შემდეგი მოთხოვნით გადაინაცვლებენ: გათავისუფლდეს სასამართლო მურუსიძეებისგან.

7 მარტიდან იწყება აქციების უწყვეტი ციკლი, რომელთა ძირითადი მოთხოვნებია: გაუქმდეს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა; გაუქმდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და მისი ფუნქციები გადაეცეს პარლამენტს; ხელისუფლებას ჩამოშორდნენ კობახიძე-მდინარაძეები; გამოსწორდეს განათლების სისტემაში არსებული მძიმე ვითარბა.

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერების თქმით, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სოციალური ვითარების მოგვარება და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება იქნება.
READ MORE - "პატრიოტთა ალიანსი" 7 მარტიდან პერმანენტულ აქციებს იწყებს

გია ხუხაშვილი - „ქართული ოცნების“ წევრებს ვეუბნები, ისინი დღეს უკვე არიან „ნაციონალური მოძრაობა“, არ უყვართ „ნაცმოძრაობა“? მაშინ იქიდან უნდა წამოვიდნენ

13:46 22.02.2019
ეკა ბესელიას გუნდის მესამე ძალად ჩამოყალიბებას, ამ ეტაპზე სკეპტიკურად ვუყურებ, - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი ეკა ბესელიას გადაწყვეტილებას, რომ დატოვოს მმართველი გუნდი და ახალი პოლიტიკური ძალა შექმნას.

მისივე თქმით, ეკა ბესელიას დღევანდელი გადაწყვეტილება დაგვიანებულია და ამას ამომრჩეველი მას ხშირად შეახსენებს.

„ამ ეტაპზე სკეპტიკურად ვუყურებ ამ პლატფორმის შესაძლებლობებს ბევრი მიზეზის გამო, თუნდაც იმიტომ, რომ მათ ძალიან დააგვიანეს, ის პრობლემები, რაც მათი მხრიდან არის მიზეზად მოყვანილი, დღეს არ გაჩენილა, ის რამდენიმე წელია არსებობს და შესაბამისად, ეს დაგვიანებული რეაგირება არადამაჯერებლად გამოიყურება. ჩვენი ამომრჩეველი საკმაოდ გამოცდილია იმისთვის, რომ ეს ყველაფერი შეამჩნიოს. მე პირადად მზად ვარ უკან არ გავიხედო, არ ვიქიკილო ამ დაგვიანებაზე და ვითანამშრომლო, მაგრამ ამომრჩეველს ვერ მოატყუებ. მას ეს პრეტენზია ბესელიასთან ყოველთვის ექნება, რომ 2019 წელს აღმოაჩინა ის, რა პრობლემაც 2013 წლიდან უკვე საკმაოდ ადვილი დასანახი იყო“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

ამასთან, გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ფაქტობრივად „ნაციონალურ მოძრაობად“ იქცა, ამიტომ „ოცნების“ წევრებს მოუწოდებს, დატოვონ გუნდი.

„ეკა ბესელიას მიერ „ქართული ოცნების“ დატოვება გასაგები, ლოგიკური იყო და ეს არ არის სიურპრიზი. მას შემდეგ რაც „ქართული ოცნება“ ფაქტობრივად, სისტემური თვალსაზრისით იქცა „ნაციონალურ მოძრაობად“ , გასაგებია, რომ ის ყველამ უნდა დატოვოს, ვინც თავის დროზე ებრძოდა იმ მანკიერ სისტემას. სისტემური თვალსაზრისით „ქართული ოცნება“ უკვე „ნაციონალური მოძრაობაა“, რადგან ყველა მანკიერება გადმოიბარა და ფაქტობრივად გამოაცხადა, რომ ის არის სამართალმემკვიდრე. ასე, რომ მინდა „ქართული ოცნების“ ყველა წევრს ვუთხრა, რომელიც ამ პარტიას ებრძოდა, ისინი უკვე დღეის მდგომარეობით ამ პარტიის წევრები არიან და თუ მათ არ მოსწონთ „ნაციონალური მოძრაობა“ , მაშინ მათაც იგივე ნაბიჯი უნდა გადადგან, რაც ეკა ბესელიამ. „ქართული ოცნების“ გუნდად მოხსენიება საერთოდ პირობითი იყო, ეს არის ე.წ. დაჯგუფება ადამიანების, რომელიც ერთ კაცზე იდგა, მაგრამ ამ პროცესებიდან გამომდინარე, ყველა „წითელი ხაზი“ გადაკვეთილია უკვე, ყველა მანკიერება ათვისებულია „ქართული ოცნების“ მხრიდან და ფაქტობრივად, ბოლო ორი ელემენტი იყო დარჩენილი - ეს იყო ფინანსური ნაკადების კონტროლი, „თიბისის“ ირგვლის განვითარებულმა მოვლენებმა ეს მანკიერებაც აათვისებინა „ქართულ ოცნებას“ და მეორე- მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკურ ვერტიკალში ჩაყენება. საბოლოოდ, ამ ორი საკითხის გუშინდელი გაფორმებით ფაქტობრივად დასრულდა „ქართული ოცნების“ „ნაციონალიზაცია“. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ ყველა წევრს ვეუბნები, რომ ისინი დღეს უკვე არიან „ნაციონალური მოძრაობა“. არ უნდათ და არ უყვართ „ნაციონალური მოძრაობა“? მაშინ იქიდან უნდა წამოვიდნენ, სხვანაირად, ისინი პასუხისმგებლები არიან არამარტო ამ 6 წელზე, არამედ წინა 9 წელზეც“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ეკა ბესელიამ მმართველი გუნდი დღეს დატოვა ოფიციალურად და განაცხადა, რომ ახალ პოლიტიკურ პლატფორმას შექმნის.
READ MORE - გია ხუხაშვილი - „ქართული ოცნების“ წევრებს ვეუბნები, ისინი დღეს უკვე არიან „ნაციონალური მოძრაობა“, არ უყვართ „ნაცმოძრაობა“? მაშინ იქიდან უნდა წამოვიდნენ

ნათია მაზანაშვილი: საქართველო ბავშვთა სიკვდილიანობის კუთხით ევროპაში პირველ ადგილზეა

13:31 22.02.2019
ჟურნალისტი ნათია მაზანაშვილი, რომელიც ტელე-რადიო კომპანია „ობიექტივის“ სოციალური გადაცემის წამყვანია საქართველოში არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობს და ყურადღებას ამახვილებს ბავშვთა სიკვდილიანობის გაზრდილ მაჩვენებელზე:

ნათია მაზანაშვილი: „სოციალური დახმარების მეთოდოლოგიას, რომელსაც უამრავი ხარვეზი აქვს, საქართველოს მთავრობა ისევ არ ცვლის. ათასობით ადამიანს უსამართლოდ და უმიზეზოდ ეხსნება შემწეობა, რაც თავის რჩენის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს.

მთავრობას არ გააჩნია სიღარიბის დაძლევის რეალური გეგმა და სურვილი. საქართველოს მოსახლეობის 90% სიღარიბეში ცხოვრობს. განსაკუთრებით საგანგაშოა ბავშვების მდგომარეობა. საქართველოში ყოველწლიურად 700 ბავშვი, კვების დეფიციტის გამო იღუპება; 400 პატარა დაბადებიდან 1 კვირაში კვდება, ხოლო 300 დაბადებიდან 1 წლის განმავლობაში. ბავშვთა სიკვდილიანობით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა. ადამიანები ადრეული ასაკიდან სიღატაკეში ცხოვრობენ, შესაბამისად ვერ იღებენ განათლებას და დასაქმებაც უჭირთ.

ხშირად, როდესაც სიუჟეტის მომზადებისას მათთან მივდივარ და მძიმე სოციალურ მდგომარეობას ვეცნობი, მეკითხებიან: გვეშველება რამე? ჩვენზე ვინმე იზრუნებს? - ადამიანებს აინტერესებთ ის პროექტები, რასაც მთავრობა მათ დასახმარებლად ახორციელებს, თუმცა ამ კუთხით სათქმელი თითქმის არაფერია. ხალხმა „ქართული ოცნების“ იმედი დიდი ხნის წინ დაკარგა. ვიმეორებ, საგანგაშო რეალობაში ვცხოვრობთ: 150 186 ბავშვს შია. ხალხი შველას და გადარჩენას ითხოვს. სანამ ჩვენი მთავრობის წევრები შავი ჯიპებით დაბრძანებიან და ხალხის მდგომარეობა არ აინტერესებთ, სიღარიბე ძალას იკრებს და სულ უფრო მეტი ოჯახის კარზე აკაკუნებს“ - აცხადებს მაზანაშვილი.
READ MORE - ნათია მაზანაშვილი: საქართველო ბავშვთა სიკვდილიანობის კუთხით ევროპაში პირველ ადგილზეა

"ოცნების" უმრავლესობა სააკაშვილის რეჟიმის გასამართლებას არ ემხრობა (კენჭისყრის შედეგები)

11:50 22.02.2019
"ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობის უმეტესობამ "პატრიოტთა ალიანსის" რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა. შეგახსენებთ, რომ დოკუმენტის მიხედვით სააკაშვილ-ბოკერიას ხელისუფლების სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასება უნდა მომხდარიყო. გთხავაზობთ კენჭისყრის შედეგებს:

საქართველოს პარლამენტის წევრები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რეზოლუციას:

1. აბუსერიძე ირაკლი
2. არველაძე რევაზი
3. ბეჟანიშვილი ლევანი
4. ბესელია ეკა
5. ბუკია გიგა
6. გეგიძე ბიძინა
7. გოგიჩაიშვილი ლევანი
8. გულორდავა გოგა
9. ერქვანია ალექსანდრე
10. თორთლაძე გიორგი
11. ინაშვილი ირმა
12. კვაჭანტირაძე ზვიადი
13. კვიჟინაძე პაატა
14. კვიციანი ემზარი
15. კობალაძე კობა
16. კობერიძე ლევანი
17. კოპალიანი კარლო
18. კოპაძე გიორგი
19. ლომია გიორგი
20. ლურსმანაშვილი კობა
21. მაკრახიძე იოსები
22. მარშანია ადა
23. მახათაძე სულხანი
24. მიქაძე გელა
25. მხეიძე პაატა
26. ნაკაიძე კობა
27. ნარჩემაშვილი კობა
28. ნაცვლიშვილი ბექა
29. პაპუაშვილი ზაზა
30. პოღოსიანი რუსლანი
31. ჟორჟოლიანი გია
32. ტრიპოლსკი ერეკლე
33. ფოფხაძე გედევანი
34. ქანთარია ალექსანდრე
35. ქვარაია მერაბი
36. შიოლაშვილი ირაკლი
37. ჩანქსელიანი გოდერძი
38. ჩრდილელი ოთარი
39. ძიძიგური ზვიადი
40. წიკლაური მირიანი
41. ჭიჭინაძე გივი
42. ჭიჭინაძე დავითი
43. ხაბარელი შოთა
44. ხალვაში ფატი
45. ხუბულური თენგიზი

საქართველოს პარლამენტის წევრები, რომლებმაც ხმა მისცეს რეზოლუციის წინააღმდეგ:

1. აბესაძე ირაკლი
2. ბაქრაძე დავით
3. ბობოხიძე აკაკი
4. ბოკერია გიორგი
5. გოგორიშვილი ხათუნა
6. გუნავა თენგიზ
7. დამენია ლაშა
8. კანდელაკი გიორგი
9. კედელაშვილი ზაზა
10. ნადირაშვილი ირმა
11. ნიკოლაიშვილი რამაზ
12. რატიანი სერგო
13. ტუღუში გიორგი
14. ქებურია ლელა
15. ღვინიაშვილი გიორგი
16. ჭიაბერაშვილი ზურაბ

საქართველოს პარლამენტის წევრები, რომლებმაც თავი შეიკავეს:

1. ბერაია ირაკლი (დაჩი)
2. ბოკუჩავა თინათინ
3. ბოლქვაძე ანზორ
4. გაჩეჩილაძე გიორგი
5. გაჯიევი რუსლან
6. გოცირიძე ელგუჯა
7. გოცირიძე რომან
8. დარზიევი მახირ
9. დასენი ისკო
10.ვახტანგაძე მუხრან
11. ვოლსკი გიორგი
12. ზარდიაშვილი ვანო
13. თოლორაია ედიშერ
14. იონათამიშვილი რატი
15. კაკულია რომან
16. კახიანი გიორგი
17. კახიძე ოთარ
18. კიკნაველიძე შალვა
19. კილაძე სოფო
20. კობახიძე ირაკლი
21. კობიაშვილი ლევან
22. კოვზანაძე ირაკლი
23. კოხრეიძე თეიმურაზ
24. კუჭავა კახაბერ
25. მათიკაშვილი დავით
26. მანუკიანი სამველ
27. მარგველაშვილი გენადი
28. მაღრაძე გუგული
29. მაჭავარიანი ენძელა
30. მაჭარაშვილი გურამ
31. მდინარაძე მამუკა
32. მეზურნიშვილი ირაკლი
33. მელია ნიკანორ
34. მეშველიანი გოგი
35. მირზოევი სავალან
36. მიქელაძე გრიგოლ
37. მოსიძე გიორგი (კენჭისყრის შემდეგ თქვა, რომ ვერ მოასწრო ხმის მიცემა რეზოლუციის მხარდასაჭერად)
38. მუჩიაშვილი რომან
39. ნავერიანი თამაზ
40. ნაკაშიძე ილია
41. ნოზაძე სიმონ
42. ოხანაშვილი ანრი
43. სამადაშვილი სალომე
44. სამხარაული გელა
45. სამხარაძე დიმიტრი
46. სონღულაშვილი დავით
47. სულეიმანოვი აზერ
48. ფრუიძე ირინე
49. ყაველაშვილი მიხეილ
50. შალელაშვილი შოთა
51. ჩუგოშვილი თამარ
52. ჩხეიძე ნატო
53. წილოსანი ნინო
54. ხაბაძე არჩილ
55. ხატიძე გიორგი
56. ხოშტარია ელენე
57. ხულორდავა თამარ
58. ხუნდაძე დიმიტრი

READ MORE - "ოცნების" უმრავლესობა სააკაშვილის რეჟიმის გასამართლებას არ ემხრობა (კენჭისყრის შედეგები)

რამდენიმე წუთის წინ ეკა ბესელიამ "ქართული ოცნება" დატოვა

12:00 22.02.2019
რამდენიმე წუთის წინ გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე დეპუტატმა ეკა ბესელიამ "ქართული ოცნების" დატყოვების შესახებ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა ბესელიას ინიციატივას, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ითვალისწინებდა, რაც დეპუტატის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების მჯიზეზი გახდა.

READ MORE - რამდენიმე წუთის წინ ეკა ბესელიამ "ქართული ოცნება" დატოვა

აშშ-ში მონტანის შტატის კანადისთვის მიყიდვას ითხოვენ

00:00 21.02.2019
შეერთებულ შტატებში ახალი პეტიციის ხელმოწერა დაიწყო, რომელიც მონტანის შტატის გაყიდვას შეეხება. ამის შესახებ New York Post-ი წერს.

პეტიციის ავტორი იან ჰამონდია, რომელიც კანადისთვის შტატის ტრილიონ დოლარად მიყიდვის ინიციატივით გამოდის.

„ჩვენ ბევრი ვალები გვაქვს, მონტანა კი უიმედოა“, - აცხადებს ჰამონდი. პეტიციას ხელი უკვე 12 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა.

ოფიციალური სტატისტიკით, აშშ-ის სახელმწიფო ვალი დღეისათვის 22 ტრილიონ დოლარს შეადგენს. დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ სახელმწიფო ვალი 2 ტრილიონი დოლარით არის გაზრდილი.
READ MORE - აშშ-ში მონტანის შტატის კანადისთვის მიყიდვას ითხოვენ

მძღოლებს მანქანის უფასოდ პარკირება დღეში 4-ჯერ, 15-15 წუთით შეეძლებათ - ვის არ შეეხება გადასახადი

23:55 21.02.2019
მძღო­ლებს ავ­ტო­მან­ქა­ნის უფა­სოდ პარ­კი­რე­ბა დღე­ში 4-ჯერ, 15-15 წუ­თით შე­ეძ­ლე­ბათ. პარ­კი­რე­ბა­ზე გა­და­სა­ხა­დის და­წე­სე­ბის სა­კი­თხზე თბი­ლი­სის მერ­მა დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე ისა­უბ­რა.

„ყვე­ლა მან­ქა­ნა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა დღე­ში 4 უფა­სო 15 წუ­თი­ა­ნი პარ­კი­რე­ბით. შე­საძ­ლებ­ლო­ბა იქ­ნე­ბა დღე­ში 4-ჯერ გა­მო­ი­ყე­ნოს ადა­მი­ან­მა ეს დრო“, - აღ­ნიშ­ნა კა­ლა­ძემ.

ამას­თან, დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის თქმით, „სა­ა­თობ­რი­ვი პარ­კი­რე­ბის გა­დახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, რო­გორც მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ით, ასე­ვე, ქუ­ჩა­ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი აპა­რა­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით“.

„ზო­ნა­ლუ­რი პარ­კი­რე­ბი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხე­ბი მთლი­ა­ნად აკუ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ა­ში და მოხ­მარ­დე­ბა მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, გა­და­სა­ხა­დი ასე­ვე არ შე­ე­ხე­ბა ელექტროძ­რა­ვი­ან ავ­ტო­მო­ბი­ლებს და შშმ პი­რე­ბის მან­ქა­ნებს.

„რაც შე­ე­ხე­ბა ტაქ­სებს, მათ­თვის სხვა­დას­ხვა ად­გი­ლებ­ში უკვე გა­მო­ყო­ფი­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­პარ­კინ­გე ად­გი­ლე­ბი“, - აღ­ნიშ­ნა კა­ლა­ძემ.

დე­და­ქა­ლაქ­ში პარ­კი­რე­ბა­ზე სა­ა­თობ­რი­ვი გა­და­სა­ხა­დი, თავ­და­პირ­ვე­ლად რამ­დე­ნი­მე ქუ­ჩა­ზე, 1-ელი ივ­ლი­სი­დან და­წეს­დე­ბა.

რო­გორც თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­პი­ლო­ტე პრო­ექ­ტი თავ­და­პირ­ვე­ლად კოტე აფხა­ზი­სა (ლე­სე­ლი­ძის) და მის მიმ­დე­ბა­რე ქუ­ჩებ­ზე და­ი­ნერ­გე­ბა.

პარ­კი­რე­ბის სა­ა­თობ­რი­ვი სა­ფა­სუ­რი არ შე­ე­ხე­ბა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის მიმ­დე­ბა­რედ პარ­კი­რე­ბულ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბებს. გა­და­სა­ხა­დი ასე­ვე არ შე­ე­ხე­ბა ელექტროძ­რა­ვი­ან ავ­ტო­მო­ბი­ლებს და შშმ პი­რე­ბის მან­ქა­ნებს.
READ MORE - მძღოლებს მანქანის უფასოდ პარკირება დღეში 4-ჯერ, 15-15 წუთით შეეძლებათ - ვის არ შეეხება გადასახადი

როგორ შეიცვალა ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ქონება ერთ წელიწადში

23:02 21.02.2019
საქართველოს ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა და პირველმა ვიცე პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გასულ წელს რამდენიმე უძრავი ქონება გაყიდა და აქედან 531,611 ლარის შემოსავალი მიიღო.

გარდა 2018 წელს გასხვისებული ქონებისა, მედია დაინტერესდა, თუ როგორ შეიცვალა ქუმსიშვილის ქონება ერთ წელიწადში.

2019 წლის 28 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ეკონომიკის ყოფილ მინისტრს აღარ უფიქსირდება 188,48 კვ.მეტრისა და 90,7 კვ. მეტრი ფართობის ორი ბინა თბილისში; ასევე დედაქალაქში მდებარე 312 კვ. მ ფართობის საცხოვრებელი სახლი და 451 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთი; ამასთან, მის სახელზე აღარ ფიქსირდება 187,33 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელი სახლი თეთრიწყაროში და ამავე მისამართზე მდებარე 475 კვ. მეტრისა და 480 კვ. მეტრის ორი მიწის ნაკვეთი.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილს დეკლარაციაში აქვს მითითებული, აღნიშნული უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად 2018 წელს ქუმსიშვილის შემოსავალმა ჯამში, 531,611 ლარი შეადგინა. ამასთან, დეკლარაციის მიხედვით, ყოფილმა პირველმა ვიცე-პრემიერმა სამი უძრავი ქონება, თბილისსა და თეთრიწყაროში, მეორე რიგის მემკვიდრეზე გააჩუქა.

„ბიზნესპრსნიუსმა“ ყოფილი ვიცე-პრემიერის საკუთრებაში არსებული ქონება საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზეც გადაამოწმა. როგორც აღმოჩნდა, 2019 წლის 18 თებერვლის ამონაწერით, დიმიტრი ქუმსიშვილს დედაქალაქში მდებარე ორი ბინა მართლაც გაუსხვისებია. ხოლო თბილისსა და თეთრიწყაროში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრედ რეესტრში ასევე მიმდინარე წლის ამონაწერით ნინო ქუმსიშვილი ფიქსირდება.

რაც შეეხება ქუმსიშვილის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მიმდინარე წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ყოფილი მინისტრი ფლობს: 119,76 კვ. მეტრი ფართობის ბინას დედაქალაქში და ასევე თბილისში მდებარე 20 კვ. მეტრის ავტოფარეხს. მის საკუთრებაშია ასევე 2006 წელს გამოშვებული მსუბუქი ავტომობილი „მერსედეს ბენცი მლ“.

ჩვენ ქვეყანაში მუდმივად აქტუალურია თანამდებობიდან წასვლის შემდეგ სახელმწიფო მოხელეთა ფინანსური მდგომარეობის საკითხიც, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ მნიშვნელოვანი ცვლილება არ გვაქვს სახეზე. კერძოდ, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, მისი შევსების მომენტში დიმიტრი ქუმსიშვილს სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე 28,349.14 ლარი; 1 000 დოლარი და 2 836,32 ევრო ჰქონდა (მაშინ როცა 2018 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ჯამში 24,326.2 ლარი და 4,570.75 დოლარი ჰქონდა). ამასთან, ქუმსიშვილს დეკლარაციის შევსების მომენტში ნაღდი ფულადი თანხის სახით ჰქონდა 28 000 ლარი, რომელიც ფასიანი ქაღალდის განაღდების საფუძველზე აქვს მიღებული.
READ MORE - როგორ შეიცვალა ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ქონება ერთ წელიწადში

ილია ჩაჩიბაია: ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე სასტუმროს აშენება დაუშვებელია!

18:01 02.02.2019
ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობას ეწინააღმდეგება და მოკლე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ :

"ზუგდიდში, დადიანების ისტორიული სასახლის და უნიკალური ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ადგილობრივი ხელისუფლება და "m²" სასტუმროს მშენებლობას გეგმავს, რაც კატეგორიულად მიუღებელია!!!!

ამ პროექტის განხორციელება არ უნდა დავუშვათ!!!

სააკაშვილის დაწყებულს ოცნება აგრძელებს..."
READ MORE - ილია ჩაჩიბაია: ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე სასტუმროს აშენება დაუშვებელია!

ტელე-რადიო "ობიექტივის" გენერალური პროდიუსერი tvპირველის სიუჟეტს ეხმაურება

21:01 21.02.2019
"ობიექტივის" გენერალური პროდიუსერი ილია ჩაჩიბაია tvპირველის სიუჟეტს ეხმაურება:

"tvპირველმა" მოამზადა ცილისმწამებლური სიუჟეტი, სადაც ამავე ტელევიზიის ჟურნალისტი "ობიექტივს" კრემლისტურ მედია-საშუალებად მოიხსენიებს.

ჩვენი პროფესიის პირველი წესია, თუ ვინმეს რამეს აბრალებენ, მოპასუხის პოზიციაც მოვისმინოთ და საზოგადოებას შევთავაზოთ; ეს წესიც უხეშად დაირღვა.

ამ არხის ცნობილი ჟურნალისტები წარსულში არაერთხელ გამხდარან ცილისწამების და იარლიყების მიკერების ობიექტი, ამიტომ კარგად იციან თუ რამდენად მტკივნეულია.

კარგი იქნება თუ "tvპირველის" ხელმძღვანელობა გააკეთებს განმარტებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩავთვლით, რომ მიმდინარეობს მიზანმიმართული შავი კამპანია დამოუკიდებელი ტელე-რადიო "ობიექტივის" მიმართ, კოლეგებისვე ხელით".

READ MORE - ტელე-რადიო "ობიექტივის" გენერალური პროდიუსერი tvპირველის სიუჟეტს ეხმაურება

რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...