16 წლის გოგონა ქმარმა პოლიციაში ჩააბარა – ქალიშვილი არ ხარო!

ავტორი ეთერ თურაძე
22:20 09.07.2012
მომავალმა მეუღლემ და დედამთილმა ჯერ კიდევ ქორწილის ბოლო სტუმრის გაცილებამდე მიიყვანეს პატარძალი ქობულეთის პოლიციაში. 16 წლის პატარძალს პოლიციაში ღამის პირველიდან დილის 6 საათამდე აიძულებდნენ ეთქვა, ვისთან და როდის ჰქონდა პირველი სექსი. გოგონას, რომელსაც პოლიციელები უწოდებდნენ უსირცხვილოს და სიმართლის დამალვის შემთხვევაში ნეკნების ჩამტვრევით ემუქრებოდნენ, ორი ექსპერტიზა ჩაუტარეს. ორივე დასკვნის მიხედვით გოგონა ქალწულია.


მისი პირობითი სახელია მარიამი. 16 წლისაა. მამა გარდაცვლილი ჰყავს და დედასთან ერთად ცხოვრობს. როდესაც სასიძო, 26 წლის სიმონი (სახელი პირობითია) მივიდა მარიამის დედასთან შვილის ხელის სათხოვნელად, დედას გაუხარდა, „ვიფიქრე, ბავშვს დავალაგებდი...“ გააფრთხილა - „არ გეგონოს ქონების გამო გაძლევ“. დედას ერთი რამის ეშინოდა, რაც მომავალ სასიძოს გაუმხილა კიდეც, - მისმა შვილმა საჭმლის მომზადებაც კი არ იცოდა. სიმონმა გასცა დაპირება: „ეგ არ არის პრობლემა, ჩემს ჭკუაზე გავზრდი“.

40 დღის შემდეგ, 24 ივნისს დაინიშნა ქორწილი. დაახლოებით ღამის 11 საათის შემდეგ საძინებელში განვითარებულ მოვლენებს მარიამი ნაწყვეტ-ნაწყვეტ ყვება:

„შუქი აანთო და მითხრა, ზეწარი დასვრილი რატომ არ არის, ქალიშვილი არ ხარო. მეც დავხედე ზეწარს _ დასვრილი მართლა არ იყო. ძალიან შემეშინდა. ვერ ვხვდებოდი, რატომ არ იყო სისხლი. ვიფიქრე, ეტყობა რაღაც მჭირს-მეთქი. მეუბნებოდა მეთქვა, ვისთან ვიწექი. ვუთხარი, რომ შეიძლება ბავშვობაში რაღაც იყო. მერე დაიჩემა, გვარი მითხარი, ჩვენ შორის დარჩებაო. გვარიც ვთქვი. მაგრამ სახელი ვეღარ ვთქვი. ვინ მეთქვა, არ ვიცოდი“.

სიმონი მარიამს ჩაცმას უბრძანებს და საქორწილო დარბაზში მიჰყავს, სადაც თავის დედას ხვდება. იქიდან მარიამის დეიდასთან მიდიან. მარიამს დეიდა უყვირის, მაგრამ სახლში არ იტოვებს. სიკოს მარიამი სოფლის პოლიციაში მიჰყავს და ითხოვს, მარიამს ხელწერილი დააწერინონ. პოლიციაში სიმონს უხსნიან, რომ ეს მათი საქმე არ არის.

სიმონი გადაწყვეტს, რომ მარიამი დედასთან, მართასთან (სახელი პირობითია) გაუშვას მანქანით, მაგრამ თავისი დედის, ელენეს (სახელი პირობითია) მითითებით - „ხელწერილს აქ თუ არ აკეთებენ, ქობულეთში წავიყვანოთ, მერე შარს მოგვდებენ“ - ისევ პოლიციაში მიდიან, ამჯერად ქალაქ ქობულეთში.

ქობულეთის პოლიციაში მარიამი მანქანიდან გადაჰყავს ორ პოლიციელს - ქალებს. ისინი საქმროს და სადედამთილოს ჰპირდებიან, რომ მარიამს ყველაფერს ათქმევინებენ.

მარიამი: „ერთი იმას მეუბნებოდა, ერთი - ამას. კაცები მიყვიროდნენ. მერე დაწერეს, რომ აქტი თუ რაღაც მქონია ვიღაცასთან და ხელი მომაწერინეს. მეუბნებოდნენ, თუ არ იტყვი, ციხეში ჩაგაგდებთ, სამი წელი ციხეაო. იმ წუთას ოღონდ მომშორებოდნენ, სისულელეები ვთქვი.... არ ვიცი, ახლა ჩემს ხელმოწერას რა ეშველება.
ხელი რომ მოვაწერე, მერე მითხრეს, რომ სახელი დამესახელებინა. დედაჩემს თუ არ მოიყვანთ, არაფერსაც არ ვიტყვი-მეთქი. მელოტი რომ იყო პოლიციელი, იმან მითხრა, ნეკნებს რომ დაგამტვრევენ, მერე იტყვიო“.

გოგონას დაკითხვა დედის მისვლის შემდეგაც გაგრძელდა. დედა შეეცადა შვილის დაცვას, მაგრამ პოლიციელებმა გააფრთხილეს, რომ ხელს უშლიდა:
„პოლიციაში აქამდე არ ვყოფილვარ. მითხრეს, ხელს ნუ გვიშლიო და მეგონა, არ მქონდა უფლება... ჩემი შვილი, იცით, როგორი დამხვდა... დედას შეუძლია მაგ დროს შვილს ეცეს და ცემოს, მაგრამ შვილი იმ მდგომარეობაში დამხვდა, თავისთავად მკვდარი იყო. მე რომ შევედი, ერთი მელოტი და ერთი შავგრემანი კაცი იყო, კომპიუტერთან ვინ იჯდა, აღარც მახსოვს. უყვიროდა მელოტი - წეღან ხომ გვითხარი, 13 წლის ასაკში რომ გქონდა სექსიო. მე მითხრა, შენს მოსვლამდე ამ ბავშვმა ყველაფერი აღიარაო...“

დილის ექვსი საათისთვის პოლიციამ დედა-შვილი სახლში გაუშვა.

რადგან შვილი მუდმივად იმეორებდა, რომ სიმონის გარდა არავისთან ჰქონია ურთიერთობა, დედამ მარიამი 25 ივნისს ექსპერტიზაზე წაიყვანა სამხარაულის ბიუროში: „დასკვნაში წერია, რომ საქალწულე აპკი მთელია. 26-ში პოლიციამ წაიყვანა ექსპერტიზაზე - მათ დასკვნაშიც იგივე წერია... იცი, როგორ აწამეს ჩემი შვილი გასინჯვის დროს. თქვა, ცხოვრებაში არ გავთხოვდებიო. ისე მტკივნეული ყოფილა თურმე“.

მარიამი ფსიქოლოგთანაც ჰყავდათ. მართა ამბობს, რომ შვილს რეაქცია არაფერზე აღარ ჰქონდა. ექიმთან მარიამი ადვოკატების რჩევით მიიყვანეს: „არც ჭამდა, არც ფეხზე დგებოდა, არც მელაპარაკებოდა. შვილი ცოცხლად დავმარხე და მეც დავიმარხე... ახლა ცოტა უკეთ არის, დამამშვიდებელი წამლების მიღებამ უშველა“.

მართა ამბობს, რომ უნდა, შვილი ცოტა ხნით მაინც გაარიდოს სოფელს, მაგრამ არ იცის, სად წაიყვანოს. მართა: „უნდოდა ექთნობა ესწავლა. რომ ჩააბარებდეს, გავუშვებდი. არ ვიცი, როგორ დავეხმარო“.

ქობულეთის პოლიცია

ქობულეთის პოლიციაში მარიამის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის საფუძველზე საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით, რაც 16 წლამდე ასაკის მოზარდთან სქესობრივ კავშირს ეხება. საქმეს ნანა სურმანიძე იძიებს.

„ბათუმელებმა“ ექვსი პოლიციელიდან იმ სამის ვინაობაც დაადგინა, რომლებიც 24 ივნისს ქობულეთის პოლიციაში მორიგეობდნენ და, სავარაუდოდ, მარიამი დაკითხეს. ერთ-ერთი მათგანი, ნინო ჩინჩალაძე იმ ღამით მარიამის მათთან მიყვანის ფაქტს ადასტურებს.


კითხვას - რითი ხსნით 16 წლის არასრულწლოვნისთვის პოლიციაში ხელწერილის დადებას, ნინო ჩინჩალაძე ასე პასუხობს: „დარწმუნებული არ ვარ, რომ ნამდვილად ჟურნალისტს ვესაუბრები. თუ რამე გაინტერესებთ, საქმის გამომძიებელს მიმართეთ; საქმესთან დაკავშირებით ჩემთვის არაფერია ცნობილი, დანამდვილებით ვიცი, რომ ეგ გოგო პოლიციაში 24-ში მოიყვანეს. ის სულ სხვებმა გამოკითხეს“.


„ბათუმელებთან“ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა საქმის გამომძიებელი, ნანა სურმანიძეც: „რამდენადაც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მე არ ვარ კომპეტენტური და არც უფლებამოსილი, გითხრათ, რა მუხლით არის საქმე აღძრული“.


ნანა სურმანიძემ უპასუხოდ დატოვა კითხვა - რის საფუძველზე დაიწყო ძიება 13 წლის ასაკში მარიამის სქესობრივი კავშირების დასადგენად, როდესაც ხელთ აქვს პოლიციის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, რითაც დასტურდება, რომ არასრულწლოვანს სქესობრივი ურთიერთობა არავისთან ჰქონია?


„ბათუმელებმა“ 24 ივნისის ღამეს კიდევ ორი მორიგე პოლიციელის ვინაობა დაადგინა, მაგრამ ზაზა მჟავანაძესა და ქეთი დევაძესთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

ნონა ნაკაშიძე,ექიმი-ფსიქოთერაპევტი: რასაც მიყვებით, ეგ თუ სიმართლეა, ეს არის ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობის ფაქტი. გარდა ამისა, ბავშვის უფლებების დარღვევა.

მე, როგორც სპეციალისტი, იმ ეგრეთ წოდებულ ქმარს სექსუალურ ძალადობაში დავდებდი ბრალს. გამოდის, მან გოგოსთან სექსუალური ურთიერთობის დამყარება იმ მიზნით სცადა, რომ „დაედგინა“, ქალიშვილი იყო თუ არა.

ამას ფსიქოლოგის ახსნა არ სჭირდება, ამას თვითონ გოგონა ხსნის - ოღონდ თავი დაენებებინათ და გვარი დაასახელა.
სქესობრივი ურთიერთობის საკითხებში გაურკვეველ ძალიან ბევრ გოგოს აქვს ასეთი ცრურწმენა და შიში, - ვაითუ არ აღმოვჩნდე ქალიშვილი. არ არის აუცილებელი საქალწულე აპკის დარღვევას სისხლიც ახლდეს თან. კულტურალური წნეხის პირობებში, ამისი შიში აქვთ გოგოებს.

იმედს ვიტოვებ, რომ ამ გოგოს უფლებებს კარგად დაიცავენ ადვოკატები. გარდა ამისა, ვთხოვ მშობელს, ხვალვე მიიყვანოს გოგონა ბავშვთა ძალადობის ცენტრში ბათუმში, სადაც ფსიქოლოგები სწორედ სექსუალურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე მუშაობენ. დარწმუნებული ვარ, მას მულტიფაქტორული რეაბილიტაცია სჭირდება. ძალიან მინდა კორექტული ვიყო, მაგრამ ამ გოგონას შემთხვევაში ადგილი აქვს კომპლექსურ „გადავლას“. მისთვის ძალიან მძიმე სტრესი მიუყენებიათ.

ძალადობის მსხვერპლის მიმართ პოლიციის ასეთი აქტიურობა ჩემთვის გაუგებარია. ეს არის პროვინციული ენთუზიაზმი მათთვის პროვინციულად საინტერესო თემაზე.
ერთი მხრივ, ეს სტიგმის შემცველი თემაა და ძალიან უნდა ვიზრუნოთ ამ გოგონას იმიჯზე, მეორე მხრივ კი, მიკროსოციუმს სჭირდება განათლება, მსგავსი რამ სხვას რომ არ დაემართოს.


ადვოკატები

მარიამის უფლებებს მზია დიასამიძე და ირაკლი შავაძე დაიცავენ. მზია დიასამიძე ამბობს, რომ განცხადება შეიტანეს მთავარ პროკურატურაში, სახალხო დამცველთან და მიმართეს სანდრა რულოვსს - საქართველოს პირველ ლედის.

მზია დიასამიძე: „საჩივარს ვწერთ 144-ე მუხლის მე-3 პუნქტით. ეს არის პირის დამცირება, ან ღირსების, პატივის შელახვა, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს. ასევე მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გადამეტება არასრულწლოვნის მიმართ.

ჯერჯერობით საქმის მასალები არ გვაქვს. ვთხოვე, ადვოკატი ვარ და მომეცით-მეთქი, მაგრამ გამოძიება არ დამთავრებულა და ვერ გადმოგცემთო. გამოძიებას აქვს გონივრული ვადა, თუმცა ეს შეიძლება რამდენიმე წელს გაგრძელდეს. როცა გოგო დაზარალებულად არის ცნობილი 140-ე მუხლით, მაგრამ ორი ექსპერტიზის დასკვნა უდევთ, რომ ის ქალწულია, გამოძიება აღარ უნდა გაგრძელდეს.

საქმის აღძვრით ქობულეთის პოლიცია თავისი ქმედების გამართლებას ცდილობს, თითქოსდა გოგონამ, როგორც დაზარალებულმა, მიმართა მათ განცხადებით. ამ დროს გოგოს კი არ მიუმართავს, ის აიძულეს, ეთქვა სისულელეები, მერე დაკითხეს მოწმის სახით, მერე კი დაზარალებულად ცნეს“.


| თანდართული ფოტო წარმოადგენს მხოლოდ ვიზუალურ ეფექტს, სტატიის გაფორმებისთვის და არ გახლავთ გოგონა, რომელზეც სტატიაშია საუბარი |



რედაქტორის რჩევით

 
 
 
"ეგვიპტელებო გვაკოცეთ ..." - ლალი მოროშკინას უხამსი წარწერა

ჩახდილი გოლკიპერი - სკანდალი შვედეთის საფეხბურთო ნაკრების ირგვლივ

"შენ გენაცვალე" ნიუიორკული აქცენტით - ემიგრანტი მომღერალი ილუშა ცინაძე

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...
ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

"საქართველოს ბანკის" სათაო ოფისთან მოქალაქემ თვითმკვლელობა სცადა

აშშ-ში მოკლული ბექა ზარდიაშვილის ახლობლები გარდაცვლილის გადმოსვენებაში დახმარებას ითხოვენ

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...
"ცენტრ პოინტისგან" დაზარალებულები რუსუდან კერვალიშვილის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვენ

"პოლიცია ყველგან შევიდა, სადაც "გლობალტივის" ანტენებს ამონტაჟებდნენ" - გოგიტა მოდებაძე

მგლებმა თელავის რაიონში 26 სული ცხვარი დაგლიჯეს

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...