ავტორი ნინო მიქიაშვილი
18:06 06.02.2012
ბათუმში ე.წ. აზიზიეს მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებით ჩემი თხოვნის საფუძველზე კიდევ ერთმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ გამოხატა თავისი პოზიცია - ამჯერად “სახალხო პარტიის“ მიერ გამოგზავნილ პასუხებს გთავაზობთ კითხვებზე:
“გთხოვთ, მაცნობოთ თქვენი პოლიტიკური ძალის/საზოგადოებრივი ორგანიზაციის პოზიცია ბათუმში ე.წ. აზიზიეს მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებით - უჭერთ თუ არა მხარს თურქეთ-საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში, ისტორიულ საქართველოში ქართული ძეგლების რესტავრაციის სანაცვლოდ ბათუმში ე.წ. აზიზიეს მეჩეთის აშენებას?
თუ მეჩეთის აშენებას მხარს უჭერთ, მაშინ გთხოვთ, დაასაბუთოთ რატომ და თუ მხარს არ უჭერთ, გთხოვთ, მაცნობოთ რა მიზეზით, რის გამო ეწინააღმდეგებით “აზიზიეს მეჩეთის“ აშენებას“.
“აზიზიეს მეჩეთთან“ დაკავშირებით დასმულ კითხვებზე “სახალხო პარტიის“ თავმჯდომარის, მამუკა გიორგაძის წერილობითი პასუხი ასეთია:
“სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება მკვეთრად გამოირჩევა არა მხოლოდ უპასუხისმგებლობით და ულოგიკობით, არამედ თავისი ანტიქართული ბუნებით. მისთვის უცხოა ეროვნული ფასეულობები და სახელმწიფოებრივი ცნობიერება. საქართველოს ხელისუფლება, შეგნებულად მტრობს რა ქართულ სახელმწიფოებრიობას, მიეჩვია საზოგადოებრივი აზრის არად ჩაგდებას, ისეთი მსხვილმანი საკითხების გადაწყვეტისას, სადაც საქმე ეროვნულ ინტერესებს და ქართული სახელმწიფოებრიობის სიმტკიცეს ეხება.
ამ ტიპის ქმედებას წარმოადგენს თურქეთ–საქართველოს შორის ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც ქართველი ხალხის ზურგს უკან მომზადდა და რომლის გარკვეული პუნქტების გამოაშკარავებამ ჩვენს ხალხში უკვე გამოიწვია ბუნებრივი ვნებათაღელვა და სამართლიანი აღშფოთება.
ხელისუფლება ხელშეკრულების შინაარსს საგულდაგულოდ იმიტომაც მალავდა, რომ თავადაც იცოდა - ის უსაფრთხოების ელემენტების შემცველი იყო. ქართული საქმის დამალვა მას არ დასჭირდებოდა.
ხელისუფლებას შეეძლო ამ პრობლემის გადასაწყვეტად მოეძებნა გონივრული სხვა საშუალებებიც, რომელიც მას არც უცდია;თუნდაც, საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით ძეგლების გადარჩენის გზა, როგორც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის. მან ყველაზე პრიმიტიული და ქართული ინტერესებისთვის საზიანო გზას მიაკვლია. როგორც სჩვევია, მან ახლაც საკუთარი ხალხი არასახელმწიფოებრივი არჩევანის წინაშე დააყენა, რაც სინამდვილეში ასე ფორმულირდება - ან ჩვენი ისტორიულ-კულტურული ღირებულების არქიტექტურული ძეგლების გადარჩენა ნგრევისგან, ან ისლამის(რომელიც ჩვენს ხელისუფლებას,როგორც სარწმუნოება კი არ აინტერესებს, არამედ როგორც საქართველოს მულტიკულტურული მრავალფეროვნების დამტკიცების საშუალება), უცხო ქვეყნის(თუნდაც მეგობრად აღიარებულის) იდეოლოგიური კერების ხელოვნური სტიმულირება და შიდა ქართული დაპირისპირების (რელიგიურ ნიადაგზე) პროვოცირება.
დღეს, მხოლოდ ტანკებითა და თოფ-იარაღით აღარ ხდება ქვეყნებისა თუ ქვეყნის გარკვეული ნაწილის მიტაცება-მითვისება (რუსეთი, როგორც ჩანს, ერთადერთი გამონაკლისია დღევანდელ მსოფლიოში). თანამედროვე სამყაროში ავანსცენაზე იდეოლოგია და ფინანსები გამოვიდნენ. თურქეთს რომ ყოველთვის ჰქონდა აჭარის ინტერესი, ეს ცხადზე უცხადესია(ამას არც თვითონ უარყოფს). ასევე ჩვენც უნდა გამოვხატოთ და რეალიზება გავუკეთოთ ჩვენს ინტერესებს(საკუთარი უსუსურობის კომპლექსი უნდა მოვიხსნათ).
ამიტომ,ამ საკითხს ამ კუთხითაც უნდა შევხედოთ,მაგრამ, როდესაც შენი ხელისუფლება ხელახლა აშენებს საქართველოს ამ ნაწილში, უცხოელ დამპყრობთა ბატონობის მძიმე პერიოდის გამომხატველ ნაგებობას(არაფერს ვამბობთ მის საკულტო მნიშვნელობაზე), ეს ნათლად გამოხატავს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მზადყოფნას სხვა ქვეყნის ინტერესების გატარებაზე. მით უმეტეს, დიდი ალბათობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ თემის გარკვეული პაუზის შემდეგ კვლავ წამოწევა(სომალიში დატყვევებული მეზღვაურების გათავისუფლების პერიპეტიები, მასში თურქული მხარის როლის და საქართველოს ხელისუფლების თავმოწონების გათვალისწინებით) პირდაპირ უკავშირდება საქართველოს მთავრობის სურვილს მოიპოვოს თურქეთის სახელმწიფოს მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლაში,საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების ხარჯზე,რამაც, შეიძლება, ორ ქვეყანას შორის მომავალში სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.
რაც შეეხება ქართველ მუსლიმთა ინტერესების გათვალისწინებას და დაცვას, ქართველ მუსულმანთა ინტერესების დაცვა ჩვენი სახელმწიფოს საქმეა და არა თურქეთის სახელმწიფოსი. როგორ შეიძლება დავუშვათ, რომ ქართველ მუსულმანთა თემა იყოს სხვა სახელმწიფოსთან ხელშეკრულების საგანი? ასეთი ხელშეკრულების არსებობა აღიარებაა იმისა, რომ ქართველი მუსულმანების ინტერესთა დამცველი იყოს სხვა სახელმწიფო. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთიანი ქართული ცნობიერების დაშლის პროცესს შევუწყოთ ხელი.
თუ ქართველი მუსულმანები თავიანთი რელიგიური მოთხოვნილების დაკმყოფილებისთვის საჭიროებენ კიდევ დამატებით შენობებს, ეს თურქეთის სახელმწიფოსთან მოლაპარაკების საგანი ვერ უნდა გახდეს, ეს ადგილობრივი თვითმმართველობის გადასაწყვეტი საკითხია.
სამწუხაროდ, საზოგადოების და რაც მთავარია, მრევლის ერთიანი აქტიური ქმედება ვერ ხორციელდება. სწორედ ჩვენმა ამგვარმა დამოკიდებულებამ გაუხსნა ხელ-ფეხი ამჟამიდნელ ხელისუფლებას, რომელიც უკვე თითქმის დარწმუნებულია მრევლის უუნარობაში და ყოველგვარი მორიდების გარეშე აკეთებს იმას, რაც უნდა, და ისე, როგორც უნდა, ხოლო, ეროვნული ინტერესებით,რომ არ ხელმძღვანელობს, ეს ცხადზე უცხადესია.
ამიტომ დროა გამოვფხიზლდეთ და ჩვენი დასაცავი ჩვენ დავიცვათ! მრევლის აქტიურობასა და პასუხისმგებლობის გრძნობის გაცნობიერებაზეა დამოკიდებული, წინ აღვუდგებით თუ არა საქართველოში ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ და ანტიმართლმადიდებლურ ქმედებებს“.
"ობიექტივი"
ამ კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
ავტორი მირიან ბოქოლიშვილი 11:51 08-10-2010 „გამა სონეტი იგალობეს კახპა ქალებმა, ვიყავი ისეთი სასურველი, გამომყვა თბილი სუნთქვა საწოლიდან, შე...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 23:53 23.12.2010 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიო...
-
20:10 31.03.2015 ახალი სკანდალი ჰილარი კლინტონის ელექტრონული ფოსტის ირგვლივ, სადაც ამჯერად ბიძინა ივანიშვილის სახელიც ფიგურირებს. ამერიკ...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 20:00 24.10.2011 ოზია - ქრისტეს შობამდე მეშვიდე საუკუნის იუდეველთა მეფე იყო. ისტორიულ წყაროებში ოზია მიწა-წყლის მი...
-
რამდენიმე ხნის წინ სოროსის ვიზიტმა კიდევ ერთხელ ცხადყო, ის აბსოლუტური ჭეშმარიტება, რომ საქართველოს პრეზიდენტი და მისი ქვეშევრდომები მხოლოდ მ...
-
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ თანხის გამოძალვის ბრალდებით სვანეთში დაკავებულ სახელმწიფო მოხელეთა საქმის განხილვა დაასრულა. განსასჯელთა უმრა...
-
საქართველოში H1N1 ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მატებასთან ერთად მოთხოვნა მედიკამენტებსა და პირბადეებზე დღითიდღე იზრდება. დაავადებათა კო...
-
უთავბოლო, დაძაბული ბედი, საეჭვო რეპუტაცია და სისტემატური ხმა გაკოტრებაზე. მარტო ეს არ იყო ერთადერთი ტვირთი, რითაც მაიკლ ჯექსონი ემზადებოდა, ...
-
ავტორი შოთა ხინჩაგაშვილი 15:26 26.07.2011 ნიუ იორკში მწყერი ხეზე შეჯდა – პირველმა გეი წყვილმა დაამტკიცა, რომ შეუძლიათ სთრეითებივით მოიქცნენ...
-
ზუგდიდში, სადაც ადგილობრივი ჩინოვნიკები ყოველ საღამოს ქალაქის ცნობილ რესტორანში იკრიბებიან, 10 ნოემბერს მნიშვნელოვანი ინციდენტი მოხდა. რაიონ...
ყველა დროის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
01:10 02.06.2011 სომხურმა ვებგვერდმა მიხეილ სააკაშვილი გამოჩენილ სომეხთა სიაში შეიყვანა. სია, რომელშიც მსოფლიოს მრავალი გამოჩენილი ადამიან...
-
20:39 11.11.2013 10 ნოემბერს, ღამის თერთმეტის ნახევარზე ყოფილი რესპუბლიკოს მოედანზე თბილისელი ახალგაზრდების საპროტესტო აქცია გაიმართა. ...
-
ავტორი ირაკლი სვანიძე 16:20 09.07.2012 ეს ისეთი დამღაა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოიცილებს! გასულ კვირას, სტუდია GNS-ის მიერ მომზადე...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 23:53 23.12.2010 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიო...
-
გაზიარება IT სპეციალისტები დღემდე კამათობენ, თუ როგორ იშიფრება აბრიავიატურა RSS. IT სფეროში გავრცელებული აზრით, RSS (Really Simple Syndicati...
-
19:48 14.07.2012 გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი და მომღერალი გიორგი ფოჩხუა ზღვაში დაიხრჩო. შემთხვევა დაახლოებით, 2 საათის წინ ანაკ...
-
21:38 10.10.2010 თეა თუთბერიძის სკანდალურ ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი "ასავალ დასავალი". საგაზეთო ინტერვიუში თუთბერიძე იმედს ...
ეს საინტერესოა
- დაბმული ბავშვის საიდუმლო [ფოტორეპორტაჟი]
- გაშიშვლებული ქართველი სახეები ნუცა შანშიაშვილის სკანდალურ კლიპში [video]
- შიშველი ველოსიპედისტების აქცია კანადაში [ფოტოგალერეა]
- მშობლებმა ბავშვი სარეცხ მანქანაში "გარეცხეს" [video]
- რვაფეხა ბავშვი
- სირიაში მამაკაცი ცოცხლად დამარხეს [video]
- ნიკოლოზ ლაგვილავა: სიმღერით – რისკიდან შამპანურამდე
- ნუმეროლოგია: ზოგადი მიმოხილვა დაბადების დღის რიცხვის მიხედვით
- შემოქმედება გულის არევით [ფოტო]
- ქართული ფილმები
- პენისის ხელოვნება – ამერიკელი მხატვარი შედევრებს ქმნის
- რომელია თქვენი ქვა, დაბადების თვეების მიხედვით!
- რა კავშირშია ადამიანის ბედისწერა და დაბადების დღის რიცხვი?
- გვიყვარს და ვზასაობთ? [video]
ვიდეო
- 17:34 17-06-2010 – მეცნიერები ოზი ოსბორნის გენეტიკურ კოდს იკვლევენ [video]
- 22:42 06.06.2010 – ოზი ოსბორნის ცვილის ფიგურამ ყვირილი დაიწყო [video]
- 22:42 06.06.2010 – ბედნიერი პრეზიდენტი და დაქცეული აბაშა [video]
- 23:56 01.05.2010 – კვირაცხოვლობის სახელობის ტაძრის მძარცველი დაკავებულია [video]
მამუკა გიორგაძე: “დროა გამოვფხიზლდეთ და ჩვენი დასაცავი ჩვენ დავიცვათ!“
რუბრიკიდან: რელიგია
რედაქტორის რჩევით
-
20:49 25.06.2011 გვიყვარს და ვზასაობთ? ყველანი ვიკრიბებით და ვაპროტესტებთ პარკებში კოცნის თვითნებურად აკრძალვას...
-
ავტორი მირიან ბოქოლიშვილი 11:51 08-10-2010 „გამა სონეტი იგალობეს კახპა ქალებმა, ვიყავი ისეთი სასურველი, გამომყვა თბილი სუნთქვა საწოლიდან, შე...
-
თუ ხელისუფლება ჩემს დაპატიმრებას გადაწყვეტს, ეს ძვირად დაუჯდება , _ ამის შესახებ, "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლი...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 16:00 01.09.2011 ერეკლე საღლიანი: “მოარული ხმები დადის, რომ ახალი შენობის დასრულებამდე ექსპონატების ზუგდიდში გად...
-
20:16 01.06.2012 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედებ...
-
23:55 21.02.2019 მძღოლებს ავტომანქანის უფასოდ პარკირება დღეში 4-ჯერ, 15-15 წუთით შეეძლებათ. პარკირებაზე გადასახადის ...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 23:53 23.12.2010 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიო...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 20:28 23.09.2011 ევროპის საბჭოს ოფისში “თავისუფალმა დემოკრატებმა“ 1 000–ზე მეტი ადამიანის ხელმოწერა წარადგინეს – ხელ...
-
19:43 20.09.2011 2011 წლის 19–25 სექტემბრის ნომერში პოეტ ვახტანგ ხარჩილავას სკანდალურ ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი "ასავალ დასავალი&quo...
-
ავტორი b2p.ge 02:06 03.12.2011 "გაბრიელ გარსია მარკესი - 14 ფრაზა ცხოვრების შესახებ" 1. მე შენ მიყვარხარ არა იმის გამო, თუ ვინ ხა...